დაბადება 43:1—34

43  დიდი შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში.+  ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარცვლეული რომ გაუთავდათ,+ უთხრა მათ მამამ: „დაბრუნდით და ცოტა საკვები კიდევ იყიდეთ ჩვენთვის“.+  იუდამ უთხრა მას:+ „იმ კაცმა მკაცრად გაგვაფრთხილა, ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.+  თუ გამოუშვებ ჩვენს ძმას,+ მაშინ ჩავალთ და გიყიდით საკვებს,  მაგრამ თუ არ გამოუშვებ, არ ჩავალთ, რადგან იმ კაცმა გვითხრა, ვერ იხილავთ ჩემს სახეს, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო“.+  ისრაელმა წამოიძახა:+ „რატომ მიბოროტეთ და რატომ უთხარით იმ კაცს, რომ კიდევ გყავდათ ძმა?“  მათ მიუგეს: „იმ კაცმა პირდაპირ გვკითხა ჩვენზე და ჩვენს ნათესავებზე: ცოცხალიაო მამათქვენი?+ კიდევ გყავთო ძმა? ჩვენც, როგორც იყო, ისე ვუთხარით.+ რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოიყვანეთო?!“+  ბოლოს იუდამ უთხრა მამამისს, ისრაელს: „გამაყოლე ყმაწვილი.+ ავდგებით და წავალთ, რომ ვიცოცხლოთ და არ ამოვწყდეთ არც ჩვენ,+ არც შენ და არც ჩვენი ბავშვები.+  მე დავუდგები თავდებად+ და მე დამაკისრე სასჯელი;+ თუ არ ჩამოგიყვანო და შენ წინაშე არ დავაყენო, მაშინ სამუდამოდ ვიქნები დამნაშავე შენ წინაშე. 10  რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ წავიდოდით და ჩამოვიდოდით“.+ 11  უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: „თუ ასეა, მაშინ+ ასე მოიქეცით: წაიღეთ თქვენი ტომრებით ამ მიწის საუკეთესო ნაყოფი, ჩაიტანეთ და მიართვით+ იმ კაცს ცოტა ბალზამი,+ ცოტა თაფლი,+ საკმელი, ხის ფისიანი ქერქი,+ ფსტა და ნუში.+ 12  წაიღეთ ორმაგი ფული და ის ფულიც, ტომრებში რომ ეწყო.+ იქნებ რაღაც შეცდომა იყო.+ 13  წაიყვანეთ თქვენი ძმა და წადით იმ კაცთან. 14  ყოვლისშემძლე ღმერთი დაგეხმაროთ, რომ შეებრალოთ იმ კაცს+ და გაგითავისუფლოთ თქვენი ძმა და ბენიამინი, მაგრამ თუ უნდა დავკარგო შვილები, დავკარგო!“+ 15  მათაც აიღეს ძღვენი, წაიღეს ორმაგი ფული, წაიყვანეს ბენიამინი, დაადგნენ ეგვიპტის გზას და წარდგნენ იოსების წინაშე.+ 16  იოსებმა ბენიამინი რომ დაინახა, მაშინვე უთხრა თავის სახლზე დაყენებულ კაცს: „სახლში წაიყვანე ეს კაცები, დაკალი საქონელი და მოამზადე,+ რადგან შუადღისას ჩემთან ერთად უნდა ჭამონ მათ“. 17  მაშინვე ისე გააკეთა იმ კაცმა, როგორც იოსებმა უთხრა,+ და იოსების სახლში წაიყვანა ისინი. 18  შეეშინდათ მათ, იოსების სახლში რომ წაიყვანეს,+ და თქვეს: „ალბათ იმ ფულის გამო მოგვიყვანეს აქ, მაშინ რომ ჩაგვიდეს ტომრებში, რათა დაგვეცნენ, თავს დაგვესხან, დაგვიმონონ და ვირებიც წაგვართვან!“+ 19  სახლის შესასვლელთან მიმართეს იმ კაცს, იოსების სახლზე რომ იყო დაყენებული, 20  და უთხრეს: „ბატონო! ჩვენ საკვების საყიდლად ვიყავით ჩამოსული,+ 21  მაგრამ ღამის გასათევ ადგილას რომ მივედით+ და ჩვენი ტომრები გავხსენით, უკლებლივ აღმოვაჩინეთ ჩვენი ფული. ახლა ჩვენი ხელით გვინდა, დავაბრუნოთ,+ 22  საკვების საყიდლად კი სხვა ფული წამოვიღეთ. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ფული ტომრებში“.+ 23  მან უთხრა: „ნუ გეშინიათ,+ ყველაფერი კარგად არის. თქვენმა და მამათქვენის ღმერთმა ჩაგიდოთ განძი ტომრებში.+ თქვენი ფული ჩემამდე მოვიდა“. შემდეგ გამოუყვანა მათ სიმონი.+ 24  შეიყვანა იმ კაცმა ისინი იოსების სახლში და ფეხების დასაბანად წყალი მისცა,+ მათ ვირებს კი — საკვები.+ 25  შუადღისას იოსების მოსვლისთვის ძღვენი გაამზადეს,+ რადგან გაიგეს, რომ იქ უნდა ეჭამათ პური.+ 26  სახლში რომ შევიდა იოსები, მიართვეს ძღვენი, რომელიც თან ჰქონდათ, და მიწაზე დაემხვნენ მის წინაშე.+ 27  შემდეგ გამოჰკითხა მათ, მშვიდობით იყვნენ თუ არა:+ „ხომ მშვიდობით არის მამათქვენი, მოხუცებული კაცი, თქვენ რომ მელაპარაკებოდით? ხომ ცოცხალია?“+ 28  მათ მიუგეს: „მშვიდობით არის შენი მსახური, მამაჩვენი. ცოცხალია იგი“. დაემხვნენ და მდაბლად თაყვანი სცეს.+ 29  როცა აიხედა მან და დაინახა თავისი ძმა, ბენიამინი, დედამისის ვაჟი,+ ჰკითხა მათ: „ეს არის თქვენი უმცროსი ძმა, რომელზეც მელაპარაკებოდით?“+ შემდეგ უთხრა: „ღმერთმა გიყოს წყალობა,+ შვილო“. 30  აფორიაქდა იოსები, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის დანახვაზე,+ და ადგილს დაუწყო ძებნა, რომ ეტირა. შევიდა შიდა ოთახში და იქ ატირდა.+ 31  შემდეგ სახე მოიბანა, გავიდა, თავი ხელში აიყვანა და თქვა:+ „მოგვართვით საჭმელი“.+ 32  ცალ-ცალკე მიართვეს მას, მათაც და ეგვიპტელებსაც, რომლებიც მასთან ერთად ჭამდნენ, რადგან არ ჭამდნენ ეგვიპტელები ებრაელებთან ერთად, ვინაიდან სისაძაგლეა ეს ეგვიპტელთათვის.+ 33  ისინი მის პირისპირ დასხეს, ჯერ პირმშო თავისი პირმშოობის უფლების მიხედვით+ და ბოლოს უმცროსი უმცროსობის წესის მიხედვით; გაოცებულები უყურებდნენ ერთმანეთს. 34  აწოდებინებდა ის მათთვის ულუფებს, მაგრამ ბენიამინს ხუთჯერ მეტ ულუფას უგზავნიდა.+ ბოლომდე მასთან ერთად ჭამეს და სვეს.+

სქოლიოები