დაბადება 44:1—34

44  უბრძანა მან იმ კაცს, რომელიც მის სახლზე იყო დაყენებული:+ „აუვსე ამ კაცებს ტომრები საკვებით, რამდენის წაღებასაც შეძლებენ, და თითოეულს თავის ტომარაში ჩაუდე თავისი ფული,+  ჩემი ვერცხლის სასმისი კი უმცროსს ჩაუდე ტომარაში მარცვლეულის ფულთან ერთად“. მანაც ისე გააკეთა, როგორც იოსებმა უთხრა.+  გათენებისას გაუშვეს ის კაცები+ თავიანთი ვირებით.  გავიდნენ ქალაქიდან. შორს არ იყვნენ წასულები, როცა იოსებმა თავის სახლზე დაყენებულ კაცს უთხრა: «ადექი! დაედევნე იმ კაცებს, დაეწიე და უთხარი: „რატომ გადაგვიხადეთ სიკეთე ბოროტებით?+  ეს ხომ ჩემი ბატონის სასმისია, რითაც ზუსტად მისნობს?!+ ცუდად მოიქეცით“».  ისიც დაეწია მათ და უთხრა ეს სიტყვები.  მათ მიუგეს: „რატომ ამბობს ჩვენი ბატონი ასეთ სიტყვებს? არ იზამდნენ ამას შენი მსახურები.  ჩვენ ხომ ქანაანის მიწიდან უკან წამოვიღეთ ჩვენს ტომრებში ნაპოვნი ფული.+ როგორღა მოვიპარავდით ვერცხლს ან ოქროს შენი ბატონის სახლიდან?+  მოკვდეს შენი მონებიდან იგი, ვისაც ის აღმოაჩნდება, და ჩვენც ჩვენი ბატონის მონები გავხდებით“.+ 10  მან თქვა: „თქვენი სიტყვისამებრ იყოს.+ ვისაც ის აღმოაჩნდება, ჩემი მონა გახდება,+ დანარჩენები კი უდანაშაულოები იქნებით“. 11  სწრაფად ჩამოიღეს თავ-თავიანთი ტომრები და გახსნა თითოეულმა თავისი. 12  საგულდაგულოდ დაიწყო მან ძებნა; უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბოლოს ის სასმისი ბენიამინის ტომარაში იპოვა.+ 13  შემოიხიეს მოსასხამები,+ ისევ აჰკიდეს ტვირთი თავ-თავიანთ ვირებს და ქალაქში დაბრუნდნენ. 14  შევიდნენ იუდა+ და მისი ძმები იოსების სახლში. ის ჯერ კიდევ იქ იყო; და დაემხვნენ მიწაზე მის წინაშე.+ 15  იოსებმა უთხრა მათ: „ეს რა ჩაიდინეთ?! არ იცოდით, რომ ჩემნაირი კაცი ზუსტად მისნობს?!“+ 16  იუდამ მიუგო: „რაღა ვუპასუხოთ ჩვენს ბატონს?! რა ვთქვათ, როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე?!+ ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოააშკარავა შენი მონების დანაშაული.+ ჩვენი ბატონის მონები ვართ+ ჩვენც და ისიც, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა!“ 17  მან თქვა: „ამას ვერ ვიზამ!+ ის გახდება ჩემი მონა, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა,+ დანარჩენები კი მშვიდობით წადით მამათქვენთან“.+ 18  მივიდა მასთან იუდა და სთხოვა: «გევედრები, ჩემო ბატონო, ათქმევინე სიტყვა შენს მონას და მოისმინოს ჩემმა ბატონმა;+ ნუ აენთება შენი რისხვა+ შენს მონაზე, რადგან ფარაონის ტოლი კაცი ხარ.+ 19  ჩემმა ბატონმა ჰკითხა თავის მონებს, მამა ან ძმა თუ გყავთო. 20  ჩვენ მივუგეთ ჩვენს ბატონს: „გვყავს მოხუცებული მამა, რომელსაც ჰყავს სიბერის შვილი, ყველაზე უმცროსი.+ მაგრამ მისი ძმა მკვდარია და ისღა დარჩა მისი დედისგან;+ მამას გამორჩეულად უყვარს იგი“. 21  შემდეგ შენ უთხარი შენს მონებს, ჩამომიყვანეთ, რომ თვალით ვნახოო.+ 22  ჩვენ კი მივუგეთ ჩვენს ბატონს: „ყმაწვილი ვერ დატოვებს მამამისს. თუ დატოვებს, მოკვდება მამამისი“.+ 23  შემდეგ შენ უთხარი შენს მონებს, თუ არ ჩამოიყვანთ თქვენს უმცროს ძმას, ვეღარ იხილავთო ჩემს სახეს.+ 24  მივედით მამაჩვენთან, შენს მონასთან, და გადავეცით ჩვენი ბატონის სიტყვები. 25  მამაჩვენმა გვითხრა: „დაბრუნდით, ცოტა საკვები კიდევ გვიყიდეთ“.+ 26  მაგრამ ჩვენ მივუგეთ: „ვერ წავალთ, თუ ჩვენი უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად არ წამოვა, რადგან ვერ ვიხილავთ იმ კაცის სახეს, თუ ჩვენი უმცროსი ძმა ჩვენთან ერთად არ იქნება“.+ 27  მამაჩვენმა კი, შენმა მონამ, გვითხრა: „კარგად იცით, რომ ჩემმა ცოლმა მხოლოდ ორი ვაჟი გამიჩინა.+ 28  ერთი წავიდა ჩემგან და ვთქვი, უეჭველად ნაფლეთებად არის-მეთქი ქცეული,+ და დღემდე არ მინახავს. 29  თუ ამასაც წაიყვანთ და რაიმე უბედურება შეემთხვევა, სამარეში*+ ჭაღარას ჩამიყვანთ, გაუბედურებულს“. 30  ახლა კი, როცა ჩავალ შენს მსახურთან, მამაჩემთან, ყმაწვილის გარეშე, რომლის სულიც შეკრულია მის სულთან,+ 31  და როგორც კი დაინახავს, რომ ყმაწვილი იქ არ იქნება, მოკვდება იგი და შენი მონები შენს მონას, მამაჩვენს, მწუხარებით ჩაიყვანენ ჭაღარას სამარეში*. 32  შენი მონა თავდებად+ დაუდგა ყმაწვილს, როცა მამამისისგან მოდიოდა, და უთხრა: „თუ უკან არ ჩამოგიყვანე, სამუდამოდ ვიქნები დამნაშავე მამაჩემის წინაშე“.+ 33  ამიტომ, გთხოვ, ჩემო ბატონო, ამ ყმაწვილის მაგივრად მე ვიქნები შენი მონა, რათა ის თავის ძმებთან ერთად წავიდეს.+ 34  როგორ მივიდე მამაჩემთან ამ ყმაწვილის გარეშე და ვუყურო მამაჩემის უბედურებას?!»+

სქოლიოები

იხილეთ 37:35-ის სქოლიო.
იხილეთ 37:35-ის სქოლიო.