დაბადება 46:1—34
46 დაიძრა ისრაელი და ყველა მისიანი; მივიდნენ ბეერ-შებაში+ და მან თავისი მამის, ისაკის ღმერთს+ მსხვერპლი შესწირა.
2 ელაპარაკა ღმერთი ღამის ხილვაში ისრაელს და უთხრა:+ „იაკობ, იაკობ!“ მან მიუგო: „აქა ვარ!“+
3 ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი,+ მამაშენის ღმერთი.+ ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.+
4 შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში და მე თვითონ გამოგიყვან.+ იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“.+
5 გამოვიდა იაკობი ბეერ-შებადან. ისრაელის ვაჟებს თავიანთი მამა, იაკობი და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით მოჰყავდათ, რომლებიც ფარაონმა გაუგზავნა მას სამგზავროდ.+
6 წაასხეს საქონელი და წაიღეს ქანაანის მიწაზე დაგროვილი ქონება.+ ბოლოს ჩავიდნენ ეგვიპტეში იაკობი და მისი შთამომავლობა.
7 თან ჩაიყვანა ეგვიპტეში+ თავისი ვაჟებიცა და მათი ვაჟებიც, თავისი ასულებიცა და თავისი ვაჟების ასულებიც, მთელი თავისი შთამომავლობა.
8 ისრაელის ანუ იაკობის ვაჟები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ,+ იყვნენ: რეუბენი — იაკობის პირმშო.+
9 რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+
10 სიმონის+ ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი,+ ცოხარი და შაული,+ ქანაანელი ქალის ვაჟი.
11 ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი,+ კეჰათი+ და მერარი.+
12 იუდას+ ვაჟები იყვნენ: ერი,+ ონანი,+ შელახი,+ ფერეცი+ და ზერახი;+ მაგრამ ერი და ონანი ქანაანის მიწაზე დაიხოცნენ.+
ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი+ და ხამული.+
13 ისაქარის+ ვაჟები იყვნენ: თოლა,+ ფუვა,+ იობი და შიმრონი.+
14 ზებულონის+ ვაჟები იყვნენ: სერედი, ელონი და იახლელი.+
15 ესენი არიან ლეას+ ვაჟები, რომლებიც მან იაკობს ფადან-არამში გაუჩინა; იქ გაუჩინა მისი ასული დინაც.+ ყველა მისი ვაჟი და ასული ოცდაცამეტი სული იყო.
16 გადის+ ვაჟები იყვნენ: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ერი, აროდი და არელი.+
17 აშერის+ ვაჟები იყვნენ: იმნაჰი, იშვა, იშვი, ბერია.+ მათი და იყო სერა.
ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი.+
18 ესენი არიან ზილფას+ ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ასულ ლეას. იაკობს მან თექვსმეტი სული გაუჩინა.
19 იაკობის ცოლის, რახელის+ ვაჟები იყვნენ: იოსები+ და ბენიამინი.+
20 იოსებს ეგვიპტის მიწაზე შეეძინა მენაშე+ და ეფრემი*,+ რომლებიც მას ონის ქურუმის, ფოტიფერას ასულმა, ასენათმა+ გაუჩინა.
21 ბენიამინის ვაჟები იყვნენ: ბელა,+ ბექერი,+ აშბელი, გერა,+ ნაამანი,+ ეხი, როში, მუფიმი,+ ხუფიმი+ და არდი.
22 ესენი არიან რახელის ვაჟები, რომლებიც იაკობს შეეძინა. სულ თოთხმეტი სული.
23 დანის+ ვაჟები იყვნენ: ხუშიმი...+
24 ნაფთალის+ ვაჟები იყვნენ: იახცეელი, გუნი,+ იეცერი და შილემი.+
25 ესენი არიან ბილჰას+ ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ასულ რახელს. მან იაკობს შვიდი სული გაუჩინა.
26 ყველა სული, რომლებიც იაკობს ეგვიპტეში ჰყავდა, მისი საზარდულიდან+ გამოვიდა იაკობის ვაჟების ცოლების გარდა. სულ იყო სამოცდაექვსი სული.
27 იოსებს ეგვიპტეში ორი ვაჟი შეეძინა. იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, სულ სამოცდაათი* სული იყო.+
28 გაუგზავნა მან იუდა+ იოსებს, რომ წინასწარ ჩაეტანა ამბავი გოშენში. ჩავიდნენ ისინი გოშენის მიწაზე.+
29 მოამზადებინა იოსებმა თავისი ეტლი და წავიდა გოშენში ისრაელთან,+ მამამისთან შესახვედრად. როცა დაინახა იგი, მაშინვე კისერზე შემოეხვია და დიდხანს ტიროდა მის კისერზე.+
30 ისრაელმა უთხრა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე,+ რადგან დავინახე შენი სახე, რომ ცოცხალი ხარ“.
31 იოსებმა უთხრა თავის ძმებს და მამამისის სახლეულობას: „წავალ, შევატყობინებ ფარაონს:+ ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეულობა, რომლებიც ქანაანის მიწაზე იყვნენ, ახლა ჩემთან ჩამოვიდნენ.+
32 მწყემსები არიან ისინი,+ მესაქონლეობას მისდევენ.+ თან ჩამოიყვანეს თავიანთი ცხვარ-ძროხა და წამოიღეს მთელი ქონება.+
33 ფარაონი რომ მოგიხმობთ და გკითხავთ, რა საქმეს მისდევთო,
34 უთხარით, შენი მსახურები, ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც,+ ბავშვობიდან მესაქონლეობას მისდევენ-თქო, რათა დასახლდეთ გოშენის მიწაზე,+ რადგან სისაძაგლეა ეგვიპტისთვის ყველა მეცხვარე“.+
სქოლიოები
^ სეპტუაგინტა კიდევ ხუთ სახელს მოიხსენიებს. ამით აიხსნება, რატომ იხსენიებს სტეფანე საქმეების 7:14-ში 70-ის ნაცვლად 75-ს. როგორც ჩანს, ის სეპტუაგინტიდან ციტირებდა.
^ სეპტუაგინტის თანახმად სამოცდათხუთმეტი. იხილეთ 46:20-ის სქოლიო.