დაბადება 47:1—31

47  მივიდა იოსები, შეატყობინა ფარაონს და უთხრა:+ „მამაჩემი და ჩემი ძმები ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან. თან წამოიყვანეს ცხვარ-ძროხა, წამოიღეს მთელი ქონება და ახლა გოშენის მიწაზე+ არიან“.  წაიყვანა ხუთი ძმა ფარაონის წინაშე წარსადგომად.+  ფარაონმა მის ძმებს ჰკითხა: „რა საქმეს მისდევთ?“+ მათ მიუგეს ფარაონს: „შენი მსახურები, ჩვენცა და ჩვენი წინაპრებიც,+ მეცხვარეები+ ვართ“.  შემდეგ უთხრეს ფარაონს: „ამ მიწაზე იმიტომ ჩამოვედით, რომ ხიზნებად ვიცხოვროთ,+ რადგან არ არის საძოვარი შენი მსახურების ფარისთვის,+ ვინაიდან დიდია შიმშილობა ქანაანის მიწაზე.+ გთხოვთ, დაგვასახლე გოშენის მიწაზე“.+  უთხრა ფარაონმა იოსებს: „მამაშენი და შენი ძმები შენთან ჩამოვიდნენ.  შენს განკარგულებაშია ეგვიპტის მიწა;+ დაასახლე მამაშენი და შენი ძმები ამ მიწის საუკეთესო ადგილზე.+ გოშენის მიწაზე იცხოვრონ მათ,+ მათ შორის მამაცებს+ კი ჩემი საქონელი ჩააბარე“.+  მიიყვანა იოსებმა მამამისი იაკობი და წარუდგინა ფარაონს; აკურთხა იაკობმა ფარაონი.+  ფარაონმა იაკობს ჰკითხა: „რამდენ წელს ითვლის შენი სიცოცხლის დღეები?“  იაკობმა მიუგო ფარაონს: „ას ოცდაათი წელია, რაც ხიზანი ვარ.+ მცირე და მწუხარებით სავსე იყო ჩემი სიცოცხლის წლები+ და არ გატოლებია ჩემი წინაპრების ხიზნობის წლებს“.+ 10  აკურთხა იაკობმა ფარაონი და გამოვიდა მისგან.+ 11  დაასახლა იოსებმა მამამისი ეგვიპტის მიწაზე და მისცა მათ საკუთრებად რამსესის+ მიწის საუკეთესო ნაწილი, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები. 12  ამარაგებდა იოსები პურით მამამისს,+ თავის ძმებსა და მამამისის მთელ სახლეულობას ბავშვების რაოდენობის მიხედვით.+ 13  მთელ მიწაზე არ იყო პური, რადგან ძალიან დიდი იყო შიმშილობა+ და დაუძლურდა ეგვიპტისა და ქანაანის მიწა შიმშილობის გამო.+ 14  თავს უყრიდა იოსები მთელ ფულს, რაც ეგვიპტისა და ქანაანის მიწაზე იყო იმ მარცვლეულის სანაცვლოდ, ხალხი რომ ყიდულობდა.+ ფარაონის სახლში შეჰქონდა ფული იოსებს. 15  ფული რომ გამოელიათ ეგვიპტისა და ქანაანის მიწაზე, ყველა ეგვიპტელი იოსებთან მიდიოდა და ეუბნებოდა: „მოგვეცი პური!+ უფულობის გამო უნდა დავიხოცოთ შენ წინაშე?!“+ 16  იოსებმა მიუგო: „თუ ფული გამოგელიათ, მომეცით თქვენი საქონელი და მოგცემთ პურს მათ სანაცვლოდ“. 17  მათაც მოჰყავდათ თავიანთი საქონელი იოსებთან და აძლევდა მათ იოსები პურს მათი ცხენების, ცხვარ-ძროხისა და ვირების სანაცვლოდ.+ ამარაგებდა იგი პურით მათ იმ წელიწადს მთელი მათი საქონლის სანაცვლოდ. 18  მიიწურა ის წელიწადიც. მიდიოდნენ მასთან მომდევნო წელსაც და ეუბნებოდნენ: „არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ ჩვენი ფულიც და შინაური ცხოველებიც ჩვენს ბატონს მივეცით.+ არაფერი დაგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე ჩვენი თავისა და ჩვენი მიწის გარდა.+ 19  რატომ უნდა მოვისპოთ შენ თვალწინ+ ჩვენცა და ჩვენი მიწაც?! გვიყიდე პურის სანაცვლოდ ჩვენც და ჩვენი მიწაც+ და დავემონებით ფარაონს ჩვენი მიწიანად; მოგვეცი თესლი, რომ ვიცხოვროთ, არ დავიხოცოთ და ჩვენი მიწა არ გაპარტახდეს“.+ 20  ასე იყიდა იოსებმა ფარაონისთვის ეგვიპტელთა მთელი მიწა,+ რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავ-თავიანთი მინდვრები მძვინვარე შიმშილობის გამო და ფარაონისა გახდა ის მიწა. 21  გადაიყვანა მან ხალხი ქალაქებში, ეგვიპტის ერთი ბოლოდან მეორეში.+ 22  მხოლოდ ქურუმების მიწა არ უყიდია,+ რადგან ქურუმები ფარაონისგან იღებდნენ თავიანთ ულუფას და იმას ჭამდნენ, რასაც ფარაონი აძლევდა.+ ამიტომ არ გაუყიდიათ თავიანთი მიწა.+ 23  იოსებმა ხალხს უთხრა: „იცოდეთ, დღეს გიყიდეთ ფარაონისთვის თქვენცა და თქვენი მიწაც. აი თესლი და თესეთ ამ მიწაზე.+ 24  როცა ნაყოფს გამოიღებს,+ მეხუთედი ფარაონს უნდა მისცეთ,+ დანარჩენი ოთხი წილი კი თქვენ დაგრჩებათ თესლად და საკვებად+ თქვენს სახლში მყოფებისა და თქვენი ბავშვებისთვის“. 25  მათ თქვეს: „შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე.+ ოღონდ წყალობა ვპოვოთ ჩვენი ბატონის თვალში და გავხდებით ფარაონის მონები“.+ 26  იოსების ბრძანების თანახმად ეგვიპტის მამულებიდან მეხუთედი დღემდე ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმების მიწა არ გამხდარა ფარაონისა.+ 27  ცხოვრობდა ისრაელი ეგვიპტის მიწაზე, გოშენის მხარეში.+ იქ დასახლდნენ ისინი, ინაყოფიერეს და ძალიან გამრავლდნენ.+ 28  ჩვიდმეტ წელიწადს იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის მიწაზე; მისი სიცოცხლის დღეები ას ორმოცდაშვიდი წელი იყო.+ 29  მოახლოვდა ისრაელის სიკვდილის დღე.+ მოუხმო მან თავის ვაჟს, იოსებს, და სთხოვა: „თუ ვპოვე წყალობა შენს თვალში, ამომიდე ხელი ბარძაყქვეშ+ და სიკეთე* და ერთგულება გამოავლინე ჩემდამი+ (ნუ დამმარხავ ეგვიპტეში).+ 30  ჩემი წინაპრების გვერდით უნდა დავწვე.+ წამიყვანე ეგვიპტიდან და მათ სამარხში დამმარხე“.+ მან მიუგო: „შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი“. 31  მან უთხრა: „შემომფიცე“. მანაც შეჰფიცა+ და ისრაელი ტახტის სასთუმალზე დაემხო.+

სქოლიოები

იხილეთ 19:19-ის სქოლიო.