დაბადება 48:1—22

48  შეატყობინეს იოსებს, დაუძლურდაო მამაშენი. წაიყვანა მან თავისი ორი ვაჟი, მენაშე და ეფრემი.+  უთხრეს იაკობს: „შენი ვაჟი, იოსები მოვიდა“. ისრაელმა ძალა მოიკრიბა და ტახტზე წამოჯდა.  უთხრა იაკობმა იოსებს: «ყოვლისშემძლე ღმერთი გამომეცხადა ლუზში,+ ქანაანის ქვეყანაში, რომ ვეკურთხებინე.+  ასე მითხრა: „ნაყოფიერს გაგხდი,+ გაგამრავლებ, გაქცევ ხალხთა კრებულად+ და შენს შთამომავალს მარადიულ საკუთრებად მივცემ ამ მიწას“.+  შენი ორი ვაჟი, რომლებიც ჩემ ჩამოსვლამდე შეგეძინა ეგვიპტის მიწაზე, ჩემები არიან.+ ეფრემი და მენაშე ისევე გახდებიან ჩემები, როგორც რეუბენი და სიმონი.+  მაგრამ შთამომავლობა, რომელიც მათ შემდეგ შეგეძინება, შენი იქნება. თავიანთი ძმების სახელით იქნებიან წოდებულნი თავიანთ მემკვიდრეობაში.+  როცა ფადანიდან+ მოვდიოდი, გზაზე, ჩემ გვერდით მოკვდა რახელი+ ქანაანის მიწაზე; ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო ეფრათამდე,+ ამიტომ იქ დავმარხე იგი ეფრათში ანუ ბეთლემში+ მიმავალ გზაზე».  შემდეგ შეხედა ისრაელმა იოსების ვაჟებს და იკითხა: „ვინ არიან ესენი?“+  იოსებმა მიუგო მამამისს: „ჩემი ვაჟები არიან, რომლებიც ღმერთმა მომცა აქ“.+ მან უთხრა: „მომიყვანე, რათა ვაკურთხო“.+ 10  სიბერისგან დაბინდული ჰქონდა თვალები ისრაელს+ და ვერ ხედავდა. მანაც მიუყვანა ახლოს. აკოცა მათ და მოეხვია.+ 11  უთხრა ისრაელმა იოსებს: „არ მეგონა, შენს სახეს თუ ვიხილავდი,+ მაგრამ ღმერთმა აქ შენი შთამომავლობაც მახილვინა“. 12  მოაცილა ბავშვები მის მუხლებს იოსებმა და მიწაზე პირქვე დაემხო.+ 13  მოჰკიდა იოსებმა ხელი ორივეს: ეფრემი თავისგან მარჯვნივ და ისრაელისგან მარცხნივ დააყენა,+ მენაშე კი — თავისგან მარცხნივ და ისრაელისგან — მარჯვნივ,+ და ახლოს მიუყვანა. 14  მაგრამ ისრაელმა გაიწოდა მარჯვენა ხელი და ეფრემს დაადო თავზე,+ თუმცა ის უმცროსი+ იყო, მარცხენა ხელი კი მენაშეს დაადო თავზე.+ განზრახ დაადო ხელები ასე, რადგან პირმშო მენაშე იყო.+ 15  აკურთხა იოსები და თქვა:+ „ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომლის წინაშეც ჩემი წინაპრები, აბრაამი და ისაკი დადიოდნენ,+ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომელიც მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში დღემდე მმწყემსავს,+ 16  და ანგელოზმა, რომელიც მიფარავს ყველა უბედურებისგან,+ აკურთხოს ეს ყმაწვილები.+ჩემი სახელითა და ჩემი წინაპრების, აბრაამისა და ისაკის სახელით იწოდებოდნენ+და დიდად გამრავლდნენ ისინი დედამიწაზე“.+ 17  როცა დაინახა იოსებმა, რომ მამამისს ეფრემის თავზე ედო მარჯვენა ხელი, არ მოეწონა+ და სცადა, მამამისის ხელი ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაეტანა.+ 18  უთხრა იოსებმა მამამისს: „ასე არა, მამა, ეს არის პირმშო.+ მას დაადე თავზე მარჯვენა ხელი“. 19  უარობდა მამამისი და ამბობდა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც იქცევა ხალხად და ესეც გამრავლდება,+ მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად გამრავლდება+ და მისი შთამომავლობა ხალხებს გაუტოლდება“.+ 20  განაგრძო მათი კურთხევა იმ დღეს+ და თქვა: «შენი მეშვეობით არაერთხელ წარმოთქვას ისრაელმა კურთხევა და თქვას:„ღმერთმა გაგხადოს ისეთი, როგორიც ეფრემი და მენაშე“».+ ასე დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.+ 21  შემდეგ ისრაელმა იოსებს უთხრა: „იცოდე, ვკვდები,+ მაგრამ ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენი წინაპრების მიწაზე.+ 22  მე კი გაძლევ შენს ძმებზე იმ ერთი მხარით მეტს,+ რომელიც ამორეველებისგან მახვილითა და მშვილდით ავიღე“.

სქოლიოები