დაბადება 49:1—33

49  მოუხმო იაკობმა თავის ვაჟებს და უთხრა: „ერთად შეგროვდით, რომ გითხრათ თქვენი მომავლის შესახებ.  შეიკრიბეთ და მოისმინეთ, იაკობის ვაჟებო, მოუსმინეთ ისრაელს, მამათქვენს.+  რეუბენ, შენა ხარ ჩემი პირმშო,+ ჩემი ძალა და ჩემი წარმომქმნელი ძალის საწყისი;+ აღმატებული ხარ დიდებითა და ძლიერებით.  არ ამაღლდები+ წყალივით შეუკავებელი თავისუფლებით, რადგან მამაშენის საწოლზე ახვედი+ და შებღალე ჩემი ლოგინი.+ ის ავიდა მასზე!  სიმონი და ლევი ძმები არიან.+ მათი მომაკვდინებელი მახვილი ძალადობის იარაღია.+  ნუ მიხვალ, ჩემო სულო, მათ სამეგობროში.+ ნუ გაერთიანდები,+ ჩემო გონებავ, მათ კრებულში, რადგან რისხვით დახოცეს კაცები+ და თვითნებურად გადაუჭრეს ხარებს მყესები.  დაწყევლილი იყოს მათი რისხვა,+ რადგან სისასტიკეა,+ და მათი მრისხანება, ვინაიდან ულმობლობაა.+ დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ ისრაელში.+  შენ კი, იუდა,+ ხოტბას შეგასხამენ შენი ძმები.+ ხელი მტრების კისერში გექნება ჩავლებული+ და მამაშენის ვაჟები შენ წინაშე დაემხობიან.+  ლომის ბოკვერია იუდა.+ წამოდგები მსხვერპლიდან, შვილო. დაიხარა იგი და ლომივით, ლომივით გაიჭიმა. ვინ გაბედავს, წინ აღუდგეს მას?+ 10  არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას+ და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა შილო*;+ მას დაემორჩილებიან ხალხები.+ 11  ვაზზე მიაბამს თავის მამალ ვირს, და რჩეულ ვაზზე — ჭაკი ვირის ნაშიერს, თავის ტანსაცმელს ღვინოში გარეცხავს და თავის სამოსს — ყურძნის სისხლში.+ 12  თვალები ღვინისგან ექნება ჩაწითლებული და კბილები რძისგან — გათეთრებული. 13  ზღვის პირას დამკვიდრდება ზებულონი,+ იმ ნაპირზე, სადაც გემები ღუზას უშვებენ,+ და შორეული მხარე სიდონისკენ იქნება მიმართული.+ 14  მაგარძვლიანი ვირია ისაქარი,+ ორ ხურჯინს შორის მწოლიარე. 15  დაინახავს იგი, რომ კარგია მოსასვენებელი ადგილი და მიწაც მშვენიერია. დახრის მხარს ტვირთის საზიდად და მონურ, იძულებით სამუშაოს შეასრულებს. 16  დანი, ისრაელის ერთ-ერთი ტომი, თავის ხალხს განსჯის.+ 17  გზისპირა გველი იყოს დანი, გზისპირა გველგესლა, რომელიც ისე ჰკბენს ცხენს ფლოქვზე, რომ ის მხედარს უკან აგდებს.+ 18  ხსნას შენგან დაველოდები, იეჰოვა.+ 19  მოთარეშე რაზმი თავს დაესხმება გადს, მაგრამ თავად დაედევნება.+ 20  აშერიდან ნოყიერი პური გამოვა+ და ნუგბარს მიართმევს იგი მეფეს.+ 21  ნაფთალი+ სხარტი ფურირემია. ის წარმოთქვამს მოხდენილ სიტყვებს.+ 22  ნაყოფიერი ხის ამონაყარია+ იოსები, წყაროსთან მდგარი ნაყოფიერი ხის ამონაყარი,+ რომელმაც ტოტები კედლის მაღლა ააწვდინა.+ 23  მაგრამ მშვილდოსნები ავიწროებდნენ მას, ესროდნენ და მისდამი მტრულად იყვნენ განწყობილნი,+ 24  მისი მშვილდი კი მუდამ თავის ადგილზე რჩებოდა,+ და მოქნილი იყო მისი ხელის ძლიერება.+ იაკობის ძლიერი ღვთის+ ხელიდან გამოდის მწყემსი, ისრაელის ქვა.+ 25  იგი მამაშენის ღვთისგანაა.+ ის დაგეხმარება.+ ის ყოვლისშემძლესთან არის+ და ის გაკურთხებს ზეციური კურთხევებითა+ და დაბლა მიწაზე ღრმა წყლის კურთხევებით,+ ძუძუთა და საშვილოსნოს კურთხევებით.+ 26  მარადიული მთების კურთხევებსა+ და მარად არსებული გორების+ მორთულობაზე დიდი იქნება მამაშენის კურთხევები. იოსების თავზე იქნება ისინი, თავისი ძმებისგან გამორჩეულის თხემზე.+ 27  ბენიამინი მგელივით მგლეჯელი იქნება.+ დილით ნანადირევს შეჭამს და საღამოს ნაძარცვს გაანაწილებს“.+ 28  ეს არის ისრაელის თორმეტი ტომი და ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხებდა მათ. ყველა სათითაოდ აკურთხა.+ 29  შემდეგ უბრძანა მათ და უთხრა: „ჩემს ხალხს ვუერთდები.+ დამმარხეთ ჩემს წინაპრებთან ხეთელი ეფრონის მინდვრის გამოქვაბულში,+ 30  იმ გამოქვაბულში, მაქფელას მინდორში რომ არის, მამრეს წინ, ქანაანის მიწაზე, იმ მინდორში, რომელიც ხეთელი ეფრონისგან იყიდა აბრაამმა სამარხად.+ 31  იქ დამარხეს აბრაამი და მისი ცოლი სარა.+ იქ დამარხეს ისაკი და მისი ცოლი რებეკა,+ და იქ დავმარხე მე ლეა. 32  ის მინდორი და იქ მდებარე გამოქვაბული ხეთის ვაჟებისგან არის ნაყიდი“.+ 33  დაასრულა იაკობმა თავისი ვაჟებისთვის მითითებების მიცემა. დააწყო ფეხები ტახტზე, მოკვდა და შეუერთდა თავის ხალხს.+

სქოლიოები

ანუ მისი მფლობელი; ის, ვისიც არის.