დაბადება 5:1—32

5  ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი. იმ დღეს, როცა ღმერთმა ადამი შექმნა, თავის მსგავსებად+ შექმნა იგი.  კაცად და ქალად შექმნა ისინი.+ აკურთხა და შექმნის დღეს+ ადამიანი+ უწოდა მათ.  იცოცხლა ადამმა ას ოცდაათი წელი. შეეძინა მას ვაჟი, მისი მსგავსი და ანარეკლი, და დაარქვა მას შეთი.+  შეთის დაბადების შემდეგ ადამმა რვაასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.+  ადამის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ოცდაათ წელს, და მოკვდა იგი.+  იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შეეძინა ენოში.+  ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა რვაას შვიდი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები.  შეთის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას თორმეტ წელს, და მოკვდა იგი.  იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შეეძინა კენანი.+ 10  კენანის დაბადების შემდეგ ენოშმა რვაას თხუთმეტი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 11  ენოშის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ხუთ წელს, და მოკვდა იგი. 12  იცოცხლა კენანმა სამოცდაათი წელი და შეეძინა მაჰალალელი.+ 13  მაჰალალელის დაბადების შემდეგ კენანმა რვაას ორმოცი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 14  კენანის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას ათ წელს, და მოკვდა იგი. 15  იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა იარედი.+ 16  იარედის დაბადების შემდეგ მაჰალალელმა რვაას ოცდაათი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 17  მაჰალალელის სიცოცხლის დღეები ითვლიდა რვაას ოთხმოცდათხუთმეტ წელს, და მოკვდა იგი. 18  იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შეეძინა ენოქი.+ 19  ენოქის დაბადების შემდეგ იარედმა რვაასი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 20  იარედის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას სამოცდაორ წელს, და მოკვდა იგი. 21  იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა მეთუშალახი.+ 22  მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი კიდევ სამას წელიწადს დადიოდა ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 23  ენოქის სიცოცხლის დღეები ითვლიდა სამას სამოცდახუთ წელს. 24  დადიოდა+ ენოქი ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად;+ აღარ იყო იგი, რადგან ღმერთმა წაიყვანა.+ 25  იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და შეეძინა ლამექი.+ 26  ლამექის დაბადების შემდეგ მეთუშალახმა შვიდას ოთხმოცდაორი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 27  მეთუშალახის სიცოცხლის დღეები ითვლიდა ცხრაას სამოცდაცხრა წელს, და მოკვდა იგი. 28  იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შეეძინა ვაჟი. 29  დაარქვა ნოე*+ და თქვა: „ნუგეშისცემით შეგვიმსუბუქებს შრომასა და ტანჯვას, რადგან დასწყევლა მიწა+ იეჰოვამ“. 30  ნოეს დაბადების შემდეგ ლამექმა ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში შეეძინა ვაჟები და ასულები. 31  ლამექის სიცოცხლის დღეები ითვლიდა შვიდას სამოცდაჩვიდმეტ წელს, და მოკვდა იგი. 32  ხუთასი წელი შეუსრულდა ნოეს, და შეეძინა სემი,+ ქამი+ და იაფეთი.+

სქოლიოები

ნიშნავს დასვენებას, ნუგეშს.