დაბადება 6:1—22
6 როდესაც დედამიწაზე ადამიანები გამრავლდნენ და ასულები შეეძინათ,+
2 ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა*+ დაინახეს,+ რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ.
3 თქვა იეჰოვამ: „მუდამ არ მოუთმენს+ ჩემი სული+ ადამიანს, რადგან მხოლოდ ხორცია ის.+ ამიტომ მისი დღეები ითვლიდეს ას ოც წელიწადს“.+
4 იმ დროს და მას შემდეგაც ნეფილიმები* იყვნენ დედამიწაზე, რადგან წვებოდნენ ჭეშმარიტი ღვთის ძეები ადამიანთა ასულებთან. ისინიც უჩენდნენ ვაჟებს, რომლებიც ძლიერები და სახელგანთქმულები იყვნენ ძველ დროს.
5 დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები+ მუდამ ბოროტი იყო.+
6 დამწუხრდა იეჰოვა,+ რომ შექმნა ადამიანები დედამიწაზე და გული ეტკინა.+
7 თქვა იეჰოვამ: „აღვგვი მიწის პირიდან ადამიანებს, რომლებიც შევქმენი;+ ადამიანებსაც და შინაურ ცხოველებსაც, ქვეწარმავლებსაც და ცის ფრინველებსაც,+ რადგან ვწუხვარ, რომ შევქმენი ისინი“.+
8 ნოემ კი კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში.
9 ეს არის ნოეს ამბავი.
ნოე მართალი კაცი იყო,+ მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო, და ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა.+
10 შეეძინა ნოეს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.+
11 გაიხრწნა დედამიწა ჭეშმარიტი ღვთის თვალწინ+ და აივსო ძალადობით.+
12 დაინახა ღმერთმა, რომ გაიხრწნა დედამიწა,+ რადგან ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე.+
13 უთხრა ღმერთმა ნოეს: „ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო,+ რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას.+
14 გაიკეთე კიდობანი+ ფისიანი ხისგან. ოთახებად დაყავი და ფისით+ დაფარე კიდობანი შიგნიდანაც და გარედანაც.
15 აი, ასე გააკეთე: კიდობნის სიგრძე სამასი წყრთა*+ იყოს, სიგანე — ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლე — ოცდაათი წყრთა.
16 ცოჰარი [სახურავი ან სარკმელი] გაუკეთე კიდობანს და სახურავამდე ერთი წყრთა დატოვე, შესასვლელი გვერდზე გაუკეთე კიდობანს,+ დაყავი ქვედა, მეორე და მესამე სართულებად.
17 მოვავლენ წარღვნას+ დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი,+ რომელშიც სასიცოცხლო ძალაა*. ყველაფერი მოისპობა+ დედამიწაზე.
18 შეთანხმებას გიდებ. შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენი ვაჟების ცოლებთან ერთად.+
19 ყოველი ცოცხალი ქმნილებიდან,+ ყოველი ხორციელიდან ორ-ორი, დედალ-მამალი, შეიყვანე კიდობანში, რომ შენთან ერთად ცოცხლები გადარჩნენ.+
20 ფრინველები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით,+ ქვეწარმავლები მათი გვარისდა მიხედვით, ყოველი მათგანიდან ორ-ორი შემოვა შენთან კიდობანში, რომ ცოცხლები გადარჩნენ.+
21 აიღე ყოველგვარი საკვები, რაც კი იჭმება,+ შეაგროვე და გექნება საჭმელად შენთვისაც და მათთვისაც“.+
22 ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა.+
სქოლიოები
^ სეპტუაგინტის ზოგიერთი მანუსკრიპტის მიხედვით — ანგელოზებმა.
^ ნიშნავს წამქცევებს.
^ ერთი წყრთა უდრის 44,5 სანტიმეტრს.
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.