დაბადება 8:1—22
8 ამის შემდეგ გაიხსენა ღმერთმა+ ნოე და ყველა გარეული და შინაური ცხოველი, რომლებიც მასთან იყვნენ კიდობანში.+ მოავლინა ღმერთმა ქარი* დედამიწაზე და დაიწყო წყალმა კლება.+
2 დაიხშო ღრმა წყლის* სათავეები+ და წყლის კარიბჭეები+ ცაში და შეწყდა ზეციდან თავსხმა.
3 ნელ-ნელა იწევდა დედამიწაზე წყალი და ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს საგრძნობლად დაიკლო.+
4 მეშვიდე თვის* მეჩვიდმეტე დღეს კიდობანი+ არარატის+ მთებზე გაჩერდა.
5 მეათე თვემდე* იკლებდა წყალი და მეათე თვის პირველ დღეს მთების მწვერვალები გამოჩნდა.+
6 მეორმოცე დღის ბოლოს გააღო ნოემ კიდობნის სარკმელი,+ რომელიც მან გააკეთა,
7 და გაუშვა ყორანი;+ გაფრინდებოდა, იფრენდა და უკან ბრუნდებოდა, სანამ წყალი არ დაშრა დედამიწაზე.
8 შემდეგ მტრედი+ გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე.
9 ვერ იპოვა მტრედმა დასაჯდომი ადგილი და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ მთელი დედამიწის ზედაპირზე იყო.+ გაიწოდა მან ხელი და კიდობანში შეიყვანა.
10 შვიდ დღეს მოიცადა და კიდევ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11 მოგვიანებით, საღამო ხანს, მოფრინდა მტრედი და ნისკარტით ზეთისხილის ახალმოწყვეტილი ფოთოლი+ მოიტანა. მიხვდა ნოე, რომ დაეკლო წყალს დედამიწაზე.+
12 კიდევ შვიდ დღეს მოიცადა და გაუშვა მტრედი, რომელიც აღარ დაბრუნებულა მასთან.+
13 ექვსასმეერთე წელს,+ პირველი თვის* პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ კიდობანს სახურავი, რომ გაეხედა. უკვე გამშრალიყო მიწის პირი.+
14 მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გაშრა დედამიწა.+
15 უთხრა ღმერთმა ნოეს:
16 „გამოდით კიდობნიდან შენ, შენი ცოლი, შენი ვაჟები და მათი ცოლები.+
17 გამოიყვანე ყველა ცოცხალი ქმნილება, ყველა ხორციელი,+ ფრინველები+ და ცხოველები,+ ქვეწარმავლები*,+ რომ მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ“.+
18 მაშინ გამოვიდნენ ნოე, მისი ვაჟები,+ მისი ცოლი და ვაჟების ცოლები.
19 გამოვიდნენ კიდობნიდან ცოცხალი ქმნილებები, ქვეწარმავლები*, ფრინველები და ყველაფერი, რაც დედამიწაზე მოძრაობს, თავ-თავიანთი გვარისდა მიხედვით.+
20 აუგო ნოემ სამსხვერპლო+ იეჰოვას და წმინდა ცხოველებიდან+ და წმინდა ფრინველებიდან+ მსხვერპლი მიიტანა სამსხვერპლოზე დასაწვავ შესაწირავად.+
21 ესიამოვნა დამამშვიდებელი სურნელება+ იეჰოვას და გულში+ თქვა იეჰოვამ: „აღარასოდეს დავწყევლი მიწას+ ადამიანის გამო, რადგან სიყრმიდანვე ბოროტებისკენ ისწრაფვის+ ადამიანის გული;+ ასე აღარასოდეს გავანადგურებ+ ცოცხალ არსებებს.
22 სანამ დედამიწა იარსებებს, არ შეწყდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე“.+
სქოლიოები
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
^ იხილეთ 7:11-ის სქოლიო.
^ ეს თვე შეესაბამება აბიბის ანუ ნისანის თვეს, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ებრაელების წმინდა კალენდრის მიხედვით პირველი თვე იყო. იხილეთ დანართი 6ბ.
^ იგივე თამუზის თვე. იხილეთ დანართი 6ბ.
^ იგივე ეთანის ანუ თიშრის თვე. იხილეთ დანართი 6ბ.
^ იხილეთ 1:24-ის სქოლიო.
^ იხილეთ 1:24-ის სქოლიო.