დაბადება 9:1—29
9 აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ვაჟები და უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა.+
2 კვლავაც თქვენი შიშით ძრწოდეს დედამიწის ყველა ცოცხალი ქმნილება, ცის ყველა ფრინველი, ყველაფერი, რაც მიწაზე მოძრაობს, და ზღვის ყველა თევზი. თქვენს ხელთ არიან ისინი.+
3 საჭმელად გქონდეთ ყველა ცოცხალი ცხოველი+ და თქვენი იყოს მთელი მწვანე მცენარეულობაც,+
4 ოღონდ ხორცი მის სულთან+ — სისხლთან+ — ერთად არ ჭამოთ.+
5 თქვენს სისხლსაც* მოვიკითხავ, ყველა ცოცხალ ქმნილებას მოვკითხავ მას; ადამიანის ხელს, მისი თითოეული ძმის ხელს მოვკითხავ ადამიანის სულს.+
6 ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი,+ რადგან ღვთის ანარეკლად შეიქმნა ადამიანი.
7 თქვენ კი ინაყოფიერეთ და გამრავლდით, მოეფინეთ დედამიწას და გამრავლდით“.+
8 უთხრა ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს:
9 „გიდებთ შეთანხმებას+ თქვენ და თქვენს შთამომავლობას,+
10 ყველა ცოცხალ სულს, რაც კი თქვენთან არის: ფრინველებს, ცხოველებს, დედამიწის ყველა ცოცხალ ქმნილებას — კიდობნიდან გამოსულებს და დედამიწის ყველა ცოცხალ ქმნილებას.+
11 გიდებთ შეთანხმებას: წარღვნის წყლით აღარ მოისპობა არავითარი ხორციელი და აღარ განადგურდება+ დედამიწა წარღვნით“.
12 განაგრძო ღმერთმა: „ეს იქნება შეთანხმების ნიშანი,+ რომელსაც თქვენთან და თქვენთან მყოფ ყველა ცოცხალ სულთან ვდებ, მომავალი თაობებისთვის, მარადიულად:
13 ვაფუძნებ ჩემს ცისარტყელას+ ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული შეთანხმების ნიშანი.
14 როცა ღრუბლებს მოვავლენ დედამიწაზე, ცისარტყელა გამოჩნდება ღრუბლებში.
15 მაშინ გავიხსენებ მე და თქვენ შორის და ყველა ცოცხალ, ხორციელ სულს+ შორის დადებულ შეთანხმებას;+ წარღვნით აღარ განადგურდება ყოველი ხორციელი.+
16 გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში,+ შევხედავ მას და გავიხსენებ ღმერთსა და დედამიწის ყველა ცოცხალ, ხორციელ სულს შორის+ დადებულ მარადიულ შეთანხმებას“.+
17 გაუმეორა ღმერთმა ნოეს: „ეს არის შეთანხმების ნიშანი, რომელსაც ვდებ დედამიწის ყველა ხორციელთან“.+
18 ნოეს ვაჟებს,+ რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ, ერქვათ სემი, ქამი და იაფეთი. მოგვიანებით ქამს შეეძინა ქანაანი.+
19 ეს სამი ვაჟი ჰყავდა ნოეს. მათგან გამრავლდა დედამიწის მთელი მოსახლეობა.+
20 დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება+ და ვენახი+ გააშენა.
21 დალია ღვინო, დათვრა+ და შუა კარავში გაშიშვლდა.
22 დაინახა ქამმა,+ ქანაანის მამამ, მამის სიშიშვლე+ და თავის ორ ძმას შეატყობინა გარეთ.+
23 აიღეს სემმა და იაფეთმა მოსასხამი,+ მხრებზე მოისხეს და უკუსვლით მივიდნენ. სახეშებრუნებულებმა დაუფარეს სიშიშვლე მამას და არ დაუნახავთ მამის სიშიშვლე.+
24 ბოლოს გამოფხიზლდა ნოე და გაიგო, როგორ მოექცა უმცროსი შვილი.
25 მან თქვა:
„დაწყევლილი იყოს ქანაანი.+თავისი ძმების ყველაზე მდაბიო მონა გახდეს“.+
26 შემდეგ თქვა:„კურთხეული იყოს იეჰოვა,+ სემის ღმერთი,ქანაანი კი სემის მონა გახდეს.+
27 მისცეს ღმერთმა იაფეთს ვრცელი ადგილიდა დამკვიდრდეს იგი სემის კარვებში.+მისი მონაც გახდეს ქანაანი“.
28 წარღვნის შემდეგ ნოემ სამას ორმოცდაათი წელი იცოცხლა.+
29 ნოეს სიცოცხლის დღეები ცხრაას ორმოცდაათ წელს ითვლიდა, და მოკვდა იგი.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — თქვენი სულების სისხლს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.