დანიელი 10:1—21
10 სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის მესამე წელს სიტყვა გაუმჟღავნდა დანიელს, რომელსაც ბელტეშაცარი+ ერქვა; ეს სიტყვა ჭეშმარიტი იყო და დიდ ბრძოლას ეხებოდა.+ მან გაიგო ეს და მიხვდა ნანახს.+
2 იმ დროს მე, დანიელი, სამი სრული კვირა ვგლოვობდი.+
3 გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო არ გაჰკარებია ჩემს პირს და ზეთი არ მიცხია სამი სრული კვირის გასრულებამდე.+
4 პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, როცა დიდი მდინარის, ხიდეკელის,+ პირას ვიყავი,
5 ავიხედე და დავინახე სელის სამოსლით შემოსილი კაცი,+ რომელსაც წელი უფაზის+ ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.+
6 მისი ტანი ქრიზოლითს+ ჰგავდა, მისი სახე — ელვას,+ თვალები — ჩირაღდნებს,+ მკლავები და ფეხები — გაპრიალებულ სპილენძს,+ მისი ლაპარაკი ხალხის ხმას ჰგავდა.
7 მე, დანიელმა ვიხილე ეს ხილვა, ჩემთან მყოფ კაცებს კი არ უხილავთ ის,+ თუმცა შიშისგან აკანკალდნენ, გაიქცნენ და დაიმალნენ.
8 მე მარტო დავრჩი და დიდებული ხილვა ვიხილე. ძალა გამომეცალა, დიდება წამერთვა და ძალა აღარ შემრჩა.+
9 გავიგე მისი ლაპარაკი და მისი ლაპარაკის გაგონებაზე ღრმად ჩამეძინა+ პირქვე დამხობილს.+
10 აი, ხელი შემახო,+ შემანჯღრია და მუხლებსა და ხელისგულებზე დამაყენა
11 და მითხრა:
„დანიელ, ძვირფასო ადამიანო,+ გაიგე სიტყვები, რომლებსაც გეუბნები,+ დადექი იქ, სადაც იდექი, რადგან შენთან ვარ გამოგზავნილი“.
როცა ეს სიტყვა მითხრა, აკანკალებული წამოვდექი.
12 შემდეგ კი მითხრა: „ნუ გეშინია,+ დანიელ, რადგან იმ დღიდან, რაც გული გაგებისკენ+ და ღვთის წინაშე თავის დამდაბლებისკენ მიმართე,+ შესმენილ იქნა შენი სიტყვები, მეც შენი სიტყვების გამო წამოვედი,+
13 მაგრამ სპარსეთის+ სამეფოს მთავარი+ ოცდაერთ დღეს მეწინააღმდეგებოდა.+ და, აი, მიქაელი*,+ ერთ-ერთი პირველი მთავარი,+ მოვიდა ჩემ დასახმარებლად; მე კი იქ დავრჩი სპარსეთის მეფეებთან.+
14 ახლა მოვედი, რომ გაგაგებინო, რა დაემართება შენს ხალხს+ უკანასკნელ დღეებში,+ რადგან ეს ხილვა+ მომავალი დროისთვისაა“.+
15 როცა ის ამ სიტყვებს მეუბნებოდა, მიწას დავცქეროდი+ და ვდუმდი.
16 აი, ადამიანის მსგავსი ვიღაც შემეხო ბაგეებზე,+ გავხსენი პირი, ავლაპარაკდი+ და ვუთხარი ჩემ წინაშე მდგომს: „ჩემო ბატონო,+ ამ ხილვის გამო კრუნჩხვებში ჩავვარდი და ძალა აღარ შემრჩა.+
17 როგორ შეძლო ჩემი ბატონის მსახურმა ჩემს ბატონთან ლაპარაკი?!+ აქამდე ძალა არ მქონდა და სუნთქვა არ მყოფნიდა“.+
18 კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსი და განმამტკიცა.+
19 მან მითხრა: „ნუ გეშინია,+ ძვირფასო ადამიანო,+ მშვიდობა შენდა,+ გამაგრდი, გამაგრდი!“+ როგორც კი მან ეს მითხრა, ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი: „ილაპარაკოს ჩემმა ბატონმა,+ რადგან განმამტკიცე“.+
20 მან მითხრა:
„იცი, რისთვის მოვედი შენთან? ახლა დავბრუნდები სპარსეთის მთავართან შესაბრძოლებლად;+ მე წავალ და საბერძნეთის მთავარიც მოვა.+
21 თუმცა გეტყვი ჭეშმარიტების წიგნში ჩაწერილს.+ ამაში მხარს ისე არავინ მიჭერს, როგორც თქვენი მთავარი+ მიქაელი“.+
სქოლიოები
^ ნიშნავს: ვინ არის ღვთის მსგავსი?