დანიელი 12:1—13
12 „იმ დროს აღსდგება მიქაელი*,+ დიდი მთავარი,+ რომელიც შენი ხალხის ძეების გულისთვის+ დგას.+ ისეთი გასაჭირი დადგება, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან იმ დრომდე.+ იმ დროს გადარჩება შენი ხალხი+ — ყველა, ვინც წიგნში იქნება ჩაწერილი.+
2 მრავალი, ვინც მიწის მტვერშია მიძინებული, გაიღვიძებს,+ ერთნი — მარადიული სიცოცხლისთვის,+ მეორენი კი — შეურაცხყოფისა და მარადიული ზიზღისთვის.+
3 სივრცეში მოფენილი სინათლესავით გაანათებენ წვდომის უნარიანნი,+ მრავალი ადამიანის სიმართლემდე მიმყვანნი+ მარადიულად, სამარადისოდ გაანათებენ ვარსკვლავებივით.
4 შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და ბეჭედი დაადე წიგნს+ უკანასკნელ დრომდე.+ ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“.+
5 მე, დანიელმა ვიხილე კიდევ ორი ანგელოზი,+ ერთი მდინარის აქეთა ნაპირზე იდგა, მეორე — მდინარის იქითა ნაპირზე.+
6 ერთმა უთხრა სელით შემოსილ კაცს,+ რომელიც მდინარის წყლებზე იდგა: „რამდენი დრო დარჩა ამ საოცარი ამბების დასრულებამდე?“+
7 მოვუსმინე მდინარის წყლებზე მდგომ სელით შემოსილ კაცს, რომელმაც ზეცისკენ ასწია მარჯვენა და მარცხენა ხელი+ და დაიფიცა მარად ცოცხალი:+ „დანიშნული დრო, დანიშნული დროები* და ნახევარი.+ როგორც კი წმინდა ხალხის ძალის შემუსვრა დამთავრდება,+ დასრულდება ეს ყველაფერი“.
8 მოვისმინე, მაგრამ ვერ გავიგე+ და ვთქვი: „ჩემო ბატონო, რით დამთავრება ეს ყველაფერი?“+
9 მან მითხრა: „წადი, დანიელ, რადგან საიდუმლოა ეს სიტყვები და ბეჭედდასმულია უკანასკნელ დრომდე.+
10 მრავალი განიწმინდება,+ გათეთრდება+ და გამოიბრძმედება.+ ბოროტები ბოროტად მოიქცევიან.+ ვერც ერთი ბოროტი ვერ გაიგებს ამ სიტყვებს,+ წვდომის უნარის მქონენი კი გაიგებენ.+
11 მუდმივი მსხვერპლის+ შეწყვეტისა+ და გამაპარტახებელი სისაძაგლის+ დადგომის დროიდან ათას ორას ოთხმოცდაათი დღე გავა.
12 ბედნიერია+ ის, ვინც მოელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს!
13 შენ კი მიდი აღსასრულამდე;+ დაისვენებ,+ მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“.+