დანიელი 2:1—49

2  ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები ესიზმრა.+ სული აუფორიაქდა+ და ძილი გაუკრთა.  მეფემ ბრძანა, მოეხმოთ გრძნეული ქურუმები,+ შემლოცველები, გრძნეულები და ქალდეველები, რომ მისთვის მისივე სიზმრები მოეყოლათ.+ მოვიდნენ ისინი და წარდგნენ მეფის წინაშე.  უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი მესიზმრა, აფორიაქებული მაქვს სული და მინდა, გავიგო ეს სიზმარი“.  ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიმართეს:+ „მარადიულად იცოცხლე, მეფეო,+ მოუყევი სიზმარი შენს მსახურებს და აგიხსნით მას“.+  მიუგო მეფემ ქალდეველებს: „ვაცხადებ: თუ არ გამაგებინებთ სიზმარსა და მის ახსნას, ასო-ასო აიკუწებით+ და თქვენი სახლები საპირფარეშოებად იქცევა ხალხისთვის.+  თუ მომიყვებით სიზმარს და ამიხსნით მას, ძღვენს, საჩუქარსა და დიდებას მიიღებთ ჩემგან.+ ამიტომ, მომიყევით სიზმარი და ამიხსენით ის“.  მათ მეორედ მიუგეს: „მოუყვეს მეფე თავის მსახურებს სიზმარს და აგიხსნით მას“.  მიუგო მეფემ: „ვხედავ, რომ დროის მოგებას ცდილობთ, რადგან იცით, რაც გამოვაცხადე.  თუ არ გამაგებინებთ სიზმარს, ერთი იქნება თქვენი განაჩენი.+ თქვენ კი პირი შეკარით, რომ ტყუილი და ცრუ სიტყვები მელაპარაკოთ,+ სანამ რამე არ შეიცვლება. მომიყევით სიზმარი და დავინახავ, რომ შეგიძლიათ მისი ახსნა“. 10  ქალდეველებმა მიუგეს მეფეს: „არ არსებობს ქვეყნად კაცი, რომელსაც მეფისთვის ამის გაკეთება შეეძლოს; რადგან არც ერთ დიდ მეფესა და გამგებელს არ მოუთხოვია ასეთი რამ გრძნეული ქურუმებისგან, შემლოცველისგან ან ქალდეველისგან. 11  ძნელ რამეს მოითხოვს მეფე და არავის შეუძლია ამის მოყოლა ღმერთების გარდა,+ რომლებიც ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ“.+ 12  გაბრაზდა მეფე, ძლიერ განრისხდა+ და ბაბილონის ყველა ბრძენკაცის მოსპობა ბრძანა.+ 13  გამოვიდა ბრძანება, ცოტაც და დაიწყებოდა ბრძენკაცების ხოცვა. მოსაკლავად ეძებდნენ დანიელსაც და მის მეგობრებსაც. 14  მაშინ დანიელმა გონივრულად+ და საზრიანად მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, რომელიც ბაბილონის ბრძენკაცების დასახოცად იყო გამოსული. 15  ჰკითხა არიოქს, მეფის კარის მოხელეს: „რატომ გასცა მეფემ ასეთი სასტიკი ბრძანება?“ მაშინ გააგებინა არიოქმა დანიელს ეს ამბავი.+ 16  წავიდა დანიელი მეფესთან და სთხოვა, დრო მიეცა მეფეს სიზმრის ასახსნელად.+ 17  შემდეგ დაბრუნდა შინ დანიელი და თავის მეგობრებს — ხანანიას, მიშაელსა და აზარიას — გააგებინა ეს ამბავი, 18  რომ ზეციერი ღვთისთვის+ წყალობა ეთხოვათ+ ამ საიდუმლოს გამო,+ რათა დანიელი და მისი მეგობრები ბაბილონის სხვა ბრძენკაცებთან ერთად არ დაეხოცათ.+ 19  ამის შემდეგ გაუმჟღავნდა დანიელს საიდუმლო ღამის ხილვაში+ და აკურთხა დანიელმა+ ზეციერი ღმერთი. 20  თქვა დანიელმა: „კურთხეული იყოს ღვთის სახელი+ მარადიულად*, რადგან მისია სიბრძნე და ძლევამოსილება.+ 21  ის ცვლის დროებსა და ვადებს,+ ამხობს და აღაზევებს მეფეებს,+ ბრძენებს სიბრძნეს აძლევს და გამჭრიახებს — ცოდნას.+ 22  ის ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს,+ იცის, რა არის სიბნელეში.+ მასთან მკვიდრობს სინათლე.+ 23  შენ გმადლობ და გაქებ,+ ჩემი მამა-პაპის ღმერთო, რადგან შენ მომეცი სიბრძნე+ და ძლევამოსილება. გამიმჟღავნე ის, რასაც გთხოვდით და გაგვაგებინე მეფის ამბავი“.+ 24  წავიდა დანიელი არიოქთან,+ რომელსაც მეფემ ბაბილონის ბრძენკაცების მოსპობა დაავალა,+ მივიდა და უთხრა: „ნუ მოსპობ ბაბილონის ბრძენკაცებს. მიმიყვანე მეფესთან,+ სიზმარი რომ ავუხსნა მას“. 25  არიოქმა მაშინვე მიიყვანა დანიელი მეფესთან და უთხრა: „იუდადან გადმოსახლებულთა შორის ვიპოვე ერთი კაცი,+ რომელსაც შეუძლია მეფისთვის სიზმრის ახსნა“. 26  უთხრა მეფემ დანიელს, რომელსაც ბელტეშაცარი+ ერქვა: „მართლა შეგიძლია მომიყვე ჩემი ნანახი სიზმარი და ამიხსნა ის?“+ 27  დანიელმა მიუგო მეფეს: „ბრძენკაცებს, შემლოცველებს, გრძნეულ ქურუმებსა და ასტროლოგებს არ შეუძლიათ მეფისთვის იმ საიდუმლოს ახსნა, რომელსაც მეფე მეკითხება.+ 28  მაგრამ ზეცაში არის ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი,+ ის ამცნობს მეფე ნაბუქოდონოსორს, რა უნდა მოხდეს უკანასკნელ დღეებში.+ აი შენი სიზმარი და ხილვები, რომლებიც საწოლში იხილე: 29  მეფეო, როცა საწოლში+ იწექი, მომავალზე ფიქრები მოგეძალა; საიდუმლოთა განმცხადებელმა გამცნო ის, რაც უნდა მოხდეს.+ 30  ეს საიდუმლო იმიტომ კი არ გამიმჟღავნდა,+ რომ ყველა სხვა ცოცხალზე ბრძენი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მეფეს სიზმრის ახსნა გაეგო და გცოდნოდა შენი გულის აზრები.+ 31  აი ხედავდი, მეფეო, ერთ უზარმაზარ ქანდაკებას. ეს ქანდაკება, დიდი და უჩვეულოდ გაბრწყინებული, შენ წინაშე იდგა და საშინელი შესახედავი იყო. 32  ამ ქანდაკებას თავი ხალასი ოქროსი+ ჰქონდა, მკერდი და მკლავები — ვერცხლისა,+ მუცელი და ბარძაყები — სპილენძისა,+ 33  ფეხები — რკინისა,+ ტერფები კი — ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა.+ 34  უყურებდი, ვიდრე ქვა ხელის შეუხებლად+ არ მოწყდა ადგილიდან, ქანდაკებას არ დაეცა რკინისა და თიხის ტერფებზე და არ დაამტვრია.+ 35  მაშინ რკინა, თიხა, სპილენძი, ვერცხლი და ოქრო, ყველა ერთიანად დაიმტვრა და ზაფხულში კალოდან ატაცებულ ბზეს+ დაემსგავსა. ქარმა წაიღო ისინი, მათი კვალიც კი არ დარჩენილა.+ ის ქვა კი, რომელიც ქანდაკებას დაეცა, დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა დაფარა.+ 36  ეს არის სიზმარი და ჩვენ ავუხსნით მას მეფეს.+ 37  შენ, მეფეო, მეფეთა მეფეო, ზეციერმა ღმერთმა მოგცა სამეფო,+ ძლევამოსილება, ძალა და დიდება, 38  ხელთ მოგცა მინდვრის მხეცები+ და ცის ფრინველები, რომლებიც ბინადრობენ ყველგან, სადაც ადამიანები არიან, მან დაგაყენა მათ მმართველად, ეს ოქროს თავი შენა ხარ.+ 39  შენ შემდეგ აღდგება სამეფო,+ რომელიც შენზე ნაკლები იქნება;+ აღდგება კიდევ ერთი სამეფო, მესამე, სპილენძისა, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს.+ 40  მეოთხე სამეფო+ რკინასავით მაგარი იქნება.+ როგორც რკინა ამტვრევს და აქუცმაცებს ყველაფერს, როგორც რკინა ამსხვრევს, ისევე დაამტვრევს და დაამსხვრევს ყოველ მათგანს.+ 41  როგორც იხილე, ტერფები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა იყო და ნაწილობრივ რკინისა.+ ეს სამეფო დაყოფილი+ იქნება, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ექნება რკინის სიმაგრე, რადგან შენ ნახე, რომ სველ თიხასთან რკინა იყო შერეული.+ 42  როგორც ფეხის თითები იყო ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა, ისე ეს სამეფოც ნაწილობრივ ძლიერი იქნება და ნაწილობრივ მყიფე. 43  როგორც სველ თიხასთან შერეული რკინა იხილე, ასევე შეერევიან მისი ნაწილები ადამიანთა შთამომავლებს, მაგრამ ისინი ვერ შეეწებებიან ერთმანეთს, ერთი — მეორეს, როგორც რკინა ვერ შეერევა თიხას. 44  იმ მეფეების დროს+ ზეციერი ღმერთი+ დაამყარებს სამეფოს,+ რომელიც არასოდეს დაიქცევა.+ ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა.+ ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს,+ თავად კი მარადიულად იდგება.+ 45  როგორც იხილე, ქვა ხელის შეუხებლად მოსწყდა მთას+ და დაამტვრია რკინა, სპილენძი, თიხა, ვერცხლი და ოქრო.+ დიდებულმა ღმერთმა+ გააგებინა მეფეს, რაც მომავალში უნდა მოხდეს.+ სანდოა სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა“.+ 46  მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი და პატივი მიაგო დანიელს. ბრძანა, რომ საჩუქარი მიერთმიათ და საკმეველი ეკმიათ მისთვის.+ 47  მეფემ უთხრა დანიელს: „ნამდვილად თქვენი ღმერთია ღმერთთა ღმერთი,+ მეფეთა უფალი+ და საიდუმლოთა განმცხადებელი, რადგან შენ შეძელი საიდუმლოს გაცხადება“.+ 48  ამის შემდეგ მეფემ განადიდა დანიელი,+ მრავალი ძღვენი უბოძა და ბაბილონის ყველა სამთავროს მმართველად და ბაბილონის+ ბრძენკაცთა მთავარ გამგებლად დააყენა. 49  დანიელმა სთხოვა მეფეს და მან ბაბილონის სამთავროს გამგებლებად დააყენა შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო;+ დანიელი კი სამეფო კარზე+ იყო.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.