დანიელი 3:1—30

3  მეფე ნაბუქოდონოსორმა გააკეთა ოქროს ქანდაკება,+ სიმაღლით სამოცი წყრთა და სიგანით ექვსი წყრთა. აღმართა იგი დურას ველზე ბაბილონის სამთავროში.+  მეფე ნაბუქოდონოსორმა გაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ სატრაპები, გამგებლები,+ მმართველები, მრჩევლები, საგანძურის მცველები, მოსამართლეები, კანონმდებლები+ და ყველა სამთავროს გამგებელი მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების მიძღვნაზე.+  მაშინ შეიკრიბნენ სატრაპები,+ გამგებლები, მმართველები, მრჩევლები, საგანძურის მცველები, მოსამართლეები, კანონმდებლები და ყველა სამთავროს გამგებელი მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების მიძღვნაზე და ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ქანდაკების წინ დადგნენ.  მაცნე+ გაჰყვიროდა: „ხალხნო, ერებო, ენებო, თქვენ გეუწყებათ:+  როგორც კი გაიგებთ საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმას,+ დაემხეთ და თაყვანი ეცით მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას!  ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს,+ მაშინვე+ გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!“+  ამიტომ საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმის გაგონებისთანავე ყველა ხალხი,+ ერი და ენა ემხობოდა და ეთაყვანებოდა მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას.  ამ დროს ზოგიერთი ქალდეველი მივიდა მეფესთან და ბრალი დასდო იუდეველებს.+  მიმართეს მათ მეფე ნაბუქოდონოსორს: „მარადიულად იცოცხლე, მეფეო!+ 10  შენ თვითონ ბრძანე, მეფეო, რომ ყოველი, ვინც გაიგებდა საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმას,+ უნდა დამხობილიყო და თაყვანი ეცა ოქროს ქანდაკებისთვის; 11  ხოლო ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა მას, გავარვარებულ ღუმელში იქნებოდა ჩაგდებული.+ 12  იუდეველები, რომლებიც შენ ბაბილონის+ სამთავროს გამგებლებად დანიშნე — შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო — არაფრად გაგდებენ, მეფეო, არ ემსახურებიან შენს ღმერთებს და თაყვანს არ სცემენ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“.+ 13  მაშინ გაბრაზებულმა და განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა+ შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს+ მოყვანა ბრძანა. მიიყვანეს ეს კაცები მეფის წინაშე. 14  ნაბუქოდონოსორმა ჰკითხა მათ: „მართალია, შადრაქ, მეშაქ და აბედნეგო, რომ ჩემს ღმერთებს+ არ ემსახურებით და თაყვანს არ სცემთ ჩემ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას?+ 15  ახლა, თუ მზად ხართ, საყვირის, სტვირის, ციტრის, სამკუთხა ქნარის, სხვა სიმებიანი საკრავის, გუდასტვირისა და სხვა საკრავების ხმის გაგონებაზე,+ დაემხოთ და ჩემ მიერ გაკეთებულ ქანდაკებას თაყვანი სცეთ, ხომ კარგი; მაგრამ თუ არ სცემთ თაყვანს, მაშინვე გავარვარებულ ღუმელში ჩაგყრით. რომელი ღმერთი გიხსნით ჩემი ხელიდან?“+ 16  შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ მეფეს მიუგეს: „ნაბუქოდონოსორ, აღარაფერი გვაქვს სათქმელი.+ 17  ასეც რომ მოხდეს, ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ჩვენი ხსნა. გვიხსნის იგი გავარვარებული ღუმლიდან და შენი ხელიდან, მეფეო.+ 18  რომც არ გვიხსნას, გვინდა იცოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურებით და თაყვანს არ ვცემთ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“.+ 19  მაშინ ნაბუქოდონოსორი რისხვით აღივსო და შადრაქზე, მეშაქზე და აბედნეგოზე განრისხებულს სახე შეეცვალა. ბრძანა, ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ ღუმელი, 20  და თავისი ჯარიდან რამდენიმე უძლიერეს ვაჟკაცს უბრძანა,+ შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო და გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.+ 21  ეს კაცები, ქვედა, ზედა და სხვა სამოსლით, მოსასხამებითა და ქუდებით შემოსილნი, შეკრეს და გავარვარებულ ღუმელში ჩაყარეს. 22  ის კაცები, რომლებმაც შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო წაიყვანეს, ცეცხლის ალმა დახოცა, რადგან მეფის მკაცრი სიტყვის გამო ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული. 23  ის სამი კაცი კი, შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო, შეკრულები ჩაცვივდნენ გავარვარებული ღუმლის შუაგულში.+ 24  წამოვარდა შეშინებული მეფე ნაბუქოდონოსორი და თავის უმაღლეს მოხელეებს ჰკითხა: „სამი კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?“+ მათ მეფეს მიუგეს: „დიახ, მეფეო“. 25  მაშინ მან თქვა: „აი ოთხ კაცს ვხედავ ცეცხლის შუაგულში, თავისუფლად დადიან უვნებლები; მეოთხე გარეგნობით ღმერთების ძეს ჰგავს“.+ 26  ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის კარს მიუახლოვდა+ და დაიძახა: „შადრაქ, მეშაქ და აბედნეგო, უზენაესი ღვთის მსახურებო,+ გამოდით აქ!“ მაშინ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო გამოვიდნენ ცეცხლის შუაგულიდან. 27  დაინახეს ერთად შეკრებილმა სატრაპებმა, გამგებლებმა, მმართველებმა და მეფის უმაღლესმა მოხელეებმა,+ რომ ცეცხლს ვერაფერი ევნო მათი სხეულებისთვის+ და თავზე თმის ერთი ღერიც+ არ შეტრუსვოდათ, მოსასხამებსაც კი არაფერი მოსვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ ასდიოდა მათ. 28  თქვა ნაბუქოდონოსორმა: „კურთხეული იყოს შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს+ ღმერთი, რომელმაც თავისი ანგელოზი+ გამოგზავნა და იხსნა თავისი მსახურები, — რომლებიც მას ენდობოდნენ+ და გადავიდნენ მეფის სიტყვას და გაწირეს თავიანთი სხეულები, — რადგან თავიანთი ღვთის გარდა+ არც ერთ სხვა ღმერთს არ ემსახურებოდნენ+ და არ სცემდნენ თაყვანს.+ 29  ვბრძანებ:+ ნებისმიერი ხალხი, ერი თუ ენა, რომელიც შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწოს+ და მისი სახლი საპირფარეშოდ+ იქცეს ხალხისთვის; რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, რომელსაც მის მსგავსად შეეძლოს ხსნა“.+ 30  მას შემდეგ მეფის წყალობით შადრაქს, მეშაქს და აბედნეგოს ხელი ემართებოდათ ბაბილონის სამთავროში.+

სქოლიოები