დანიელი 4:1—37
4 «მეფე ნაბუქოდონოსორის სიტყვები მთელი დედამიწის ხალხებს, ერებსა და ენებს:+ მშვიდობა გაგიმრავლდეთ!+
2 მინდა გავაცხადო ნიშნები და საკვირველებანი, რომლებიც ჩემზე მოახდინა უზენაესმა.+
3 რაოდენ დიდებულია მისი ნიშნები და რაოდენ ძლიერია მისი საკვირველებანი!+ მისი სამეფო მარადიული სამეფოა+ და მისი მმართველობა თაობიდან თაობაშია.+
4 მე, ნაბუქოდონოსორი, უდარდელად+ ვიყავი ჩემს სახლში და განცხრომაში — ჩემს სასახლეში.+
5 სიზმარი ვნახე და შევშინდი.+ შემაშინეს წარმოსახვებმა და ხილვებმა, რომლებიც საწოლში ვიხილე.+
6 ვბრძანე, მოეყვანათ ბაბილონის ყველა ბრძენკაცი, რათა აეხსნათ ჩემთვის სიზმარი.+
7 მაშინ შემოდიოდნენ გრძნეული ქურუმები,+ შემლოცველები,+ ქალდეველები და ასტროლოგები. ვუყვებოდი მათ სიზმარს, მაგრამ ვერ მიხსნიდნენ.+
8 ბოლოს წარდგა ჩემ წინაშე დანიელი, რომელსაც ჩემი ღვთის+ სახელის პატივსაცემად ბელტეშაცარი+ ჰქვია. მასში წმინდა ღმერთების სულია.+ მასაც მოვუყევი სიზმარი:
9 ბელტეშაცარ, გრძნეულ ქურუმთა უფროსო,+ კარგად ვიცი, რომ შენში წმინდა ღმერთების სულია+ და არ არსებობს შენთვის აუხსნელი საიდუმლო.+ მითხარი ხილვები, სიზმარში რომ ვიხილე, და ამიხსენი.+
10 ჩემს საწოლში ხილვები ვიხილე.+ აი, უზარმაზარი+ ხე+ იდგა დედამიწის შუაგულში.
11 ხე გაიზარდა და გამაგრდა, სიმაღლით ცას მისწვდა და დედამიწის კიდიდანაც კი მოჩანდა.+
12 მშვენიერი იყო მისი შეფოთლილი ტოტები, უხვად ესხა ნაყოფი, ყველასთვის იყო საკვები მასზე. მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები+ აფარებდნენ თავს,+ მის ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ+ და მისით იკვებებოდა ყოველი ხორციელი.
13 კვლავ ვხედავდი ხილვებს ჩემს საწოლში და, აი, წმინდა+ გუშაგი+ ჩამოდიოდა ზეციდან.
14 მან ხმამაღლა დაიძახა: „მოჭერით ეს ხე,+ აკაფეთ მისი ტოტები, შეარხიეთ და ჩამოყარეთ მისი ფოთლები, გაფანტეთ მისი ნაყოფი! გაეცალონ მხეცები მას და ფრინველები — მის ტოტებს!+
15 მისი მთავარი ფესვი, რკინისა და სპილენძის ბორკილებდადებული, მიწაში დატოვეთ, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდეს წილი მხეცებთან ერთად.+
16 კაცის გული მხეცის გულით შეეცვალოს+ და შვიდმა დრომ+ გადაიაროს.
17 ეს არის გუშაგების+ დადგენილება და წმინდათა მოთხოვნა, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე+ და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას;+ და ადამიანთაგან ყველაზე მდაბიოს აყენებს მის მმართველად“.+
18 აი ეს სიზმარი ვნახე მე, მეფე ნაბუქოდონოსორმა. მითხარი, ბელტეშაცარ, მისი ახსნა, რადგან ჩემი სამეფოს არც ერთ ბრძენკაცს არ შეუძლია, ამიხსნას იგი.+ შენ შეგიძლია, რადგან წმინდა ღმერთების სულია შენში.+
19 მაშინ გაოგნდა დანიელი, იგივე ბელტეშაცარი,+ და საკუთარმა ფიქრებმა შეაშინა.+
მეფემ უთხრა: ბელტეშაცარ, ნუ შეგაშინებსო სიზმარი და მისი ახსნა.+
ბელტეშაცარმა მიუგო: „ჩემო ბატონო, შენს მოძულეებზე იყოს ეს სიზმარი და შენს მოწინააღმდეგეებზე მისი ახსნა.+
20 ხე, რომელიც შენ იხილე, დიდი რომ გაიზარდა და გამაგრდა, სიმაღლით ცას მისწვდა და მას მთელი დედამიწა ხედავდა,+
21 მშვენიერი რომ იყო მისი შეფოთლილი ტოტები, უხვად რომ ესხა ნაყოფი, ყველასთვის რომ იყო საკვები მასზე, მის ქვეშ მინდვრის მხეცები რომ ცხოვრობდნენ და მის ტოტებზე ცის ფრინველები ბუდობდნენ,+
22 ეს ხე შენა ხარ, მეფეო,+ რადგან გაიზარდე და გაძლიერდი, დიდი გახდა შენი სიდიადე და ცას მისწვდა,+ შენი მმართველობა კი — დედამიწის კიდეს.+
23 მეფემ იხილა წმინდა გუშაგი,+ რომელიც ზეციდან ჩამოდიოდა და რომელმაც თქვა: მოჭერით ხე და მოსპეთო. მისი მთავარი ფესვი, რკინისა და სპილენძის ბორკილებდადებული, მიწაში დატოვეთო, მინდვრის ბალახში. ცის ნამით ირწყვებოდეს და მიწის ბალახიდან ჰქონდესო წილი მხეცებთან ერთად, სანამ შვიდი დრო არ გადაივლის.+
24 აი ამის ახსნა, მეფეო. უზენაესის+ დადგენილებაა+ ის, რაც ჩემს მეფე-ბატონს უნდა შეემთხვეს:+
25 გაძევებული იქნები ადამიანებისგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ;+ ბალახს მოგცემენ, რომ ხარივით ჭამო,+ და ცის ნამით დასველდები; შვიდი დრო+ გადაივლის, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე+ და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას.+
26 რადგან ხის მთავარი ფესვის დატოვება იყო ნაბრძანები,+ უეჭველად დაგიბრუნდება შენი სამეფო, როცა გაიგებ, რომ ზეცა მმართველობს.+
27 მეფეო, მოსაწონი იყოს ჩემი რჩევა შენთვის!+ სიმართლით ჩამოიშორე შენი ცოდვები+ და ღარიბების შეწყალებით+ — უსამართლობა. იქნებ გაგიხანგრძლივდეს კეთილდღეობა“.+
28 ეს ყოველივე დაემართა მეფე ნაბუქოდონოსორს.+
29 თორმეტი მთვარისმიერი თვის შემდეგ ის ბაბილონის სამეფო სასახლის ბანზე მიმოდიოდა.
30 თქვა მეფემ:+ „ეს ის დიდი ბაბილონი არ არის, რომელიც მე თვითონ, ჩემი ძლევამოსილებით ავაშენე სამეფო სასახლედ+ და ჩემი სიდიადის განსადიდებლად?!“+
31 მეფეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ზეციდან გაისმა ხმა: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, წაგერთმევა სამეფო+
32 და გაგაძევებენ ადამიანებისგან. მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ.+ ბალახს მოგცემენ, რომ ხარივით ჭამო. შვიდი დრო გადაივლის, სანამ გაიგებ, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას“.+
33 მაშინვე+ შესრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე. გააძევეს ადამიანებისგან, ხარივით ჭამდა ბალახს, ცის ნამი უსველებდა სხეულს, სანამ თმა არ გაეზარდა და არწივის ბუმბულს არ დაემსგავსა, ფრჩხილები კი — ფრინველის კლანჭებს.+
34 იმ დღეების ბოლოს+ მე, ნაბუქოდონოსორმა, ზეცას მივაპყარი თვალი+ და დამიბრუნდა შეგნება. ვაკურთხე უზენაესი+ და ვაქე და ვადიდე მარად ცოცხალი,+ რადგან მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა და მისი სამეფო თაობიდან თაობაშია.+
35 დედამიწის ყველა მკვიდრი არარაობაა.+ ის თავისი ნებისამებრ ექცევა ზეციერ ლაშქარსა და დედამიწის მკვიდრთ.+ ვერავინ შეაკავებს მის ხელს+ და ვერავინ ეტყვის, რას აკეთებო.+
36 მაშინვე დამიბრუნდა შეგნება, ჩემი სამეფოს განსადიდებლად დამიბრუნდა სიდიადე და ბრწყინვალება.+ გულმოდგინედ დამიწყეს ძებნა ჩემმა უმაღლესმა სამეფო მოხელეებმა და დიდგვაროვნებმა, კვლავ დავუბრუნდი ჩემს სამეფოს და უჩვეულო სიდიადე შემემატა.+
37 ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, ვადიდებ და ხოტბას ვასხამ ზეციერ მეფეს,+ რადგან ჭეშმარიტია ყველა მისი საქმე, სამართლიანია მისი გზები+ და მას შეუძლია დაამდაბლოს ამაყად მავალნი».+