დანიელი 7:1—28

7  ბაბილონის მეფე ბელშაცარის+ მეფობის პირველ წელს დანიელმა სიზმარი და ხილვები იხილა თავის საწოლში.+ ჩაწერა მან სიზმარი+ და სრულად გადმოსცა ყველაფერი.  თქვა დანიელმა: «ღამე ხილვებში ვიხილე: აი, ზეცის ოთხი ქარი+ აღელვებდა დიდ ზღვას.+  ზღვიდან+ ოთხი უზარმაზარი, ერთმანეთისგან განსხვავებული+ მხეცი+ ამოდიოდა.  პირველი ლომს+ ჰგავდა და არწივის+ ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, სანამ ფრთები არ დააგლიჯეს. ის წამოაყენეს მიწიდან,+ კაცივით ორ ფეხზე დააყენეს და კაცის გული მიეცა მას.+  აი, სხვა მხეციც, მეორე მხეცი, რომელიც დათვს+ ჰგავდა. ცალმხარაწეული იდგა,+ პირში სამი ნეკნი ჰქონდა და კბილებით ეჭირა. უთხრეს მას: „ადექი და ჭამე ბევრი ხორცი!“+  გავიხედე და, აი, კიდევ სხვა მხეცი, რომელიც ჯიქს+ ჰგავდა. ზურგზე ფრინველის ოთხი ფრთა ჰქონდა. მხეცი ოთხთავიანი+ იყო; მმართველობა მიეცა მას.  ვხედავდი ღამის ხილვებში: აი, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და მეტისმეტად ძლიერი.+ მას რკინის დიდი კბილები ჰქონდა; ის ყველაფერს ნთქავდა და მუსრავდა, დარჩენილს კი ფეხით თელავდა. ის განსხვავდებოდა იმ მხეცებისგან, რომლებიც მასზე ადრე იყვნენ. მას ათი რქა ჰქონდა.+  ვაკვირდებოდი ამ რქებს და, აი, კიდევ ერთი, პატარა რქა+ ამოვიდა მათ შორის და პირველი სამი რქა ამოვარდა მის წინაშე. ამ რქას თვალები ადამიანის თვალებს მიუგავდა და მისი პირი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.+  ვიყურებოდი, სანამ ტახტები არ დაიდგა+ და ძველი დღეთა+ არ დაჯდა. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი+ იყო და მისი თმა — სუფთა მატყლივით.+ მისი ტახტი ცეცხლის ალი+ იყო და ტახტის ბორბლები — მოგიზგიზე ცეცხლი.+ 10  ცეცხლის ნაკადი მოედინებოდა მის წინ.+ ათასობით ათასი ემსახურებოდა მას+ და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე.+ დაიწყო სასამართლო+ და გადაიშალა წიგნები. 11  ისევ ვუყურებდი, რადგან მესმოდა ამპარტავნული სიტყვები, რომლებსაც რქა წარმოთქვამდა.+ ვუყურებდი, სანამ არ მოკლეს მხეცი, სანამ მისი სხეული არ გაანადგურეს და მოგიზგიზე ცეცხლს არ მისცეს.+ 12  სხვა მხეცებს+ კი მმართველობა წაერთვათ და დროითა და ვადით გაუხანგრძლივდათ სიცოცხლე.+ 13  ვხედავდი ღამის ხილვებში: აი, ცის ღრუბლებზე+ მოდიოდა ვიღაც, კაცის ძის მსგავსი.+ მას ძველ დღეთასთან+ მისვლის ნება მიეცა და ის მის წინაშე მიიყვანეს.+ 14  მას მიეცა მმართველობა,+ დიდება+ და სამეფო,+ რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს.+ მისი მმართველობა მარადიული მმართველობაა, რომელიც არ შეწყდება, და მისი სამეფო არ დაიქცევა.+ 15  მე, დანიელს, სული დამიმწუხრდა და შემაშინა ჩემმა ხილვებმა.+ 16  ახლოს მივედი ერთ-ერთ იქ მდგომთან, რომ ყოველივე ამის ზუსტი მნიშვნელობა მეკითხა.+ ამის მნიშვნელობას რომ მიხსნიდა, მითხრა: 17  „ეს ოთხი უზარმაზარი მხეცი+ ოთხი მეფეა, რომლებიც დედამიწიდან წამოდგებიან;+ 18  მაგრამ უზენაესის+ წმინდები+ მიიღებენ სამეფოს. ისინი მარადიულად დაეუფლებიან სამეფოს,+ სამარადისოდ“. 19  მსურდა, ყველაფერი გამეგო მეოთხე მხეცის შესახებ, რომელიც სხვებისგან განსხვავდებოდა, თავზარდამცემი იყო, რკინის კბილები და სპილენძის ბრჭყალები ჰქონდა, ყველაფერს ნთქავდა და მუსრავდა, დარჩენილს კი ფეხით თელავდა;+ 20  და იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა+ და იმ სხვა რქის შესახებ,+ რომელიც ამოვიდა და რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა,+ იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალები ჰქონდა, რომლის პირიც ამპარტავნულად ლაპარაკობდა+ და შესახედავად სხვებზე დიდი იყო. 21  ვხედავდი, როგორ ებრძოდა ეს რქა წმინდებს და როგორ იმარჯვებდა მათზე,+ 22  სანამ არ მოვიდა ძველი დღეთა+ და უზენაესის+ წმინდების სასარგებლოდ არ იქნა გამოტანილი განაჩენი, სანამ არ მოვიდა განსაზღვრული დრო და წმინდები არ დაეუფლნენ სამეფოს.+ 23  აი რა მითხრა მან: „მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფოა, რომელიც დედამიწაზე იქნება. ის განსხვავებული იქნება სხვა სამეფოებისგან. შთანთქავს მთელ დედამიწას, გათელავს და შემუსრავს.+ 24  ათი რქა ათი მეფეა, რომლებიც ამ სამეფოდან აღდგებიან.+ მათ შემდეგ კიდევ ერთი აღსდგება და ის პირველთაგან განსხვავებული იქნება.+ სამ მეფეს დაამდაბლებს იგი.+ 25  უზენაესის წინააღმდეგ ილაპარაკებს+ და განუწყვეტლივ შეავიწროებს უზენაესის წმინდებს.+ ის დროებისა+ და კანონის შეცვლას განიზრახავს.+ ისინი ხელში ჩაუვარდებიან მას, სანამ არ გავა დრო, დროები* და ნახევარი დრო.+ 26  შემდეგ დაიწყო სასამართლო+ და წაართვეს მას მმართველობა, რათა მოესპოთ და საბოლოოდ გაენადგურებინათ იგი.+ 27  სამეფო, მმართველობა და ცისქვეშეთის სამეფოების სიდიადე გადაეცა ხალხს, უზენაესის წმინდებს.+ მათი სამეფო მარადიული სამეფოა.+ ყველა მმართველობა მათი მსახური იქნება და მათ დაემორჩილება“.+ 28  ეს არის ამ ამბის დასასრული. მე, დანიელი, ძლიერ შემაშინა ჩემივე ფიქრებმა და სახე მეცვალა, მაგრამ გულში შევინახე ეს ყოველივე».+

სქოლიოები

არამეული სიტყვა, რომელიც დროებად არის ნათარგმნი, ნიშნავს ორ დროს.