დანიელი 8:1—27
8 მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს+ ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, პირველი ხილვის შემდეგ.+
2 ვიხილე ხილვა, იმ დროს შუშანის+ ციხე-დარბაზში ვიყავი, ელამის+ სამთავროში, და ხილვაში ულაის+ წყლის ნაკადებთან ვიდექი.
3 თვალი გავახილე და წყლის ნაკადებთან ორრქიანი ვერძი+ დავინახე. ორივე რქა გრძელი ჰქონდა, მაგრამ ერთი მეორეზე გრძელი იყო. გრძელი რქა მოგვიანებით ამოსულიყო.+
4 ვერძი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ ირქინებოდა და ვერც ერთი მხეცი ვერ ჩერდებოდა მის წინაშე; არავინ იყო მისი ხელიდან დამხსნელი.+ თვითნებურად მოქმედებდა და მედიდურობდა.
5 ვაკვირდებოდი და დავინახე, მოდიოდა ვაცი+ მზის ჩასავლიდან მთელი დედამიწის პირზე და მიწას ფეხს არ აკარებდა. ვაცს თვალებს შორის ადვილად შესამჩნევი რქა ჰქონდა.+
6 იგი პირდაპირ იმ ორრქიანი ვერძისკენ მიემართებოდა, წყლის ნაკადებთან რომ ვიხილე; გამძვინვარებული მიექანებოდა მისკენ.
7 ვიხილე, როგორ მიუახლოვდა ვერძს, გამწარებული ეძგერა მას და ორივე რქა მოსტეხა; ვერძს მასთან გამკლავების ძალა არ აღმოაჩნდა. ის მიწაზე დაანარცხა და ზედ შესდგა; ვერავინ იხსნა ვერძი მისი ხელიდან.+
8 ვაცი მეტისმეტად გამედიდურდა,+ მაგრამ როგორც კი გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა; ადვილად შესამჩნევი იყო, მის ნაცვლად როგორ ამოუვიდა ოთხი რქა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.+
9 ერთ-ერთი მათგანიდან კიდევ ერთი რქა ამოვიდა, პატარა რქა,+ რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა სამხრეთის, მზის ამოსავლისა და მშვენების* მიმართულებით.+
10 ზეცის ლაშქრამდეც კი გაიზარდა,+ დედამიწაზე ჩამოყარა ლაშქრისა და ვარსკვლავების+ ნაწილი და გათელა ისინი.+
11 თვით ლაშქართა მთავარს+ გაუმედიდურდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი,+ დაემხო მისი საწმინდრისთვის დადგენილი ადგილი.+
12 თანდათანობით გადაეცა+ ლაშქარი მუდმივ+ მსხვერპლთან ერთად ცოდვის გამო.+ ის ჭეშმარიტებას ანარცხებდა+ დედამიწაზე+ და წარმატებით მოქმედებდა.+
13 გავიგონე ერთი წმინდის+ ლაპარაკი, რომელსაც მეორე წმინდამ ჰკითხა: რამდენ ხანს გასტანსო ხილვა მუდმივი მსხვერპლის,+ გამაპარტახებელი ცოდვის,+ წმინდა ადგილისა და ლაშქრის გათელვის შესახებ?+
14 მან მითხრა: სანამ არ გავა ორი ათას სამასი საღამო და დილა; შემდეგ კი წმინდა ადგილი თავის თავდაპირველ მდგომარეობას დაუბრუნდებაო.+
15 როცა მე, დანიელი, ხილვას ვხედავდი და მის გაგებას ვცდილობდი,+ დავინახე, ჩემ წინაშე ვიღაც იდგა, ვაჟკაცის მსგავსი.+
16 გავიგონე ადამიანის ხმა შუა ულაიდან.+ მან დაიძახა: „გაბრიელ,+ აუხსენი მას ნანახი!“+
17 მოვიდა იქ, სადაც ვიდექი, და გვერდით დამიდგა. ისე შემაძრწუნა მისმა მოსვლამ, რომ პირქვე დავემხვე. მან მითხრა: „გაიგე,+ კაცის ძეო,+ რომ ეს ხილვა უკანასკნელი დროისთვისაა“.+
18 როცა მელაპარაკებოდა, ღრმად ჩამეძინა პირქვე დამხობილს.+ ის შემეხო და დამაყენა იქ, სადაც ვიდექი,+
19 მითხრა: „გაგაგებინებ, რა მოხდება შერისხვის ბოლო დროს, რადგან ეს აღსასრულისთვისაა, დანიშნული დროისთვის.+
20 ორრქიანი ვერძი, რომელიც იხილე, მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან.+
21 ბალნიანი ვაცი საბერძნეთის მეფეა;+ მისი დიდი რქა, რომელიც თვალებს შორის ჰქონდა, პირველი მეფეა.+
22 მოტეხილი რქის ნაცვლად ამოსული ოთხი რქა+ მისი ერიდან აღმდგარი ოთხი სამეფოა, რომლებსაც მისნაირი ძალა არ ექნებათ.
23 მათი სამეფოს უკანასკნელ დღეებში, როცა შემცოდველები აღასრულებენ თავისას, გამოჩნდება პირქუში მეფე, რომელიც ორაზროვან ნათქვამებს მიხვდება.+
24 გაძლიერდება, მაგრამ არა საკუთარი ძალით.+ უჩვეულოდ შეუდგება განადგურებას,+ წარმატებით იმოქმედებს. მოსპობს ძლიერებსაც და წმინდებსაც.+
25 მისი წვდომის უნარის წყალობით მზაკვრობა წარმატებას მიაღწევს მის ხელში.+ გულს გაიმედიდურებს+ და უზრუნველობის დროს+ ბევრს მოსპობს. მთავართა მთავრის+ წინააღმდეგ აღსდგება და მოისპობა, ოღონდ ხელშეუხებლად.+
26 საღამოსა და დილის შესახებ ნანახი და თქმული ჭეშმარიტია.+ შენ კი, საიდუმლოდ შეინახე ეს ხილვა, რადგან ის შორეული დროისთვისაა“.+
27 მე, დანიელს, ძალა გამომეცალა და რამდენიმე დღე ავად ვიყავი.+ შემდეგ ავდექი და მეფის სამსახურს შევუდექი;+ გაოგნებული ვიყავი ნანახით და არავინ იყო მისი გამგები.+
სქოლიოები
^ ან სილამაზის. გამოყენებულია, როგორც სახელწოდება.