დანიელი 9:1—27

9  ქალდეველთა სამეფოში+ გამეფდა დარიოსი,+ ახაშვეროშის ძე, მიდიელთა+ შთამომავალი;  მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე იმ წლების რიცხვი, რომელიც იეჰოვამ იერემია წინასწარმეტყველს გამოუცხადა+ — იერუსალიმი სამოცდაათი წელიწადი+ უნდა ყოფილიყო განადგურებული.+  პირი ვიბრუნე+ იეჰოვასკენ, ჭეშმარიტი ღვთისკენ, რათა ლოცვა-ვედრებით,+ მარხვით, ჯვალოთი და ნაცრით მეძებნა იგი.+  ლოცვით მივმართე იეჰოვას, ჩემს ღმერთს, და ვაღიარე ცოდვები:+ „იეჰოვა, ჭეშმარიტო ღმერთო, დიდებულო+ და შიშის მომგვრელო, შეთანხმების დამცველო+ და სიკეთის* შემნახველო+ შენს მოყვარულთათვის და შენი მცნებების დამცველთათვის!+  შევცოდეთ,+ ცუდად მოვიქეცით, ბოროტება ჩავიდინეთ და გეურჩეთ,+ შენს მცნებებსა და სამართალს გადავუხვიეთ.+  არ მოვუსმინეთ შენს მსახურებს, წინასწარმეტყველებს,+ რომლებიც შენი სახელით ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, მთავრებს, მამა-პაპასა და ქვეყნის მთელ ხალხს.+  იეჰოვა, შენია სიმართლე, ჩვენ კი დღეს სირცხვილით გვაქვს დაფარული სახე+ — იუდეველებს, იერუსალიმის მკვიდრებს, ყველა ისრაელს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ გაფანტე ისინი, რადგან გიორგულეს.+  იეჰოვა, სახე შერცხვენილი გვაქვს ჩვენ, ჩვენს მეფეებს, მთავრებსა და მამა-პაპას, რადგან შეგცოდეთ.+  იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ მოწყალე+ და მპატიებელი+ ხარ, ჩვენ კი გეურჩეთ.+ 10  იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, არ დავემორჩილეთ შენს ხმას, რომ გვევლო შენი კანონებით, რომლებიც შენს მსახურთა, წინასწარმეტყველთა, ხელით გადმოგვეცი.+ 11  მთელმა ისრაელმა გადააბიჯა შენს კანონს, გადაუხვია და არ დაემორჩილა შენს ხმას.+ ამიტომაც დაგვატყდა ჭეშმარიტი ღვთის მსახურ მოსეს კანონში ჩაწერილი წყევლა და ფიცი,+ რადგან შეგცოდეთ, ღმერთო. 12  შენ შეასრულე ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენი განმსჯელი მსაჯულების+ წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვები+ და დიდი უბედურება დაგვატეხე თავს. იმის მსგავსი არაფერი მომხდარა ცისქვეშეთში, რაც იერუსალიმს დაემართა.+ 13  მოსეს კანონში+ ჩაწერილი ყველა უბედურება გვეწია.+ ჩვენ კი არ მიგვიტოვებია ჩვენი დანაშაული+ და არ ჩავწვდომივართ შენს ჭეშმარიტებას,+ შენი გული რომ მოგველბო, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო. 14  ფხიზლობდი, იეჰოვა, რომ უბედურება დაგეტეხა ჩვენთვის და დაგვატეხე კიდეც,+ რადგან, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, მართალი ხარ ყველა შენს საქმეში, რასაც აკეთებ; ჩვენ არ დავემორჩილეთ შენს ხმას.+ 15  იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომელმაც ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტიდან+ და სახელი მოიხვეჭე, როგორც დღეს,+ შევცოდეთ+ და ბოროტება ჩავიდინეთ. 16  იეჰოვა, გთხოვ, მთელი შენი სიმართლისამებრ+ აარიდე შენი რისხვა და მრისხანება იერუსალიმს, შენს ქალაქს, შენს წმინდა მთას,+ რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის დანაშაულის გამო+ იერუსალიმი და შენი ხალხი გარშემომყოფთა შეურაცხსაყოფი გახდა.+ 17  ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება და შენი სახის ნათელი მოაფინე+ შენს გაპარტახებულ საწმინდარს+ შენი გულისთვის, იეჰოვა. 18  ყური მომაპყარი, ჩემო ღმერთო, და მისმინე.+ თვალი გაახილე და ნახე, რომ გაპარტახებული ვართ; შეხედე ქალაქს, რომელიც შენი სახელით იწოდება.+ გევედრებით არა ჩვენი სიმართლის საქმეების გამო,+ არამედ შენი დიდი წყალობის გამო.+ 19  ისმინე,+ იეჰოვა! გვაპატიე,+ იეჰოვა! მოგვხედე და იმოქმედე,+ იეჰოვა! ნუ დააყოვნებ+ შენი გულისთვის, ჩემო ღმერთო, რადგან შენი სახელით იწოდება შენი ქალაქი და შენი ხალხი“.+ 20  ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი, ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს ვაღიარებდი+ და ჩემი ღვთის წმინდა მთისთვის+ წყალობას ვთხოვდი იეჰოვას, ჩემს ღმერთს; 21  ჯერ კიდევ ვლოცულობდი, როცა კაცი გაბრიელი,+ რომელიც პირველ ხილვაში მყავდა ნანახი,+ მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს საღამოს საძღვნო შესაწირავის შეწირვის დროს.+ 22  შემაგონა და მითხრა: „დანიელ, მოვედი, რომ უკეთ გაიგო და ჩასწვდე ყველაფერს.+ 23  შენი ვედრების დასაწყისში სიტყვა გამოვიდა და მოვედი, რომ შენთვის შემეტყობინებინა, რადგან ძალიან ძვირფასი ხარ.+ დაუკვირდი+ ამას და მიხვდი ნანახს. 24  სამოცდაათი კვირაა დადგენილი შენი ხალხისთვის+ და შენი წმინდა ქალაქისთვის,+ რომ შეწყდეს ცოდვა და ბოლო მოეღოს მას,+ რომ გამოსყიდული იყოს დანაშაული+ და დამყარდეს მარადიული სიმართლე,+ რომ ბეჭედი დაესვას+ ხილვასა და წინასწარმეტყველს და ცხებული იქნეს წმინდათაწმინდა.+ 25  იცოდე და ჩასწვდი ამას, რომ იერუსალიმის აღსადგენად+ და ასაშენებლად ნაბრძანები სიტყვის+ შემდეგ მესიის,+ წინამძღოლის+ გამოჩენამდე შვიდი კვირა და სამოცდაორი კვირა+ გავა. იერუსალიმი დაბრუნდება და გაჭირვების დროს აშენდება თავისი მოედნითა და ღრმა თხრილით. 26  სამოცდაორი კვირის შემდეგ მესია მოიკვეთება+ და მას არაფერი დარჩება.+ ქალაქსა და წმინდა ადგილს+ მომავალი წინამძღოლის ხალხი გაანადგურებს.+ მას წარღვნა მოუღებს ბოლოს. დასასრულამდე ომი იქნება. გადაწყვეტილია გაპარტახება.+ 27  ის ბევრისთვის ძალაში დატოვებს შეთანხმებას+ ერთი კვირით,+ ნახევარ კვირაში შეწყვეტს მსხვერპლსა და საძღვნო შესაწირავს.+ სისაძაგლის ფრთებით მოვა გამაპარტახებელი.+ ვიდრე შემუსრავდეს, განადგურებულზეც შესრულდება* ის, რაც გადაწყვეტილია“.+

სქოლიოები

იხილე 1:9-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — გადმოიღვრება.