ებრაელები 1:1—14
1 ღმერთი, რომელიც დიდი ხნის წინათ მრავალჯერ+ და მრავალი სახით ელაპარაკა ჩვენს მამა-პაპას წინასწარმეტყველთა+ მეშვეობით,
2 ამ დღეების დასასრულს+ თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა,+ რომელიც ყოვლის მემკვიდრედ დააყენა+ და რომლის მეშვეობითაც შექმნა+ ქვეყნიერება*.
3 ის არის მისი დიდების+ ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს+ მას და მისი ძლიერი სიტყვის წყალობით განაგრძობს არსებობას ყოველივე.+ მას შემდეგ, რაც დაასრულა ჩვენი ცოდვების განწმენდა,+ ის სიდიადის მარჯვნივ დაჯდა+ ზეცაში.+
4 ის ანგელოზებზე უკეთესი გახდა იმდენად,+ რამდენადაც მათზე აღმატებული სახელი+ დაიმკვიდრა.
5 მაგალითად, რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ღმერთს: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“?+ ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“?+
6 მაგრამ როცა კვლავ შემოჰყავს თავისი პირმშო+ ქვეყნად, ამბობს: „დაე, ღვთის ყველა ანგელოზმა+ მდაბლად თაყვანი სცეს მას!“+
7 ანგელოზებზე ამბობს: „ის ანგელოზებს სულებად ქმნის და ხალხში წარგზავნილ თავის მსახურებს — ცეცხლის ალად“.+
8 თავის ძეზე კი ამბობს: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ+ და შენი სამეფოს+ კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+
9 შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე. ამიტომაც გცხო ღმერთმა,+ შენმა ღმერთმა, დიდი სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად“.+
10 აგრეთვე: „შენ, უფალო, თავდაპირველად დედამიწა დააფუძნე და ზეცა შენი ნახელავია.+
11 ისინი დაიღუპებიან, შენ კი სამუდამოდ უნდა დარჩე. ისინი ტანსაცმელივით+ დაძველდებიან
12 და შენ მოსასხამივით, ტანსაცმელივით დაახვევ მათ+ და შეიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არასოდეს გაილევა“.+
13 რომელი ანგელოზისთვის უთქვამს: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევ“?+
14 განა ყველანი მომსახურე სულები+ არ არიან, იმათ მოსამსახურებლად+ გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?+
სქოლიოები
^ ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.