ებრაელები 11:1—40

11  რწმენა+ იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ,+ და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა.+  მისით მიიღეს დამოწმება ძველ დროს მცხოვრებმა ადამიანებმა.+  რწმენით ვხვდებით, რომ ქვეყნიერება*+ ღვთის სიტყვით+ იქნა მოწყობილი, ესე იგი, ხილული უხილავისგან წარმოიშვა.+  რწმენით აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა+ და რწმენითვე მიიღო დამოწმება, რომ მართალი იყო; ღმერთმა დაამოწმა+ მის ძღვენზე. თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს რწმენის მეშვეობით.+  რწმენით ენოქი+ გადაყვანილ იქნა, რათა სიკვდილი არ ენახა, და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა გადაიყვანა.+ გადაყვანამდე მან დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა.+  რწმენის გარეშე+ შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს,+ რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს+ და აჯილდოებს+ თავის გულმოდგინედ მძებნელს.+  რწმენით ნოემ,+ როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული,+ ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი+ ააგო. რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას+ და სიმართლის+ მემკვიდრე გახდა რწმენის წყალობით.  რწმენით აბრაამი+ დაემორჩილა მოწოდებას, წასულიყო ადგილას, რომელიც მემკვიდრეობად უნდა მიეღო, და წავიდა, თუმცა არ იცოდა, სად მიდიოდა.+  რწმენით ის ხიზნად ცხოვრობდა დაპირებულ ქვეყანაში, ისე როგორც უცხო ქვეყანაში.+ კარვებში+ ცხოვრობდა ისაკსა+ და იაკობთან+ — იმავე დანაპირების თანამემკვიდრეებთან,+ 10  რადგან ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს,+ რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია.+ 11  რწმენით სარამ,+ თუმცა ხანგადასული იყო, ძალა მიიღო თესლის გასანაყოფიერებლად,+ რადგან ერთგულად მიაჩნდა ის, ვინც დაჰპირდა.+ 12  მაშასადამე, ერთ კაცს,+ და ისიც თითქმის მკვდარს,+ შეეძინა შვილები — ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი და ზღვის ქვიშასავით უთვალავი.+ 13  ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ+ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები,+ შორიდან ხედავდნენ+ მას, ხარობდნენ და სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში.+ 14  ისინი, ვინც ასე ლაპარაკობს, აჩვენებენ, რომ გულმოდგინედ ეძებენ თავიანთ ადგილს.+ 15  და თუ ეხსომებოდათ, საიდან გამოვიდნენ,+ ექნებოდათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა,+ 16  მაგრამ ისინი უკეთესი ადგილისკენ ისწრაფვიან, ზეციურისკენ.+ ამიტომ ღმერთს არ რცხვენია, რომ მათ ღმერთად იწოდებოდეს,+ რადგან ქალაქი+ მოუმზადა მათ. 17  რწმენით აბრაამი, როცა გამოიცადა,+ ისაკს სწირავდა. კაცი, რომელმაც სიხარულით მიიღო დანაპირები, მხოლოდშობილ ძეს სწირავდა,+ 18  თუმცა ღმერთს მისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“.+ 19  მას მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი და დაიბრუნა კიდეც სიკვდილიდან+ და ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.+ 20  რწმენით ისაკმა იაკობი+ და ესავი+ მომავლისთვის აკურთხა. 21  რწმენით სიკვდილის+ პირას მყოფმა იაკობმა იოსების ვაჟები სათითაოდ აკურთხა+ და ხელჯოხზე დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.+ 22  რწმენით იოსებმა სიკვდილის წინ ისრაელის ძეების გამოსვლა+ ახსენა და ბრძანება გასცა თავისი ძვლების შესახებ.+ 23  რწმენით მშობლები დაბადებიდან სამ თვეს მალავდნენ მოსეს,+ რადგან ხედავდნენ, რომ ბავშვი ლამაზი იყო,+ და მეფის ბრძანების+ არ ეშინოდათ. 24  რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა,+ უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,+ 25  და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა. 26  ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა+ მიაჩნდა, რადგან ჯილდოს+ ხედავდა. 27  რწმენით მან ეგვიპტე დატოვა,+ მაგრამ არა იმიტომ, რომ მეფის რისხვას შეუშინდა;+ ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია.+ 28  რწმენით მან პასექი+ და სისხლის პკურება მოაწყო,+ რათა შემმუსვრელი მათ პირმშოებს არ შეხებოდა.+ 29  რწმენით მათ წითელი ზღვა ხმელეთივით გადაკვეთეს;+ ეგვიპტელებმაც დააპირეს, მაგრამ შთაინთქნენ.+ 30  რწმენით იერიხონის გალავანი შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ დაინგრა.+ 31  რწმენით რახაბი,+ მეძავი, არ დაიღუპა ურჩებთან ერთად, რადგან მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.+ 32  კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონის,+ ბარაკის,+ სამსონის,+ იფთახის,+ დავითის,+ სამუელისა+ და სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ,+ 33  რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს,+ სიმართლეს+ იქმოდნენ, დანაპირებს იღებდნენ,+ ლომებს პირს უკრავდნენ,+ 34  ცეცხლის ძალას უძლებდნენ,+ მახვილის პირს თავს აღწევდნენ,+ უძლურები ძლიერდებოდნენ,+ ომში მამაცები ხდებოდნენ,+ უცხოელთა ჯარებს დევნიდნენ.+ 35  ქალებს თავიანთი მკვდრები აღმდგარნი უბრუნდებოდნენ.+ ზოგს აწამებდნენ, რადგან უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ. 36  სხვები კი გამოიცადნენ დაცინვითა და გაშოლტვით და უფრო მეტიც — ბორკილებითა+ და საპყრობილეებით.+ 37  მათ ქოლავდნენ,+ სცდიდნენ,+ ხერხავდნენ, მახვილით ხოცავდნენ.+ ისინი ცხვრისა და თხის ტყავებით შემოსილნი+ დადიოდნენ, რადგან გაჭირვებასა+ და შევიწროებაში+ იყვნენ და სასტიკ მოპყრობას+ იტანდნენ. 38  ქვეყნიერება არ იყო მათი ღირსი. ისინი დადიოდნენ უკაცრიელ ადგილებში, მთებში, გამოქვაბულებსა+ და დედამიწის ხევებში. 39  თუმცა თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება, არც ერთ მათგანს არ მიუღია დანაპირები,+ 40  რადგან ღმერთმა უკეთესი+ გაითვალისწინა ჩვენთვის,+ რათა ისინი+ უჩვენოდ+ არ გასრულყოფილებულიყვნენ.+

სქოლიოები

ბერძნულად ეონას, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემებს ან წყობას.