ებრაელები 12:1—29

12  მაშ, რადგან ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბელია,+ მოვიშოროთ ყველაფერი,+ რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში,+ მოთმინებით გავირბინოთ+ ჩვენ წინ მდებარე+ მანძილი+  და დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა+ და გამასრულყოფილებელს,+ იესოს. სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო+ და ბოძზე* წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.+  ამიტომ, რომ არ დაიღალოთ და არ დაკარგოთ სულის სიმხნევე,+ დაფიქრდით მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა+ მოითმინა ცოდვილთაგან, რომლებიც ამით თავიანთივე თავს აყენებდნენ ზიანს.  ამ ცოდვის წინააღმდეგ იბრძვით, მაგრამ ჯერ კიდევ სისხლამდე არ შეწინააღმდეგებიხართ მას+  და სულ დაივიწყეთ თქვენთვის, როგორც შვილებისთვის ნათქვამი შეგონება:+ „შვილო, იეჰოვასგან აღზრდას უმნიშვნელოდ ნუ ჩათვლი და გულს ნუ გაიტეხ, როცა ის შეცდომაზე მოგითითებს,+  რადგან იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც შვილად იღებს“.+  იმისთვის ითმენთ, რომ აღიზარდოთ.+ ღმერთი შვილებივით გეპყრობათ,+ რადგან ის რა შვილია, რომლის აღზრდაზეც მამა არ ზრუნავს?+  მაგრამ თუ მამა არ აღგზრდით, როგორც ყველა შვილს, უკანონო შვილები ყოფილხართ+ და არა ძეები.  ჩვენ პატივს ვცემდით ჩვენს ხორციელ მამებს, რომლებმაც აღგვზარდეს.+ ამიტომ განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას და ვიცოცხლოთ?+ 10  ისინი მცირე ხანს ზრუნავდნენ ჩვენს აღზრდაზე ისე, როგორც თვითონ მიაჩნდათ სწორად,+ ის კი ამას ჩვენ სასარგებლოდ აკეთებს, რათა მის სიწმინდეს ვეზიაროთ.+ 11  მართალია, ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად,+ მაგრამ ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს+ იმკის — სიმართლეს.+ 12  მაშ, გამართეთ ჩამოშვებული ხელები+ და დასუსტებული მუხლები+ 13  და გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი,+ რათა კოჭლმა ფეხი არ იღრძოს და განიკურნოს.+ 14  ისწრაფეთ, რომ ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა გქონდეთ+ და განიწმინდოთ,+ რის გარეშეც ვერავინ იხილავს უფალს,+ 15  და გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ წაერთვას ღვთის წყალობა,+ რომ არანაირმა შხამიანმა ფესვმა+ არ ამოიყაროს და ზიანი არ მოიტანოს და არ წაიბილწოს მისით მრავალი,+ 16  რათა არ იყოს არც მეძავი და არც ისეთი, ვინც არ აფასებს წმინდას — ესავის+ მსგავსი, რომელმაც თავისი პირმშოობა ერთ კერძზე გაცვალა.+ 17  ვინაიდან იცით, რომ მოგვიანებით, როცა კურთხევის დამკვიდრება მოისურვა,+ უარყოფილ იქნა;+ და მიუხედავად იმისა, რომ ცრემლებით ითხოვდა გადაწყვეტილების შეცვლას,+ ეს უკვე შეუძლებელი იყო.+ 18  თქვენ არ მიახლოებიხართ არც ხელშესახებს+ და ცეცხლმოკიდებულს,+ არც შავ ღრუბელს, არც წყვდიადს და არც ქარიშხალს,+ 19  არც საყვირის ხმას+ და არც სიტყვების ხმას,+ რომლის მოსმენისას ხალხი იხვეწებოდა, რომ აღარაფერი თქმულიყო მათ მიმართ.+ 20  მათთვის აუტანელი იყო ბრძანება: „თუ ცხოველი გაეკარება მთას, უნდა ჩაიქოლოს“.+ 21  ეს სანახაობა ისეთი შიშის მომგვრელი იყო, რომ მოსემ თქვა: „მეშინია და ვკანკალებ“.+ 22  თქვენ კი მიუახლოვდით სიონის მთას+ და ცოცხალი ღვთის ქალაქს+ — ზეციერ იერუსალიმს;+ მიუახლოვდით უთვალავ ანგელოზს,+ 23  ერთად შეკრებილებს,+ და ზეცაში ჩაწერილ+ პირმშოთა+ კრებას, ღმერთს — ყველას მოსამართლეს,+ და გასრულყოფილებული+ მართლების სულიერ ცხოვრებას;+ 24  მიუახლოვდით იესოს — ახალი შეთანხმების+ შუამავალს,+ და შესასხურებელ სისხლს,+ რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.+ 25  ფრთხილად იყავით, რომ არ ეურჩოთ მოლაპარაკეს,+ ვინაიდან, თუ ისინი არ გადარჩნენ, ვინც ეურჩა ღვთის გაფრთხილების მაუწყებელს დედამიწაზე,+ მით უმეტეს ჩვენ არ გადავრჩებით, თუკი ზურგს შევაქცევთ ზეციდან მოლაპარაკეს.+ 26  მაშინ მისმა ხმამ დედამიწა შეარყია,+ ახლა კი გვპირდება: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც“.+ 27  სიტყვები „კიდევ ერთხელ“ მიანიშნებს შერყეულის, როგორც შექმნილის მოშორებაზე,+ რათა დარჩეს ის, რაც შეურყეველია.+ 28  მაშ, რადგან ვხედავთ, რომ მივიღებთ სამეფოს, რომელიც არ შეირყევა,+ კვლავაც ვიქონიოთ წყალობა, რისი მეშვეობითაც შევძლებთ, ღვთისთვის მოსაწონად შევასრულოთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით,+ 29  ვინაიდან ჩვენი ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 3გ.