ებრაელები 13:1—25

13  ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ.+  ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას,+ რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ.+  გახსოვდეთ საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი,+ თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი,+ და ისინი, ვისაც სასტიკად ეპყრობიან,+ რადგან თქვენც ჯერ კიდევ სხეულში იმყოფებით.  ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი,+ რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.+  იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე+ და დასჯერდით იმას,+ რაც გაქვთ,+ რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“.+  ეს გვამხნევებს+ და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“+  გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია+ და ვინც ღვთის სიტყვას გადმოგცემთ. დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ+ რწმენაში.+  იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულად.+  ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა, უცხო სწავლება,+ რადგან კარგია, წყალობით+ განიმტკიცოთ გული და არა საჭმელებით,+ რაც არაფერს რგებს მათზე გადაყოლილებს. 10  ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, რომლიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარავში წმინდა მსახურების შემსრულებლებს.+ 11  იმ ცხოველებს, რომელთა სისხლიც წმინდა ადგილას შეაქვს მღვდელმთავარს ცოდვისთვის, ბანაკის გარეთ წვავენ.+ 12  ამიტომ იესოც კარიბჭის გარეთ+ იტანჯა, რათა საკუთარი სისხლით+ განეწმინდა ხალხი.+ 13  მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა,+ 14  რადგან აქ არა გვაქვს მუდმივი ქალაქი,+ არამედ გულმოდგინედ ვეძებთ იმ ქალაქს, რომელიც იქნება.+ 15  ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს,+ ანუ ბაგეთა ნაყოფს,+ რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს.+ 16  გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა+ და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი.+ 17  გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია+ და დაემორჩილეთ,+ რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი,+ რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის.+ 18  ილოცეთ+ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ,+ 19  მაგრამ უფრო მეტად შეგაგონებთ, ეს იმისთვის გააკეთოთ, რომ მალე დაგიბრუნდეთ.+ 20  მშვიდობის ღმერთმა,+ რომელმაც მარადიული შეთანხმების სისხლით+ მკვდრეთით აღადგინა+ ცხვრის+ დიდებული მწყემსი,+ ჩვენი უფალი იესო, 21  აღგჭურვოთ ყოველივე კარგით თავისი ნების შესასრულებლად — იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში ის გააკეთოს, რაც მოსაწონია მისთვის;+ მას დიდება მარადიულად.+ ამინ. 22  შეგაგონებთ, ძმებო, მოთმინებით მიიღოთ ეს გამხნევების სიტყვა, რადგან ბევრი არაფერი მომიწერია თქვენთვის.+ 23  იცოდეთ, რომ ძმა ტიმოთე+ გათავისუფლებულია და, თუ მალე მოვა, მასთან ერთად გინახულებთ. 24  მომიკითხეთ ყველა, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია+ თქვენ შორის, და ყველა წმინდა. მოკითხვას გითვლიან იტალიელები.+ 25  წყალობა+ ყველა თქვენგანს.

სქოლიოები