ებრაელები 3:1—19
3 ამიტომ, წმინდა ძმებო, ზეციური მოწოდების+ მოზიარენო, დაფიქრდით იესოზე, მოციქულსა+ და მღვდელმთავარზე, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ.+
2 ის მისი ერთგული+ იყო, ვინც მოციქულად და მღვდელმთავრად დააყენა, როგორც მოსე+ იყო ერთგული ღვთის მთელ სახლში.+
3 მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსად+ ჩაითვალა, როგორც მეტი პატივი აქვს სახლთან+ შედარებით მის+ ამშენებელს.
4 ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია.+
5 მოსე ერთგული იყო, როგორც მსახური+ მთელ მის სახლში იმის დასამოწმებლად, რაც მოგვიანებით უნდა თქმულიყო,+
6 ქრისტე კი ერთგული იყო, როგორც ძე,+ მის სახლზე დაყენებული. ჩვენ ღვთის სახლი ვართ,+ თუ ბოლომდე მტკიცენი ვიქნებით სიტყვაში სითამამესა და იმედით კვეხნაში.+
7 ამიტომ, როგორც წმინდა სული+ ამბობს: „დღეს თუ მის ხმას მოისმენთ,+
8 ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ+ უდაბნოში+ გამოცდის+ დღეს,
9 როცა თქვენმა მამა-პაპამ გამომცადა, მიუხედავად იმისა, რომ ორმოც წელს+ ხედავდნენ ჩემს საქმეებს.+
10 ამიტომაც შევიჯავრე ეს თაობა და ვთქვი, გულით ყოველთვის გზააბნეულნი არიან+ და არ შეუცვნიათ-მეთქი ჩემი გზები.+
11 დავიფიცე ჩემი რისხვისას, ვერ შემოვლენ-მეთქი+ ისინი ჩემს დასვენებაში“.+
12 გაფრთხილდით, ძმებო, რომ არ ჩამოშორდეთ ცოცხალ ღმერთს და რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს,+
13 არამედ ყოველდღე შეაგონებდეთ+ ერთმანეთს, სანამ შეიძლება ითქვას „დღეს“,+ რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ+ არ გააჯიუტოს.
14 ვინაიდან ქრისტეს+ მოზიარენი მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებით, თუ ბოლომდე მტკიცენი ვიქნებით იმაში, რაშიც დასაწყისში დავრწმუნდით,+
15 სანამ ითქმის: „დღეს თუ მის ხმას მოისმენთ,+ ნუ გაიჯიუტებთ გულებს, როგორც მაშინ, როცა განმარისხეთ“.+
16 ვინ იყვნენ ისინი, რომ მოისმინეს, მაგრამ მაინც განარისხეს ღმერთი?+ განა ყველანი არა, ვინც მოსემ ეგვიპტიდან გამოიყვანა?+
17 ვინ შეიჯავრა ღმერთმა ორმოც წელიწადს?+ განა ისინი არა, ვინც შესცოდეს და ვისი გვამებიც უდაბნოში დაიყარა?+
18 ვისზე დაიფიცა,+ რომ ვერ შევიდოდნენ მის დასვენებაში, თუ არა ურჩებზე?+
19 ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო ვერ შევიდნენ.+