ებრაელები 4:1—16
4 რაკი რჩება დანაპირები, რომ მის დასვენებაში შევალთ,+ გვეშინოდეს, როდისმე რომელიმე ჩვენგანი ისეთი არ აღმოჩნდეს, რომ ვერ შევიდეს.+
2 სასიხარულო ცნობა ჩვენც გვეუწყა,+ როგორც მათ,+ მაგრამ მოსმენილ სიტყვას მათთვის სარგებლობა არ მოუტანია,+ რადგან ისინი არ იყვნენ რწმენით გაერთიანებულნი+ მათთან, ვინც ყურად იღო.+
3 ჩვენ კი, ვისაც გვწამს, შევდივართ მის დასვენებაში, როგორც მან თქვა: „ჩემი რისხვისას დავიფიცე,+ ვერ შემოვლენ-მეთქი+ ისინი ჩემს დასვენებაში“,+ თუმცა მისი საქმენი დასრულებული+ იყო ქვეყნიერების შექმნიდან.+
4 ერთგან მან მეშვიდე დღის შესახებ ასე თქვა: „დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან“,+
5 და კვლავ თქვა: „ვერ შემოვლენ ისინი ჩემს დასვენებაში“.+
6 მაშ, რადგან ზოგიერთები ჯერ არ შესულან მასში — ისინი კი, ვისაც პირველად ეუწყათ სასიხარულო ცნობა,+ ურჩობის გამო ვერ შევიდნენ+ —
7 ის კვლავ ნიშნავს დღეს და დიდი ხნის შემდეგ დავითის ფსალმუნში ამბობს „დღეს“; როგორც ზემოთ იყო ნათქვამი: „დღეს, თუ მის ხმას მოისმენთ,+ ნუ გაიჯიუტებთ გულებს“.+
8 იესო ნავეს ძეს+ რომ შეეყვანა ისინი დასვენებაში,+ ღმერთი ამის შემდეგ აღარაფერს იტყოდა+ სხვა დღეზე.
9 ასე რომ, ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს.+
10 ვინც ღვთის დასვენებაში+ შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან,+ როგორც ღმერთმა თავისისგან.
11 მაშ, ყველანაირად ვეცადოთ ამ დასვენებაში შესვლას, რომ ვინმემ არ მიბაძოს მათი ურჩობის მაგალითს.+
12 ღვთის სიტყვა+ არის ცოცხალი,+ მოქმედი,+ ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი+ და აღწევს ხორცისა*+ და სულის*,+ სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს.+
13 არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან,+ არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ.+
14 რაკი ვხედავთ, რომ გვყავს დიდი მღვდელმთავარი იესო, ღვთის ძე,+ რომელმაც ზეცა+ გაიარა, დაუცხრომლად ვაღიაროთ ის,+
15 ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს+ ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო.+
16 ამიტომ სიტყვაში+ სითამამით მივუახლოვდეთ+ წყალობის ტახტს, რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის.+