ებრაელები 6:1—20
6 ამიტომ, რადგან დავტოვეთ ქრისტეს შესახებ სწავლების+ საწყისები,+ ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ+ და ხელახლა ნუღარ დავიწყებთ საფუძვლის ჩაყრას:+ მკვდარი საქმეების მონანიებას,+ ღვთისადმი რწმენას,+
2 სწავლებას სხვადასხვა ნათლობის,+ ხელების დადების,+ მკვდრეთით აღდგომისა+ და მარადიული გასამართლების შესახებ.+
3 ამას გავაკეთებთ, თუკი ღმერთი ნებას მოგვცემს.+
4 შეუძლებელია, რომ ვინც ერთხელ განათლდა,+ ვინც გემო გაუსინჯა ზეციურ უსასყიდლო ძღვენს+ და ეზიარა წმინდა სულს,+
5 ვინც გემო გაუსინჯა+ ღვთის კარგ სიტყვას და მომავლის* ძლიერებას,+
6 მაგრამ ჩამოშორდა,+ კვლავ გამოაცოცხლო მოსანანიებლად,+ რადგან ასეთები ღვთის ძეს ხელახლა აკრავენ ბოძზე და სახალხოდ არცხვენენ.+
7 მაგალითად, მიწა, რომელიც იწოვს მრავალჯერ მოსულ წვიმას და აღმოაცენებს გამოსადეგ მცენარეულობას მათთვის, ვისთვისაც მუშავდება,+ კურთხევას იღებს ღვთისგან.
8 მაგრამ, ეკალსა და ნარს თუ აღმოაცენებს, უვარგისია, ახლოა დაწყევლასთან+ და მისი ბოლო დაწვაა.+
9 თუმცა ასე ვლაპარაკობთ, საყვარელნო, დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ ეს არ დაგემართებათ და მიაღწევთ ხსნას,
10 ვინაიდან ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ,+ რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს.+
11 მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი ამავე მონდომებას იჩენდეს, რათა აღსასრულამდე+ სრულად იყოს დარწმუნებული+ იმედში,+
12 რომ არ გაზარმაცდეთ,+ არამედ მიბაძოთ მათ,+ რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს.+
13 როცა ღმერთმა პირობა მისცა აბრაამს,+ საკუთარი თავი დაიფიცა, რადგან თავისზე დიდს ვერავის დაიფიცებდა,+
14 და თქვა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ და გამრავლებით გაგამრავლებ“.+
15 აბრაამმაც მოთმინება გამოავლინა და მიიღო დანაპირები.+
16 ადამიანები თავიანთზე დიდს იფიცებენ+ და მათი ფიცი, როგორც თავდები, ყოველგვარი დავის დასასრულია.+
17 მსგავსად ამისა, როცა ღმერთმა განიზრახა, უფრო ნათლად ეჩვენებინა დანაპირების მემკვიდრეთათვის+ თავისი განზრახვის უცვლელობა,+ დაიფიცა კიდეც,
18 რათა ორი უცვლელი რამით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს,+ ჩვენ, თავშესაფარში გაქცეულები, დიდად გავმხნევდეთ, რომ ჩავეჭიდოთ ჩვენ წინ მდებარე იმედს.+
19 ეს სანდო+ და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის და შედის ფარდის მიღმა,+
20 სადაც ჩვენი გულისთვის შევიდა წინამორბედი,+ იესო, რომელიც მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მომავალი სისტემის. ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.