ებრაელები 7:1—28
7 ეს მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი,+ რომელიც მეფეების დამარცხების შემდეგ დაბრუნებულ აბრაამს შეეგება და აკურთხა იგი+
2 და რომელსაც აბრაამმა ყველაფრის მეათედი უწილადა,+ უპირველეს ყოვლისა, როგორც თარგმანი მიუთითებს, „სიმართლის მეფეა“ და ასევე — სალემის მეფე,+ ანუ „მშვიდობის მეფე“.
3 უმამო, უდედო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაწყისი+ აქვს და არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის+ მსგავსი გახდა და მარადიულად მღვდლად რჩება.+
4 შეხედეთ, რა დიდებული კაცი ყოფილა, რადგან მამამთავარმა აბრაამმა საუკეთესო ნადავლის მეათედი მისცა.+
5 ლევის ძეებისთვის,+ რომლებსაც მღვდელმსახურება ეკისრებათ, კანონში მოცემულია მცნება, რომ მეათედი მიიღონ+ ხალხისგან,+ ესე იგი, თავიანთი ძმებისგან, თუმცა ისინიც აბრაამის საზარდულიდან გამოვიდნენ.+
6 მაგრამ კაცმა, რომელიც მათი გვარიდან არ იყო,+ აბრაამისგან მეათედი+ აიღო და აკურთხა დანაპირების მქონე.+
7 უდავოდ, მცირე იკურთხება დიდის მიერ.+
8 ერთ შემთხვევაში მოკვდავი ადამიანები იღებენ მეათედს,+ მეორე შემთხვევაში კი — ის, ვისზეც მოწმობენ, რომ ცოცხალია.+
9 შეიძლება ითქვას, რომ აბრაამის მეშვეობით თვით ლევიმაც, რომელიც მეათედს იღებს, გადაიხადა მეათედი,
10 რადგან ის ჯერ კიდევ თავისი წინაპრის საზარდულში+ იყო, როცა მელქისედეკი შეეგება.+
11 სრულყოფილება+ რომ ლევიანთა სამღვდელოების+ მეშვეობით მიიღწეოდეს (სამღვდელოება ხალხისთვის მიცემული კანონით იყო გათვალისწინებული),+ რაღა საჭირო იქნებოდა+ სხვა მღვდლის გამოჩენა, რომელზეც ითქვა, რომ მელქისედეკის+ წესით იქნებოდა და არა აარონის წესით?
12 ამიტომ სამღვდელოების შეცვლასთან+ ერთად აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც.+
13 კაცი, რომელზეც ლაპარაკია, სხვა ტომიდან არის,+ რომლიდანაც არავის უმსახურია სამსხვერპლოსთან.+
14 სრულიად ნათელია, რომ ჩვენი უფალი გაჩნდა იუდას ტომიდან,+ რომლის მღვდლობაზეც მოსეს არაფერი უთქვამს.
15 კიდევ უფრო ნათელია, რომ ჩნდება მელქისედეკის+ მსგავსად სხვა მღვდელი,+
16 რომელიც ხორციელი მცნებებისგან შემდგარი კანონთა კრებულის საფუძველზე კი არ გახდა მღვდელი,+ არამედ მოუსპობელი სიცოცხლის ძალის საფუძველზე,+
17 რადგან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“.+
18 ამიტომ გაუქმებულია წინამორბედი მცნება თავისი სისუსტისა+ და უსარგებლობის გამო,+
19 რადგან კანონს არაფერი გაუსრულყოფილებია.+ გასრულყოფილება მოხდა დამატებით მიცემული უკეთესი იმედის+ მეშვეობით, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს.+
20 იმის გამო, რომ ეს ფიცის გარეშე არ მომხდარა
21 (რადგან არსებობენ ისეთები, რომლებიც ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ეს კი იმის ფიცით გახდა, ვინც მის შესახებ თქვა: «იეჰოვამ დაიფიცა+ (და არ ინანებს), „შენა ხარ მღვდელი მარადიულად“»),+
22 იესო უკეთესი შეთანხმების თავდები გახდა.+
23 გარდა ამისა, მრავალს მოუწია მღვდლად გახდომა იმის გამო, რომ წინამორბედებს+ სიკვდილმა+ წაართვა მღვდლობა,
24 მისი მღვდლობა კი უცვლელია, რადგან ის მარადიულად+ ცოცხლობს.
25 ამიტომ მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ.+
26 ასეთიც უნდა იყოს ჩვენი მღვდელმთავარი:+ ერთგული,+ უდანაშაულო,+ წაუბილწველი,+ ცოდვილებს ჩამოშორებული+ და ცათა ზემოთ ამაღლებული.+
27 მას არ სჭირდება იმ მღვდელმთავრების მსგავსად ყოველდღიურად+ ჯერ თავისი ცოდვებისთვის+ შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის+ (რადგან ეს მან ერთხელ გააკეთა,+ სამუდამოდ, როცა საკუთარი თავი შესწირა);+
28 ვინაიდან კანონი სისუსტეების+ მქონე ადამიანებს ნიშნავს მღვდელმთავრებად,+ ხოლო კანონის შემდეგ მოსული ფიცის სიტყვა+ ნიშნავს ძეს, მარადიულად გასრულყოფილებულს.+