ეზეკიელი 1:1—28
1 ოცდამეათე წელს, მეოთხე თვეს, თვის მეხუთე დღეს, როცა გადასახლებულ+ ხალხს შორის ვიყავი მდინარე ქებართან,+ გაიხსნა ცა+ და ვიხილე ღვთიური ხილვები.+
2 თვის მეხუთე დღეს, მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან მეხუთე წელს,
3 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა+ ეზეკიელს,+ მღვდელ ბუზის ძეს, ქალდეველთა+ მიწაზე, მდინარე ქებართან. და იეჰოვას ხელი იყო იქ მასზე.+
4 ვიხილე: აი, ძლიერი ქარიშხალი+ მოდიოდა ჩრდილოეთიდან, სქელი ღრუბლები+ და მოგიზგიზე ცეცხლი;+ მის* გარშემო სინათლე იყო, მისი* შუაგულიდან კი ოქროსა და ვერცხლის შენადნობის მსგავსი რაღაც მოჩანდა.+
5 მის შუაგულში ცოცხალი ქმნილების მსგავსი ოთხი არსება იყო,+ და აი როგორ გამოიყურებოდნენ ისინი: ადამიანს ჰგავდნენ,
6 თითოეულს ოთხ-ოთხი სახე+ და ოთხ-ოთხი ფრთა+ ჰქონდა.
7 ფეხები სწორი ჰქონდათ, ტერფები ხბოს ჩლიქებს+ მიუგავდათ; გაპრიალებული სპილენძივით+ უბზინავდათ ისინი.
8 ფრთებქვეშ, ოთხივე მხარეს ადამიანის ხელები ჰქონდათ,+ ოთხივეს ჰქონდა სახეები და ფრთები.+
9 მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდა. სვლისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული პირდაპირ მიდიოდა.+
10 აი როგორი იყო მათი სახეები: ოთხივეს ჰქონდა ადამიანის+ სახე, მარჯვნივ+ — ლომის+ სახე, მარცხნივ+ ხარის+ სახე ჰქონდა ოთხივეს და ოთხივეს ჰქონდა არწივის სახე.+
11 ასეთი იყო მათი სახეები. ფრთები+ მაღლა აეშალათ. თითოეულს ორი ფრთა ჰქონდა, რომლებითაც ერთმანეთს ეხებოდნენ, სხვა ორი ფრთა კი სხეულს ფარავდა.+
12 თითოეული პირდაპირ მიდიოდა.+ საითკენაც სული აღძრავდა, იქით მიდიოდნენ.+ სვლისას არ ტრიალდებოდნენ.+
13 ცოცხალი ქმნილების მსგავსი არსებები გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხალს+ ჰგავდნენ. ცოცხალ ქმნილებებს შორის ჩირაღდნების+ მსგავსი რაღაცეები მოძრაობდნენ წინ და უკან, კაშკაშა იყო მათი ცეცხლი და ცეცხლიდან ელვა გამოდიოდა.+
14 ელვას ჰგავდნენ ცოცხალი არსებები, როცა მიმოდიოდნენ.+
15 როცა ცოცხალ არსებებს შევყურებდი, დავინახე, რომ მიწაზე ცოცხალი არსებების+ გვერდით იყო თითო ბორბალი, თითოეულის ოთხივე სახესთან.+
16 ბორბლები+ თავიდან ბოლომდე კაშკაშებდა ქრიზოლითივით+; ოთხივე ერთმანეთს ჰგავდა. ბორბლის აგებულება ისეთი იყო, თითქოს ბორბალი ბორბალში+ ზისო.
17 სვლისას ისინი ოთხივე მხარეს მოძრაობდნენ,+ მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.+
18 მათი სალტეები შიშის მომგვრელი სიმაღლისა იყო; ოთხივეს სალტეები ირგვლივ თვალებით იყო სავსე.+
19 როცა ცოცხალი არსებები მიდიოდნენ, ბორბლებიც გვერდით მიჰყვებოდნენ, როცა ცოცხალი არსებები მიწიდან აიწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ.+
20 საითკენაც სული აღძრავდა, იქით მიდიოდნენ, რადგან სული აღძრავდა მათ; ბორბლებიც იწეოდნენ მათ გვერდით, რადგან ცოცხალი არსებების სული იყო ბორბლებში.
21 როცა ისინი მიდიოდნენ, ესენიც თან მიჰყვებოდნენ; როცა ისინი ჩერდებოდნენ, ესენიც ჩერდებოდნენ; როცა ისინი მიწიდან იწეოდნენ, ბორბლებიც იწეოდნენ მათ გვერდით, რადგან ცოცხალი არსებების სული იყო ბორბლებში.+
22 ცოცხალი არსებების თავზემოთ სივრცის+ მსგავსი რაღაც იყო, რაც მოწიწების მომგვრელი ყინულის ელვარებას ჰგავდა; ის მათ თავზემოთ იყო გადაჭიმული.+
23 სივრცის ქვეშ მათი ფრთები ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო გასწორებული. თითოეულს ჰქონდა ორი ფრთა, ერთ მხარეს რომ ფარავდა, და კიდევ ორი, სხეულის მეორე მხარეს რომ ფარავდა.
24 როცა მიდიოდნენ, გავიგონე მათი ფრთების ხმა, რომელიც ჰგავდა დიდი წყლების ხმას,+ ყოვლისშემძლის ხმას, გრგვინვის ხმასა+ და ბანაკის ხმას.+ როცა ჩერდებოდნენ, ფრთებს დაბლა უშვებდნენ.
25 ხმა გაისმა სივრცის ზემოდან, რომელიც მათ თავზემოთ იყო (როცა ისინი ჩერდებოდნენ, ფრთებს დაბლა უშვებდნენ).
26 სივრცის ზემოთ, მათ თავზემოთ რომ იყო, საფირონის ქვის+ მსგავსი ტახტისმაგვარი+ რამ იყო. ამ ტახტისმაგვარზე იჯდა ვიღაც, ადამიანის მსგავსი.+
27 დავინახე რაღაც, რაც ჰგავდა ოქროსა და ვერცხლის შენადნობის ბზინვარებას+ და რაც გარემოცული იყო შიგნიდან გამოსული რაღაც ცეცხლისმაგვარით,+ იქიდან, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და მათ ზემოთ ცეცხლისმაგვარი რამ გამოდიოდა; დავინახე, რომ ცეცხლისმაგვარი რამ იყო იქ, რაც მის თეძოებს ჰგავდა, და იმის ქვემოთ, და სინათლე იყო მის ირგვლივ.
28 სიკაშკაშე, რომელიც მის გარშემო იყო, ჰგავდა ცისარტყელას,+ ღრუბლებში წვიმიან დღეს გაჩენილს. ეს იეჰოვას დიდების მსგავსი რამ იყო.+ როცა ეს ვიხილე, პირქვე დავემხვე+ და გავიგონე მოლაპარაკის ხმა.