ეზეკიელი 11:1—25
11 სულმა+ ამიტაცა+ და მიმიყვანა იეჰოვას სახლის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და, აი, კარიბჭის შესასვლელთან ოცდახუთი კაცი+ დავინახე, მათ შორის იააზანია, აზურის ვაჟი, და ფელატია, ბენაიას ვაჟი, ხალხის მთავრები.+
2 მაშინ ღმერთმა მითხრა: „კაცის ძეო, ესენი არიან კაცები, რომლებიც სიავეს იზრახავენ და ცუდ რჩევას იძლევიან ამ ქალაქის საუბედუროდ,+
3 ამბობენ: განა ახლოს არ არისო სახლების შენების დრო?+ ის ფართოპირიანი ქვაბია,+ ჩვენ კი — ხორციო.
4 ამიტომ, იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, კაცის ძეო“.+
5 მაშინ იეჰოვას სული* გადმოვიდა ჩემზე+ და მითხრა ღმერთმა: «თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა:+ „მართალს ამბობ, ისრაელის სახლო, ვიცი, რაც მოგდის აზრად.+
6 თქვენ გაამრავლეთ დახოცილები ქალაქში, დახოცილებით აავსეთ მისი ქუჩები“».+
7 „ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაყარეთ, სწორედ ისინი არიან ხორცი,+ თავად ის ფართოპირიანი ქვაბია,+ თქვენ კი გაგიყვანენ იქიდან“.+
8 „მახვილის გეშინიათ+ და სწორედ მახვილს მოვაწევ თქვენზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ —
9 გამოგიყვანთ იქიდან, ჩაგაგდებთ უცხოთა ხელში+ და აღვასრულებ თქვენზე განაჩენს.+
10 მახვილით დაეცემით;+ ისრაელის საზღვარზე+ გაგასამართლებთ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
11 არ იქნება ის თქვენთვის ფართოპირიანი ქვაბი+ და არც თქვენ იქნებით ხორცი მასში. ისრაელის საზღვარზე გაგასამართლებთ
12 და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, რადგან არ დადიოდით ჩემი წესებისამებრ და არ ასრულებდით ჩემს სამართალს,+ არამედ თქვენი მეზობელი ხალხების სამართალს ასრულებდით“.+
13 როგორც კი დავასრულე წინასწარმეტყველება, მოკვდა ფელატია, ბენაიას ვაჟი.+ პირქვე დავემხვე და ხმამაღლა შევღაღადე:+ „ვაიმე, უზენაესო უფალო იეჰოვა!+ ნუთუ მთლიანად შემუსრავ ისრაელიდან დარჩენილებს?!“+
14 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
15 «კაცის ძეო, იერუსალიმის მკვიდრნი ეუბნებიან შენს ძმებს,+ შენს ძმებს, შენი გამოსყიდვის უფლებით დაინტერესებულებს, და ისრაელის მთელ სახლს: ჩამოშორდითო იეჰოვას, ჩვენ გვეკუთვნისო ეს მიწა, ჩვენ მოგვეცაო ის სამკვიდროდ.+
16 ამიტომ თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „თუმცა შორს წავიყვანე ისინი ხალხებში და გავფანტე სხვა ქვეყნებში,+ ცოტა ხნით მაინც ვიქცევი მათთვის საწმინდრად იმ ქვეყნებში, სადაც მივიდნენ“.+
17 ამიტომ თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შეგკრებთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაფანტული ხართ, და მოგცემთ ისრაელის მიწას.+
18 მივლენ ისინი იქ და მოაშორებენ იქიდან ყველა სიბილწესა და სისაძაგლეს.+
19 მივცემ მათ ერთ გულს+ და ახალ სულს ჩავუდგამ;+ ქვის გულს მოვაშორებ სხეულიდან+ და ხორცის გულს ჩავუდებ,+
20 რათა იარონ ჩემი წესებით, დაიცვან ჩემი სამართალი და შეასრულონ ისინი,+ რომ იყვნენ ჩემი ხალხი+ და მეც ვიყო მათი ღმერთი“.+
21 „მათ თავზე კი, რომელთა გულიც თავიანთ სიბილწეებსა და სისაძაგლეებს მისდევს,+ მოვაწევ მათივე გზას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».+
22 ასწიეს ფრთები ქერუბიმებმა,+ ბორბლებიც მათ ახლოს იყვნენ.+ ისრაელის ღვთის დიდება+ იყო მათზე, მათ ზემოთ.+
23 ასცილდა იეჰოვას დიდება+ ქალაქს და დადგა მთის თავზე+ ქალაქის აღმოსავლეთით.+
24 ამიტაცა+ სულმა+ და ღვთის სულით ნაჩვენებ ხილვაში ქალდეაში გადასახლებულ ხალხთან+ გადამიყვანა. ამცილდა ხილვა, რომელიც ვიხილე.
25 ვუამბე გადასახლებულ ხალხს ყველაფერი, რაც იეჰოვამ მიჩვენა.+
სქოლიოები
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.