ეზეკიელი 12:1—28

12  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  „კაცის ძეო, ურჩ სახლში+ ცხოვრობ. თვალები აქვთ, რომ დაინახონ, მაგრამ ვერ ხედავენ,+ ყურები აქვთ, რომ მოისმინონ, მაგრამ არ ესმით,+ რადგან ურჩია ეს სახლი.+  შენ კი, კაცის ძეო, გაიმზადე ბარგი გადასახლებისთვის და დღისით წადი გადასახლებაში მათ თვალწინ. წადი მათ თვალწინ გადასახლებაში, შენი ადგილიდან სხვა ადგილზე. იქნებ დაინახონ, თუმცა ურჩია ეს სახლი.+  გამოიტანე დღისით შენი ბარგი, გადასახლებისთვის გამზადებული ბარგის მსგავსი, მათ თვალწინ, და საღამოს გახვალ გადასახლებაში წაყვანილივით მათ თვალწინ.+  მათ თვალწინ გამოთხარე კედელი და იქიდან გაიტანე შენი ბარგი.+  მათ თვალწინ მხარით ატარებ მას; სიბნელეში გაიტან. სახეს დაიფარავ, რომ მიწას ვერ ხედავდე, რადგან ნიშნად+ გაქციე ისრაელის სახლისთვის“.+  მეც ისე მოვიქეცი, როგორც ნაბრძანები მქონდა.+ დღისით გამოვიტანე ჩემი ბარგი, გადასახლებისთვის გამზადებული ბარგის მსგავსი, და საღამოს ჩემი ხელით გამოვთხარე კედელი, სიბნელეში გავიტანე ბარგი და მხარით ვატარე ის მათ თვალწინ.  დილით კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, არ გითხრა ისრაელის სახლმა, ურჩმა სახლმა,+ რას აკეთებო? 10  უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი ცნობა თავკაცისთვის+ — განაჩენია გამოტანილი იერუსალიმისა და იქ მყოფი მთელი ისრაელის სახლისთვის“. 11  უთხარი: „ნიშანი+ ვარ თქვენთვის. რაც მე გავაკეთე, იმავეს გაუკეთებენ მათ. გადასახლებაში წავლენ, ტყვეობაში.+ 12  მათ შორის მყოფი თავკაცი მხარით ატარებს ბარგს სიბნელეში და გავა. კედელს გამოთხრიან, რათა იქიდან გაიტანონ ბარგი.+ სახეს დაიფარავს, რომ არ იხილოს მიწა საკუთარი თვალით“. 13  გავშლი თავკაცზე ჩემს ბადეს,+ გაებმება ის ჩემს სანადირო ბადეში და წავიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა მიწაზე,+ მაგრამ ის ვერ დაინახავს მას და იქ მოკვდება.+ 14  ყველა მის გარშემო მყოფს, მის დამხმარეს, და ყველა მის სამხედრო რაზმს გავფანტავ ქარის ყველა მიმართულებით+ და მახვილს დავადევნებ.+ 15  გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა გავფანტავ მათ ხალხებში და მიმოვფანტავ ქვეყნებში.+ 16  დავტოვებ რამდენიმე კაცს, ვინც მახვილს,+ შიმშილსა და ჭირს გადაურჩება, რათა მთელ თავიანთ სისაძაგლეზე+ მოუთხრონ ხალხებს, რომლებთანაც მივლენ;+ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა». 17  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 18  «კაცის ძეო, კანკალით ჭამე შენი პური, შფოთითა და წუხილით სვი შენი წყალი.+ 19  უთხარი იმ მიწის ხალხს, აი რას ეუბნება-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ისრაელის მიწაზე მცხოვრებ იერუსალიმის მკვიდრთ:+ „წუხილით შეჭამენ თავიანთ პურს და თავზარდაცემულნი დალევენ თავიანთ წყალს, რათა დაცარიელდეს მიწა+ მასზე მცხოვრებთა ძალადობის გამო.+ 20  განადგურდება დასახლებული ქალაქები+ და გაპარტახდება მიწა;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+ 21  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 22  «კაცის ძეო, ეს რა გამონათქვამი გაქვთ ისრაელის მიწაზე,+ დრო გადის+ და ყველა ხილვა ქარწყლდებაო?!+ 23  ამიტომ, უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „გავაუქმებ ამ გამონათქვამს და აღარ მოიყვანენ მას ანდაზად ისრაელში“.+ უთხარი მათ, ახლოვდება დრო+ და ყველა ხილვა აღსრულდება-თქო. 24  აღარ იქნება ისრაელის სახლში ფუჭი ხილვა+ და პირფერული მკითხაობა.+ 25  „მე, იეჰოვა, ვიტყვი იმ სიტყვას, რომელსაც ვიტყვი, და შესრულდება ის,+ აღარ გადაიდება,+ რადგან თქვენს დროს+ ვიტყვი სიტყვას, ურჩო სახლო, და შევასრულებ მას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“». 26  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 27  «კაცის ძეო, ასე ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელსაც ის ხედავს, შორეული დღეებისთვის არისო და შორეულ დროზე წინასწარმეტყველებსო ის.+ 28  ამიტომ უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემი სიტყვებიდან არც ერთი აღარ გადაიდება;+ რასაც ვიტყვი, შესრულდება“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».+

სქოლიოები