ეზეკიელი 13:1—23
13 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
2 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველებზე,+ რომლებიც წინასწარმეტყველებენ, და უთხარი მათ, ვინც იმას წინასწარმეტყველებენ, რაც გულში აქვთ,+ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა,+
3 აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი სულელ+ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თავიანთ სულს მიჰყვებიან,+ მაშინ, როცა არაფერი უხილავთ!+
4 ისრაელო, შენი წინასწარმეტყველები გაპარტახებულ ადგილებში მყოფ მელიებს დაემსგავსნენ.+
5 ვერ ჩადგებით კედლის შენანგრევებში+ და ვერც ქვის გალავანს+ აუშენებთ ისრაელის სახლს, მტკიცედ რომ იდგეთ ბრძოლისას იეჰოვას დღეს“.+
6 „ფუჭ ხილვას ხედავენ და ცრუდ მკითხაობენ+ ისინი, ვინც ამბობენ, ასე ამბობსო იეჰოვა, მაშინ, როცა იეჰოვას არ გაუგზავნია ისინი, და ელოდებიან სიტყვის შესრულებას.+
7 განა ფუჭ ხილვას არ ხედავთ და ცრუდ არ მკითხაობთ, როცა ამბობთ, ასე ამბობსო იეჰოვა, მაშინ, როცა მე არაფერი მითქვამს?!“+
8 „ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: რაკი ტყუილს ამბობთ და ცრუ ხილვას ხედავთ, თქვენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
9 მომართული მაქვს ხელი წინასწარმეტყველთა წინააღმდეგ, რომლებიც ფუჭ ხილვას ხედავენ და ცრუდ მკითხაობენ.+ აღარ იქნებიან ისინი ჩემი ხალხის სამეგობროში,+ არ აღირიცხებიან ისრაელის სახლში+ და ვერ მივლენ ისრაელის მიწაზე;+ გაიგებთ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა,+
10 რადგან გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს და ეუბნებიან, მშვიდობააო, როცა არ არის მშვიდობა;+ დგამენ ტიხარს, მაგრამ ამაოდ+ ლესავენ მას ბათქაშით“.+
11 უთხარი მათ, ვინც ბათქაშით ლესავს, რომ ჩამოინგრევა ის. წამლეკავი თავსხმა მოვა და, თქვენ, სეტყვის მარცვლებო, ჩამოცვივდებით, და ქარიშხალი დახეთქს კედელს.+
12 აი, ჩამოინგრევა კედელი. განა არ გეტყვიან, სად არისო ბათქაში, რომლითაც გალესეთ?!+
13 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემი მრისხანებით ამოვარდება ქარიშხალი, ჩემი რისხვით მოვარდება წამლეკავი თავსხმა და მრისხანებით წამოვა შემმუსვრელი სეტყვა.+
14 დავანგრევ კედელს, რომელსაც ბათქაშით ლესავთ, და მიწასთან გავასწორებ, გამოჩნდება მისი საძირკველი.+ დაეცემა ის და თქვენც ბოლო მოგეღებათ იქ; გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
15 „გადმოვცლი ჩემს რისხვას ამ კედელზე და მათზე, ვინც ბათქაშით ლესავს მას, და გეტყვით: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი მლესავები,+
16 ისრაელის წინასწარმეტყველები, რომლებიც უწინასწარმეტყველებენ იერუსალიმს და ხილვაში მშვიდობას ხედავენ+ მისთვის, როცა არ არის მშვიდობა“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+
17 შენ კი, კაცის ძეო, პირი იბრუნე+ შენი ხალხის ასულებისკენ, რომლებიც იმას წინასწარმეტყველებენ,+ რაც გულში აქვთ,+ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ.
18 თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი ქალებს, რომლებიც სულების მოსანადირებლად+ ერთმანეთზე აკერებენ ზონრებს ყველა იდაყვისთვის და აკეთებენ ყველა ზომის* რიდეს! ჩემი ერის სულებზე ნადირობთ, ქალებო, და გგონიათ, თქვენს სულებს ცოცხლად შეინარჩუნებთ?!
19 როგორ ბედავთ ჩემ შეურაცხყოფას ჩემი ხალხის წინაშე ერთი მუჭა ქერისა და ლუკმა პურისთვის,+ რათა დახოცოთ სულები, რომლებიც არ არიან დასახოცი,+ და ცოცხლად დატოვოთ სულები, რომლებმაც არ უნდა იცოცხლონ, იმით, რომ ატყუებთ ჩემს ხალხს, ტყუილის მომსმენთ!“+
20 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ქალებო, აღვდგები თქვენი ზონრების წინააღმდეგ, რითაც ნადირობთ სულებზე, თითქოს ისინი ფრინველები ყოფილიყვნენ; ჩამოგგლეჯთ მათ მკლავებიდან და გავუშვებ სულებს, რომლებზეც ისე ნადირობთ, როგორც ფრინველებზე.+
21 დავგლეჯ თქვენს რიდეებს და თქვენი ხელიდან დავიხსნი ჩემს ხალხს, აღარ იქნებიან ისინი ნანადირევი თქვენს ხელში; გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
22 რაკი სიცრუით+ გულს უწუხებდით მართალს, როცა მე ტკივილი არ მიმიყენებია მისთვის, და ხელს უმართავდით ბოროტს,+ რომ არ მობრუნებულიყო თავისი ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო,+
23 ამიტომ ვეღარ იხილავთ სიცრუეს,+ ქალებო, და ვეღარ+ იმკითხავებთ;+ დავიხსნი ჩემს ხალხს თქვენი ხელიდან+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ყველა ზომის თავისთვის.