ეზეკიელი 14:1—23

14  მოვიდა ისრაელის ზოგიერთი უხუცესი ჩემთან და დაჯდა ჩემ წინ.+  მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, ეს კაცები გულის კარს უღებენ ნეხვიან კერპებს და თავიანთი სახის წინ იდებენ დაბრკოლების ლოდს, რომელიც მათი დანაშაულის მიზეზი ხდება.+ განა უნდა ვუპასუხო მათ, როცა შემეკითხებიან?!+  ამიტომ, ელაპარაკე მათ და უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ისრაელის სახლიდან იმ კაცს, რომელიც გულის კარს უღებს ნეხვიან კერპებს+ და სახის წინ იდებს დაბრკოლების ლოდს, რომელიც მისი დანაშაულის მიზეზი ხდება, და მიდის წინასწარმეტყველთან, მე, იეჰოვა, მისი ნეხვიანი კერპების სიმრავლისამებრ ვუპასუხებ,+  რათა შიშით შევიპყრო ისრაელის სახლის გული,+ რადგან ყველანი გამეცალნენ თავიანთი ნეხვიანი კერპების გამო“.+  ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დაბრუნდით, ზურგი აქციეთ თქვენს ნეხვიან კერპებს+ და პირი მოარიდეთ თქვენს სისაძაგლეებს;+  რადგან ნებისმიერ კაცს ისრაელის სახლიდან ან ისრაელს შეხიზნულთაგან, რომელიც აღარ მომყვება+ და გულის კარს უღებს ნეხვიან კერპებს, სახის წინ იდებს დაბრკოლების ლოდს, რომელიც მისი დანაშაულის მიზეზი ხდება, და მიდის წინასწარმეტყველთან, რომ რაღაც მკითხოს,+ მე, იეჰოვა, თავად ვუპასუხებ მას.  პირს ვიბრუნებ ამ კაცისკენ მის საუბედუროდ,+ ნიშნად+ და ანდაზად ვაქცევ+ მას და მოვკვეთ ჩემი ხალხიდან;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+  თუ წინასწარმეტყველი მოტყუვდება და იტყვის სიტყვას, ეს მე, იეჰოვამ შევაცდინე ის წინასწარმეტყველი.+ ხელს გავიწვდი მის წინააღმდეგ და მოვსპობ მას ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან.+ 10  მოუწევთ მათ თავიანთი დანაშაულის ტვირთვა.+ შემკითხველისა და წინასწარმეტყველის დანაშაული ერთნაირი იქნება,+ 11  რათა აღარ ჩამომცილდეს ისრაელის სახლი,+ აღარ იხეტიალოს და აღარ გაიუწმინდუროს თავი თავისი ცოდვებით. ისინი ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».+ 12  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 13  „კაცის ძეო, თუ ქვეყანა შემცოდავს და ორგულად მოიქცევა,+ გავიწვდი ხელს მის წინააღმდეგ და გადავუმტვრევ პურის საკიდელ ჯოხებს,+ მოვუვლენ შიმშილს+ და მოვუსპობ ადამიანსა და პირუტყვს“.+ 14  „და ეს სამი კაციც, ნოე,+ დანიელი+ და იობი,+ რომ ყოფილიყო იქ, თავიანთი სიმართლით+ მხოლოდ საკუთარ სულს გადაირჩენდნენ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.+ 15  „მძვინვარე მხეცები რომ გამეშვა მიწაზე,+ შვილები დაეხოცათ+ მისთვის და ისე გაპარტახებულიყო ის, რომ აღარავის გაევლო იქ მხეცების შიშით,+ 16  ეს სამი კაციც რომ ყოფილიყო იქ, ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ ვაჟებსა და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ, მიწა კი გაპარტახდებოდა“.+ 17  „მახვილი რომ მომევლინა იმ მიწაზე+ და მეთქვა, მახვილმა დაიაროსო ის მიწა, და მომესპო იქ ადამიანი და პირუტყვი,+ 18  ეს სამი კაციც რომ ყოფილიყო იქ,+ ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ ვაჟებსა და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ“.+ 19  „ჭირი რომ მომევლინა იმ მიწაზე+ და ჩემი რისხვა სისხლთან ერთად გადმომეღვარა მასზე+ ადამიანისა და პირუტყვის მოსასპობად, 20  ნოე,+ დანიელი+ და იობიც+ რომ ყოფილიყვნენ იქ,+ ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ისინიც კი ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს; თავიანთი სიმართლით მხოლოდ საკუთარ სულს გადაირჩენდნენ“.+ 21  «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იგივე მოხდება, როცა ოთხ მკაცრ სასჯელს+ — მახვილს, შიმშილს, მძვინვარე მხეცებსა და ჭირს+ — მოვუვლენ იერუსალიმს ადამიანისა და პირუტყვის მოსასპობად.+ 22  მაგრამ აი იქ დარჩება გადარჩენილთა ჯგუფი, რომელსაც გამოიყვანენ იქიდან.+ აი ვაჟები და ასულები! ისინი მოდიან თქვენთან და თქვენ იხილავთ მათ გზასა და მათ საქმეებს.+ თქვენც ნუგეშცემულნი იქნებით იმ უბედურების გამო, რომელსაც მოვაწევ იერუსალიმზე, იმ ყველაფრის გამო, რასაც მოვაწევ მასზე“». 23  „ისინი განუგეშებენ, როცა დაინახავთ მათ გზასა და მათ საქმეებს. გაიგებთ, რომ უმიზეზოდ არ გავაკეთებ იმ ყოველივეს, რასაც მის საუბედუროდ გავაკეთებ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.+

სქოლიოები