ეზეკიელი 15:1—8
15 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
2 „კაცის ძეო, რით განსხვავდება სხვა ხეებისგან ვაზი+ ან მისი ყლორტი, ტყის ხეებს შორის რომ არის?
3 განა გაკეთდება მისგან კეტი საქმის შესასრულებლად?! განა აკეთებენ მისგან კაუჭს რაღაცის ჩამოსაკიდებლად?!
4 აი, ცეცხლში დასაწვავად ჩააგდებენ მას.+ ცეცხლი შთანთქავს მის ორივე ბოლოს, დაიწვება მისი შუაგული.+ განა გამოდგება ის რამეში?!
5 აი, ხელუხლებელი არაფრისთვის ვარგა, და თუ ცეცხლი შთანთქავს და დაიწვება, რისთვისღა ივარგებს?!“+
6 «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „როგორც ტყის ხეთაგან ვაზი მივეცი ცეცხლს საწვავად, ასევე ვაძლევ იერუსალიმის მკვიდრებს.+
7 პირი ვიბრუნე მათკენ მათ საუბედუროდ.+ გამოვიდნენ ცეცხლიდან, მაგრამ მაინც ცეცხლი შთანთქავს მათ.+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა პირს ვიბრუნებ მათკენ მათ საუბედუროდ“».+
8 „გავაპარტახებ ამ მიწას,+ რადგან ორგულად იქცევიან,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.