ეზეკიელი 17:1—24

17  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, თქვი გამოცანა+ და შეთხზე იგავი ისრაელის სახლზე,+  თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დიდი არწივი,+ დიდფრთიანი,+ გრძელბუმბულიანი, ხშირი და ჭრელი ბუმბულით დაფარული, მიფრინდა ლიბანში+ და მოგლიჯა კედრის+ კენწერო.+  მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის მიწაზე+ და დარგო ვაჭართა ქალაქში.  შემდეგ აიღო იმ მიწიდან თესლი,+ დასათეს მინდორში მიიტანა და ტირიფივით უხვ წყალთან+ დათესა.  აღმოცენდა ის და ნელ-ნელა ლერწებგაშლილი ტანდაბალი+ ვაზი გახდა, თავისკენ ხრიდა ფოთლებს და ქვემოთ უშვებდა ფესვებს. საბოლოოდ ის ვაზად იქცა, ლერწები გამოიღო და დაიტოტა.+  იყო კიდევ ერთი დიდი არწივი,+ დიდფრთიანი და განიერბუმბულიანი,+ და ამ ვაზმა ხარბად გაუშვა მისკენ ფესვები.+ ფოთლები გაიშვირა მისკენ, რომ სხვაგან მოერწყო მას და არა იქ, სადაც დარგული იყო, ბაღის კვლებში.+  ის უკვე დარგული იყო კარგ მინდორში უხვ წყლებთან,+ რათა დატოტვილიყო, ნაყოფი გამოეღო და დიდებულ ვაზად ქცეულიყო“.  თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „განა გაიხარებს* ის?!+ განა არ ამოთხრის ვინმე მის ფესვებს+ და არ გააფუჭებს მის ნაყოფს?! განა არ გახმება მისი ახალმოტეხილი ყლორტები?!+ გახმება ის. ძლიერი მკლავი და ხალხის სიმრავლე არ იქნება საჭირო მის ფესვიანად ამოსაგდებად. 10  აი, გადარგულია ის, მაგრამ გაიხარებს?! განა მთლიანად არ გახმება, თითქოს აღმოსავლეთის ქარი შეეხოო?!+ ბაღის კვლებში გახმება, იქ, სადაც აღმოცენდა“».+ 11  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 12  «უთხარი ურჩ სახლს,+ განა არ იცით-თქო, რას ნიშნავს ეს?! თქვი: „აი, ბაბილონის მეფე მოვიდა იერუსალიმში და წაიყვანა მისი მეფე+ და მისი მთავრები და მიიყვანა თავისთან ბაბილონში.+ 13  მან სამეფო შთამომავლობიდან+ აიყვანა ერთი, დაუდო შეთანხმება და ფიცით შეეკრა მას,+ ქვეყნის წარჩინებულები კი წაიყვანა,+ 14  რათა სამეფო დამდაბლებულიყო+ და თავისით ვეღარ წამომდგარიყო, რათა მხოლოდ ამ შეთანხმების დაცვით მდგარიყო.+ 15  ის კი განუდგა+ მას, მაცნეები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ იქ მიეცათ მისთვის ცხენები+ და ბევრი ხალხი. განა მოემართება მას ხელი?! განა გადარჩება ამის გამკეთებელი და შეთანხმების დამრღვევი?! განა გადარჩება?!“+ 16  „ცოცხალი ვარ,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მოკვდება ის ბაბილონში,+ იმ მეფის ადგილსამყოფელში, რომელმაც ის გაამეფა, რომლის ფიციც+ არაფრად ჩააგდო და რომლის შეთანხმებაც დაარღვია. 17  ვერ დაეხმარება მას ფარაონი ომში+ დიდი ჯარითა და მრავალრიცხოვანი კრებულით, მიწაყრილიც რომ გააკეთოს, კედელიც რომ შემოავლოს და ალყაში მოაქციოს მრავალთა* მოსასპობად.+ 18  არაფრად ჩააგდო მან ფიცი+ და დაარღვია შეთანხმება, აი, ხელი ჰქონდა მიცემული,+ მაგრამ ეს ყველაფერი ჩაიდინა. ვერ გადარჩება“.+ 19  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ცოცხალი ვარ, ჩემს ფიცს, რომელიც მან არაფრად ჩააგდო,+ და ჩემს შეთანხმებას, რომელიც დაარღვია, მისივე თავზე მოვაწევ. 20  გავშლი მასზე ჩემს ბადეს და გაებმება ის ჩემს სანადირო ბადეში.+ წავიყვან მას ბაბილონში და იქ შევედავები მას ჩემდამი გამოვლენილი ორგულობის გამო.+ 21  მახვილით დაეცემიან მისი რაზმებიდან გაქცეულები, დარჩენილები კი ქარის ყველა მიმართულებით გაიფანტებიან.+ გაიგებთ, რომ მე, იეჰოვა ვამბობ ამას“.+ 22  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ავიღებ და დავრგავ კედრის კენწეროს.+ მისი ზემო ტოტებიდან მოვწყვეტ ნორჩ ტოტს+ და გადავრგავ მაღალ და დიდებულ მთაზე.+ 23  ისრაელის მაღალ მთაზე გადავრგავ მას;+ დაიტოტება, ნაყოფს გამოიღებს+ და დიდებულ კედრად+ იქცევა. ყველანაირი ფრთოსანი დაიბუდებს მის ძირში და მის ფოთოლთა ჩრდილქვეშ.+ 24  გაიგებენ მინდვრის ხეები, რომ მე, იეჰოვა+ ვამცირებ მაღალ ხეს+ და ვამაღლებ დაბალს,+ ვახმობ ჯერ კიდევ ნედლს+ და ვაყვავებ გამხმარს. მე, იეჰოვა ვამბობ ამას და ვაკეთებ კიდეც“».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — იქნება წარმატებული.
სიტყვასიტყვით — მრავალი სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.