ეზეკიელი 18:1—32
18 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
2 „რას ნიშნავს ეს ანდაზა, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ, მამებმა მკვახე ყურძენი ჭამეს და კბილები ვაჟებს მოეკვეთათო?+
3 ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — მეტად აღარ იტყვით ამ ანდაზას ისრაელში.
4 ყველა სული* ჩემია,+ როგორც მამის სული,+ ისე ძის სული ჩემია.+ სული, რომელიც სცოდავს,+ მოკვდება.+
5 თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,+
6 მთებზე+ არ ჭამს,+ თვალებს ისრაელის სახლის ნეხვიან კერპებს არ აპყრობს,+ თავისი მოძმის ცოლს არ ბილწავს+ და არ ეკარება ქალს, ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულს,+
7 ცუდად არავის ეპყრობა,+ ვალში აღებულ გირაოს აბრუნებს,+ არ ძარცვავს+ და არაფერი მიაქვს, მშიერს თავის პურს აძლევს+ და შიშველს აცმევს,+
8 სარგებლით არაფერს იძლევა+ და ვახშს არ იღებს,+ უსამართლობას ხელს არიდებს,+ ჭეშმარიტ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,+
9 ჩემი წესებით დადის+ და ჩემს სამართალს იცავს სიმართლის აღსასრულებლად,+ მაშინ მართალია ის,+ იცოცხლებს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
10 თუ კაცს ჰყავს ყაჩაღი+ და სისხლისმღვრელი ვაჟი+ და აი რას სჩადის ის
11 (თუმცა თვითონ მსგავს არაფერს სჩადის) — მთებზე ჭამს,+ თავისი მოძმის ცოლს ბილწავს,+
12 საწყალსა და ღარიბს ცუდად ეპყრობა,+ ძარცვავს+ და მიაქვს, გირაოს არ აბრუნებს,+ თვალებს ნეხვიან კერპებს აპყრობს,+ ის სისაძაგლეს სჩადის.+
13 თუ ვახშით გასცემს+ და სარგებელს იღებს,+ ვერ იცოცხლებს ის. ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის.+ ის უეჭველად მოკვდება. მისი სისხლი მასზევე იქნება.+
14 აი, თუ კაცს ჰყავს ვაჟი, რომელიც ხედავს ყველა ცოდვას, რასაც მამამისი სჩადის — ხედავს, მაგრამ თვითონ მსგავსს არაფერს აკეთებს:+
15 მთებზე არ ჭამს, თვალებს ისრაელის სახლის ნეხვიანი კერპებისკენ არ აპყრობს,+ თავისი მოძმის ცოლს არ ბილწავს,+
16 ცუდად არავის ეპყრობა,+ გირაოს არ ითვისებს,+ არ ძარცვავს+ და არაფერი მიაქვს, მშიერს თავის პურს აძლევს+ და შიშველს აცმევს,+
17 საწყალს არ ჩაგრავს, ვახშს+ და სარგებელს+ არ იღებს, ჩემს სამართალს იცავს+ და ჩემი წესებით დადის,+ მაშინ არ მოკვდება ის მამის დანაშაულის გამო,+ იცოცხლებს.+
18 მამამისი კი, რომელიც აშკარა გამომძალველი იყო,+ ძარცვავდა ძმას+ და ყველაფერს ცუდს სჩადიოდა თავის ხალხში,+ მოკვდება თავისი დანაშაულის გამო.+
19 იკითხავთ, რატომ არ უნდა მოეკითხოსო ვაჟს მამის დანაშაული?+ იმიტომ, რომ სამართლიანად და სიმართლით იქცევა ვაჟი,+ იცავს ჩემს ყველა წესს და ასრულებს მათ.+ იცოცხლებს ის.+
20 სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება.+ ვაჟს არაფერი მოეკითხება მამის დანაშაულის გამო და არც მამას მოეკითხება ვაჟის დანაშაულის გამო.+ მართლის სიმართლე მასთანვე იქნება+ და ბოროტის ბოროტებაც მასთანვე იქნება.+
21 თუ ბოროტი მიატოვებს თავის ცოდვებს, რომლებსაც სჩადის,+ დაიცავს ჩემს წესებს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,+ მაშინ იცოცხლებს ის, არ მოკვდება.+
22 არც ერთი ცოდვა, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენდება.+ სიმართლით რომ იქცევა, ამიტომ იცოცხლებს.+
23 განა მახარებს ბოროტის სიკვდილი?!+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — განა ის არ გამახარებს, რომ მობრუნდეს თავისი გზიდან და იცოცხლოს?!+
24 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს და უსამართლოდ მოიქცევა,+ ჩაიდენს მთელ იმ სისაძაგლეს, რასაც ბოროტი სჩადის,+ და იცოცხლებს, მაშინ მისი არც ერთი მართალი საქმე არ გაიხსენება.+ მოკვდება ის თავისი ორგულობის გამო და ცოდვის გამო, რომელსაც სჩადის.+
25 თქვენ იტყვით, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა.+ ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სამართლიანი?!+ განა თქვენი გზები არ არის უსამართლო?!+
26 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს, უსამართლოდ მოიქცევა+ და ამის გამო მოკვდება, თავისი უსამართლობის გამო მოკვდება ის.+
27 თუ ბოროტი მიატოვებს ბოროტებას, რასაც სჩადის, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა,+ სიცოცხლეს შეუნარჩუნებს თავის სულს.+
28 როცა დაინახავს+ და მიატოვებს თავის ცოდვებს, რომლებსაც სჩადის,+ იცოცხლებს ის, არ მოკვდება.+
29 იტყვის ისრაელის სახლი, სამართლიანი არ არისო იეჰოვას გზა.+ ჩემი გზა არ არის სამართლიანი, ისრაელის სახლო?!+ განა თქვენი გზები არ არის უსამართლო?!+
30 ამიტომ, თითოეულს თქვენი გზისამებრ გაგასამართლებთ,+ ისრაელის სახლო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ — მობრუნდით, მიატოვეთ თქვენი ცოდვები,+ არაფერი გექცეთ დაბრკოლების ლოდად, დანაშაულის მიზეზად.+
31 ჩამოიცილეთ თქვენი ცოდვები,+ რომლითაც სცოდავთ, და შეიქმენით ახალი გული+ და ახალი სული.+ რატომ უნდა მოკვდე,+ ისრაელის სახლო?!
32 რადგან არ მახარებს, როცა ვინმე კვდება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — მობრუნდით და იცოცხლეთ“.+
სქოლიოები
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.