ეზეკიელი 2:1—10

2  მითხრა მან: „კაცის ძეო,+ ფეხზე დადექი, რომ გელაპარაკო“.+  როგორც კი დამელაპარაკა, სული შემოვიდა ჩემში+ და ფეხზე წამომაყენა, რომ მომესმინა მისთვის, ვინც მელაპარაკებოდა.+  მითხრა მან: «კაცის ძეო, მე გგზავნი ისრაელის ძეებთან,+ ურჩ ხალხებთან, რომლებიც მეურჩებიან;+ დღემდე მცოდავენ ისინი თავიანთი მამა-პაპის მსგავსად.+  მე გგზავნი უტიფარი სახისა+ და ჯიუტი გულის+ მქონე ძეებთან, უთხარი მათ: „აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.  გინდ მოგისმინონ,+ გინდ არა,+ რადგან ურჩია ეს სახლი,+ იმას მაინც გაიგებენ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.+  შენ კი, კაცის ძეო, ნუ შეგეშინდება მათი,+ ნურც მათი სიტყვები შეგაშინებს, რადგან ჯიუტები არიან,+ იჩხვლიტებიან;+ მორიელებს+ შორის გიწევს ცხოვრება. მათი სიტყვები ნუ შეგაშინებს,+ მათი სახეები თავზარს ნუ დაგცემს,+ რადგან ურჩია ეს სახლი.+  უთხარი მათ ჩემი სიტყვები, გინდ მოგისმინონ, გინდ არა, რადგან ურჩნი არიან.+  შენ კი, კაცის ძეო, ისმინე, რასაც გეუბნები. ნუ გაურჩდები ამ ურჩი სახლივით.+ გააღე პირი და შეჭამე ის, რასაც გაძლევ».+  გავიხედე და დავინახე ჩემკენ გამოწვდილი ხელი,+ აი გრაგნილი იყო მასში.+ 10  მან ჩემ წინაშე გაშალა ეს ორივე მხრიდან ნაწერი გრაგნილი.+ მასში ჩაწერილი იყო სამგლოვიარო სიმღერები, კვნესა და მოთქმა.+

სქოლიოები