ეზეკიელი 20:1—49
20 მეშვიდე წლის მეხუთე თვეს, თვის მეათე დღეს, მოვიდა ისრაელის ზოგიერთი უხუცესი, რათა შეკითხვოდა იეჰოვას,+ და ჩემ წინ დაჯდა.+
2 მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
3 «კაცის ძეო, ელაპარაკე ისრაელის უხუცესებს და უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმისთვის მოხვედით, რომ მკითხოთ?+ ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — არ გიპასუხებთ“.+
4 გაასამართლებ მათ? კაცის ძეო, გაასამართლებ მათ?+ გააგებინე მათ თავიანთი მამა-პაპის სისაძაგლეები.+
5 უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს, როცა ავირჩიე ისრაელი,+ ხელი აღვმართე+ და შევფიცე იაკობის სახლის შთამომავლებს+ და თავი გავუმჟღავნე ეგვიპტის მიწაზე;+ ხელი აღვმართე და შევფიცე მათ, მე ვარ-მეთქი იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
6 იმ დღეს ხელი აღვმართე+ და შევფიცე მათ, რომ გამოვიყვანდი ეგვიპტის მიწიდან იმ მიწაზე, რომელიც მათთვის დავზვერე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ ის იყო ყველა ქვეყნის მშვენება.+
7 ვუთხარი მათ, გადაყარეთ-მეთქი თქვენ-თქვენი სისაძაგლეები, რისკენაც თვალი გაგირბით,+ და ნუ წაიბილწებით ეგვიპტის ნეხვიანი კერპებით;+ მე ვარ-მეთქი იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
8 ისინი კი მეურჩნენ+ და არ მოინდომეს ჩემი მოსმენა. არც ერთმა არ გადაყარა სისაძაგლეები, რისკენაც თვალი გაურბოდათ, და არ მიატოვეს ეგვიპტის ნეხვიანი კერპები.+ ამიტომ, პირობა დავდე, რომ რისხვას გადმოვღვრიდი მათზე, რათა გადმომეცალა მათზე ჩემი მრისხანება შუაგულ ეგვიპტეში.+
9 ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც იყვნენ ისინი,+ რადგან ხალხების თვალწინ გავუმჟღავნე მათ თავი ეგვიპტის მიწიდან გამოყვანისას.+
10 გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის მიწიდან და უდაბნოში მივიყვანე.+
11 მივეცი მათ ჩემი წესები+ და გავაგებინე ჩემი სამართალი,+ რათა ეცოცხლა მათ დამცველს.+
12 ჩემი შაბათები მივეცი მათ,+ როგორც ნიშანი მე და მათ შორის,+ რათა სცოდნოდათ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი განმწმენდელი.
13 ისრაელის სახლი კი მეურჩა უდაბნოში;+ არ იარეს ჩემი წესებით+ და უარყვეს ჩემი სამართალი,+ რომლის დაცვაც აცოცხლებს კაცს.+ მეტისმეტად შებღალეს ჩემი შაბათები.+ ამიტომ, პირობა დავდე, რომ რისხვას გადმოვღვრიდი მათზე უდაბნოში მათ შესამუსრავად.+
14 ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.+
15 ხელი აღვმართე და შევფიცე მათ უდაბნოში,+ რომ არ შევიყვანდი იმ მიწაზე, რომელიც მიცემული მქონდა, იქ, სადაც რძე და თაფლი მოედინება+ (ის არის ყველა ქვეყნის მშვენება),+
16 რაკი უარყვეს ჩემი სამართალი, არ იარეს ჩემი წესებით და შებღალეს ჩემი შაბათები, რადგან თავიანთი ნეხვიანი კერპებისკენ მიუწევდათ გული.+
17 დაენანა ისინი ჩემს თვალს და შემაკავა მათი განადგურებისგან,+ აღარ შევმუსრე ისინი უდაბნოში.
18 ვუთხარი მათ ძეებს უდაბნოში:+ თქვენი მამა-პაპის წესებით ნუ ივლით,+ მათ სამართალს ნუ დაიცავთ+ და მათი ნეხვიანი კერპებით ნუ წაიბილწებით-მეთქი;+
19 მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი,+ იარეთ ჩემი წესებით,+ დაიცავით ჩემი სამართალი+ და შეასრულეთ ისინი;+
20 წმინდა ჰყავით ჩემი შაბათები+ და ნიშნად იქნება ისინი მე და თქვენ შორის, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი.+
21 ძეებიც მეურჩნენ,+ არ იარეს ჩემი წესებით, არ დაიცვეს და არ აღასრულეს ჩემი სამართალი, რომლის დაცვაც აცოცხლებს კაცს.+ შებღალეს ჩემი შაბათები.+ ამიტომ, პირობა დავდე, რომ რისხვას გადმოვღვრიდი მათზე და გადმოვცლიდი მათზე ჩემს მრისხანებას უდაბნოში.+
22 უკან წავიღე ხელი+ და ჩემი სახელისთვის ვიმოქმედე, რათა არ შებღალულიყო ის იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი.+
23 ხელი აღვმართე და შევფიცე მათ უდაბნოში,+ რომ გავფანტავდი მათ ხალხებში, მიმოვფანტავდი სხვა ქვეყნებში,+
24 რადგან არ აღასრულეს ჩემი სამართალი,+ უარყვეს ჩემი წესები,+ შებღალეს ჩემი შაბათები+ და თავიანთი მამა-პაპის ნეხვიანი კერპებისკენ გაექცათ თვალი.+
25 მეც ნება მივეცი, რომ ჰქონოდათ ცუდი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ;+
26 ნება მივეცი, გაუწმინდურებულიყვნენ თავიანთი ძღვნით, ცეცხლში რომ ატარებდნენ საშვილოსნოს გამღებ ყოველ ბავშვს,+ რათა დამექცია ისინი და მიმხვდარიყვნენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
27 ამიტომ, კაცის ძეო, ელაპარაკე ისრაელის სახლს და უთხარი,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მგმობდა თქვენი მამა-პაპა თავისი ორგულობით;+
28 მივიყვანე ისინი მიწაზე,+ რომლის მიცემაც აღმართული ხელით შევფიცე,+ და დაინახეს თუ არა მაღალი გორა+ და დატოტვილი ხე, დაიწყეს იქ მსხვერპლშეწირვა+ და შეურაცხმყოფელი შესაწირავის მიტანა, დამამშვიდებელი სურნელების აღვლენა+ და დასაღვრელი შესაწირავების დაღვრა.+
29 ვუთხარი: ეს მაღლობი, რომლისკენაც მიდიხართ, რა მაღლობია, რომ დღემდე მაღლობი ერქვას-მეთქი?“+
30 ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „განა თქვენი მამა-პაპასავით არ იუწმინდურებთ თავს+ და მათ სისაძაგლეებთან არ სჩადიხართ გარყვნილებას?!+
31 განა თქვენი ძღვნით — თქვენი ძეების ცეცხლში გატარებით+ — დღემდე არ იუწმინდურებთ თავს თქვენი ნეხვიანი კერპების გულისთვის?!+ და ახლა პასუხი უნდა გაგცე, ისრაელის სახლო?!“+
ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — არ გიპასუხებთ.+
32 არ შესრულდება+ ის, რაც აზრად მოგდით,+ როცა ამბობთ, მოდი, სხვა ხალხებისა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ერების მსგავსად+ ვემსახუროთო ხესა და ქვას».+
33 «ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა+ და გადმოღვრილი რისხვით ვიმეფებ თქვენზე.+
34 გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც ძლიერმა ხელმა, გაწვდილმა მკლავმა და გადმოღვრილმა რისხვამ გაგფანტათ.+
35 მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში+ და იქ შეგედავებით პირისპირ.+
36 როგორც თქვენს მამა-პაპას ვედავე უდაბნოში ეგვიპტის მიწაზე,+ თქვენც ისე შეგედავებით, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
37 კეტქვეშ გაგატარებთ+ და შეთანხმების კავშირს შევკრავ თქვენთან.+
38 მოგაშორებთ მათ, ვინც მეურჩება და მცოდავს.+ გამოვიყვან მათ მათი ხიზნობის ქვეყნიდან, თუმცა ვერ მივლენ ისრაელის მიწაზე;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+
39 ისრაელის სახლო, აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „წადით და ემსახურეთ თქვენ-თქვენს ნეხვიან კერპებს.+ ამის შემდეგაც თუ არ მომისმენთ, მეტად ვეღარ შებღალავთ ჩემს წმინდა სახელს თქვენი ძღვნითა და თქვენი ნეხვიანი კერპებით“.+
40 რადგან ჩემს წმინდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — იქ, იმ მიწაზე მემსახურება ისრაელის მთელი სახლი უკლებლივ.+ იქ მოგიწონებთ თქვენ, იქ მოვითხოვ თქვენს შესაწირავებსა და ძღვნად მოტანილ პირველ ნაყოფებს — ყველა თქვენს წმინდა ძღვენს.+
41 მოგიწონებთ დამამშვიდებელი სურნელების გამო,+ და ეს მაშინ მოხდება, როცა გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ,+ და თქვენით განვიწმინდები ხალხების თვალწინ.+
42 გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა მიგიყვანთ ისრაელში,+ მიწაზე, რომლის მიცემაც აღმართული ხელით შევფიცე თქვენს მამა-პაპას.
43 გაგახსენდებათ იქ თქვენი გზები+ და თქვენი საქმეები, რომლითაც თავი გაიუწმინდურეთ,+ და სახეზე აღგებეჭდებათ საკუთარი თავისადმი სიძულვილი მთელი იმ ბოროტების გამო, რასაც სჩადიოდით.+
44 გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა ჩემი სახელის გამო+ არ მოგექცევით თქვენი ბოროტი გზებისა და თქვენი გახრწნილი საქმეებისამებრ,+ ისრაელის სახლო, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
45 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
46 «კაცის ძეო, სამხრეთისკენ იბრუნე პირი+ და აწვეთე+ სიტყვები სამხრეთს, უწინასწარმეტყველე სამხრეთის მინდვრის ტყეს.
47 უთხარი სამხრეთის ტყეს, ისმინე-თქო იეჰოვას სიტყვა, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ცეცხლს ავაგიზგიზებ+ შენდა საუბედუროდ, შთაგინთქავს ის ყველა ნედლსა თუ გამხმარ ხეს;+ არ ჩაქრება აბრიალებული ალი,+ დაწვავს ის ყველა სახეს სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.+
48 ყველა ხორციელი დაინახავს, რომ მე, იეჰოვამ დავანთე ის, და არ ჩაქრება“».+
49 ვთქვი: „ვაი, უზენაესო უფალო იეჰოვა! ჩემზე ამბობენ, სულ იგავებით ლაპარაკობსო!“+