ეზეკიელი 21:1—32
21 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
2 «კაცის ძეო, პირი იბრუნე იერუსალიმისკენ, აწვეთე+ სიტყვები წმინდა ადგილებისკენ+ და იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწის წინააღმდეგ.+
3 უთხარი ისრაელის მიწას, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ ქარქაშიდან ამოვიღებ ჩემს მახვილს+ და მოგისპობ მართალსა და ბოროტს.+
4 ქარქაშიდან ამოვა ჩემი მახვილი, რომ მოგისპო მართალი და ბოროტი, ამოვა ყოველი ხორციელის საუბედუროდ სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.+
5 გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე, იეჰოვამ ამოვიღე ჩემი მახვილი ქარქაშიდან+ და უკან აღარ ჩაბრუნდება ის“.+
6 შენ კი, კაცის ძეო, თეძოების კანკალით ოხრავდე,+ სიმწრით ოხრავდე მათ თვალწინ.+
7 თუ გკითხეს, რატომ ოხრავო,+ უთხარი, ამბის გამო-თქო.+ მოხდება ეს+ და დადნება ყველა გული,+ დაეშვება ყველა ხელი, დამწუხრდება ყველა სული და ყველა მუხლზე წყალი ჩამოვა*.+ უეჭველად მოვა+ და მოხდება ეს, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
8 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
9 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „თქვი, მახვილი, მახვილი!+ გალესილია+ ის და გაპრიალებული,
10 იმიტომ გაილესა, რომ ხოცოს, იმიტომ გაპრიალდა, რომ ბზინავდეს-თქო“».+
„განა არ უნდა ვხარობდეთ?!“+
„განა ჩემი ვაჟის+ კვერთხს ისევე უარყოფს,+ როგორც ყოველ ხეს?!+
11 გასაპრიალებლად აძლევენ მახვილს, რომ ხელში დაიჭირონ. გალესილი და გაპრიალებულია მახვილი, რომ მკვლელს მიეცეს ხელში.+
12 იყვირე და იღრიალე,+ კაცის ძეო, რადგან ჩემი ხალხის წინააღმდეგ+ და ისრაელის თავკაცების წინააღმდეგაა ის;+ ჩემს ხალხთან ერთად გადაუყრიან მათ მახვილს.+ ამიტომ ხელი დაირტყი ბარძაყზე.+
13 აი, შემოწმდა,+ და რა მოხდება, თუ ის კვერთხსაც უარყოფს?+ აღარ იარსებებს ის,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.
14 შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და ხელი ხელს დაჰკარი;+ სამჯერ უნდა განმეორდეს+ — მახვილი! მოსაკლავად მოღერებულა ეს მახვილი. დიდებულთა მოსაკლავი მახვილია, გარს რომ უვლის მათ.+
15 გულის დასადნობად+ და მათ კარიბჭეებთან დაცემულთა გასამრავლებლად+ დავიწყებ მახვილით ხოცვას. ვაი, ბზინავს ის, გაპრიალებულია, რომ ხოცოს!+
16 ბასრი გამოდექი,+ გაემართე მარჯვნივ! შენი ადგილი დაიკავე, გაემართე მარცხნივ! წადი ყველგან, სადაც პირს მიმართავ!
17 მეც დავკრავ ხელს ხელზე+ და დავაცხრობ+ ჩემს რისხვას.+ მე, იეჰოვა ვამბობ ამას“.
18 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
19 «შენ კი, კაცის ძეო, ორი გზა აირჩიე, ბაბილონის მეფის მახვილმა რომ გაიაროს.+ ორივე ერთი მიწიდან უნდა გამოდიოდეს, გზის მაჩვენებელი დააყენე,+ ქალაქისკენ მიმავალი გზის თავში დააყენე ის.
20 ერთი გზა აირჩიე მახვილისთვის ამონის ძეების რაბას წინააღმდეგ,+ მეორე კი — იუდას წინააღმდეგ, გამაგრებული იერუსალიმის წინააღმდეგ.+
21 ბაბილონის მეფე სამკითხაოდ გაჩერდა გზაჯვარედინთან, ორი გზის გასაყარზე.+ ისრებს არხევს, თერაფიმის მეშვეობით ეძებს პასუხს,+ ღვიძლს უყურებს.
22 მკითხაობისას მისმა მარჯვენამ იერუსალიმში წასვლა აჩვენა, რომ დაედგათ კედლის სანგრევი იარაღები,+ გამოეცხადებინათ ხალხის ხოცვა, აეტეხათ განგაში,+ კარიბჭეებთან დაედგათ კედლის სანგრევი იარაღები, შემოევლოთ მიწაყრილი და კედელი ალყად.+
23 გაცრუვდა ეს მკითხაობა მათ თვალში,+ ვინც შეჰფიცა მათ.+ ის იხსენებს დანაშაულს,+ რომ შეიპყროს ისინი.+
24 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „თქვენი ცოდვების გამჟღავნებით გაახსენეთ მას თქვენი დანაშაული, რათა გამჟღავნდეს თქვენი ცოდვები თქვენი საქმეებისამებრ; რადგან გაგიხსენეს,+ ხელით დაგიჭერენ“.+
25 შენ კი, სასიკვდილოდ დაჭრილო ისრაელის+ ბოროტო თავკაცო,+ რომლის დღეც დადგა ბოლო დანაშაულის დროს,+
26 აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოიძვრე თავსაბურავი, მოიცილე გვირგვინი!+ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.+ აამაღლე დაბალი+ და დაამდაბლე მაღალი!+
27 ნანგრევებად, ნანგრევებად, ნანგრევებად ვაქცევ მას!+ არავისი არ იქნება ის, სანამ არ მოვა კანონით უფლებამოსილი,+ — მას გადავცემ“.+
28 შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ამონის ძეებზე და მათგან მომდინარე შეურაცხყოფაზე. თქვი: „მახვილი, მახვილია მოღერებული, რომ ხოცოს, გაპრიალებულია, რომ ელვარებდეს და ნთქავდეს,+
29 რადგან სიცრუეს ხედავენ შენთვის, სიცრუეს გიმკითხავებენ,+ რათა დაგდონ დახოცილთა კისერზე, იმ ბოროტი ხალხის კისერზე, რომელთა დღეც ბოლო დანაშაულის დროს დადგა.+
30 ჩააბრუნე ის ქარქაშში. შენი შექმნის ადგილას, შენს მშობლიურ მიწაზე+ გაგასამართლებ.
31 შენზე გადმოვღვრი ჩემს რისხვას.+ ჩემი მრისხანების ცეცხლს დაგიბერავთ და ჩაგაგდებთ უგუნური ხალხის ხელში, რომელიც გაწაფულია მოსპობაში.+
32 შენით აბრიალდება ცეცხლი.+ შენი სისხლი ქვეყნის შუაგულში დაიღვრება. არ გაიხსენები, რადგან მე, იეჰოვა ვამბობ ამას“».+
სქოლიოები
^ იხილეთ 7:17-ის სქოლიო.