ეზეკიელი 22:1—31

22  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, შენ გაასამართლებ,+ გაასამართლებ სისხლისმღვრელ ქალაქს?+ გააგებინებ მას ყველა მის სისაძაგლეს?+  თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ო, ქალაქო, სისხლს რომ ღვრი+ შენ შიგნით, სანამ მოაწევდეს შენი აღსასრული,+ ნეხვიან კერპებს რომ აკეთებ, რათა გაუწმინდურდე;+  სისხლის ღვრაში ხდები დამნაშავე+ და შენი გაკეთებული ნეხვიანი კერპებით უწმინდურდები.+ იწურება შენი დღეები და მიაღწევ შენი წლების დასასრულს. ამიტომ შეურაცხსაყოფად გაქცევ ხალხებისთვის და მასხრად ასაგდებად — ყველა ქვეყნისთვის.+  შენი მახლობელი და შენგან შორს მყოფი ქვეყნები მასხრად აგიგდებენ შენ, ვისაც უწმინდური სახელი გაქვს და ვინც შფოთით ხარ სავსე.+  აი, ისრაელის თავკაცები+ არიან შენში, თითოეულს თავისი მკლავის იმედი აქვს და სისხლის ღვრისკენ ისწრაფვის.+  დედ-მამას სიძულვილით ეპყრობიან შენში;+ ხიზანს სძალავენ+ და უმამო ბავშვსა და ქვრივს ცუდად ეპყრობიან შენში“».+  „ჩემს წმინდა ადგილებს არაფრად აგდებ და ჩემს შაბათებს ბღალავ.+  ცილს სწამებენ შენში, რათა სისხლი დაღვარონ;+ შენს მთებზე ჭამენ ისინი;+ თავაშვებულად იქცევიან შენს შუაგულში.+ 10  მამის სიშიშვლეს აჩენენ შენში+ და ამცირებენ ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულ ქალს.+ 11  კაცი სისაძაგლეს სჩადის შენში მოძმის ცოლთან,+ თავის რძალს ბილწავს თავაშვებულობით+ და თავის დას, მამამისის ასულს შეურაცხყოფს.+ 12  ქრთამს იღებენ შენში სისხლის დასაღვრელად.+ სარგებელსა+ და ვახშს იღებ+ და მოგებას ძალადობითა+ და შენი მოძმეების გამოძალვით იღებ,+ მე კი დამივიწყე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 13  აი, ხელი ხელს შემოვკარი+ შენი უკანონო შემოსავლისა+ და სისხლის ღვრის გამო, რაც შენში ხდება.+ 14  განა გაგიძლებს გული+ ან ექნებათ ძალა შენს ხელებს იმ დღეებში, როცა შენ წინააღმდეგ ვიმოქმედებ?+ მე, იეჰოვა ვამბობ ამას და გავაკეთებ კიდეც.+ 15  გაგფანტავ ხალხებში და მიმოგფანტავ ქვეყნებში,+ მოვსპობ უწმინდურებას შენში.+ 16  შეიბღალები ხალხების თვალწინ და გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+ 17  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 18  «კაცის ძეო, ხენჯად+ იქცა ჩემთვის ისრაელის სახლი. ყოველი მათგანი ღუმელშია სპილენძივით, კალასავით, რკინასა და ტყვიასავით. ხენჯად, ვერცხლის ხენჯად იქცნენ ისინი.+ 19  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რადგან ყველანი ხენჯივით+ გახდით, ამიტომ შეგკრებთ შუაგულ იერუსალიმში.+ 20  როგორც ვერცხლს, სპილენძს, რკინას,+ ტყვიასა და კალას აგროვებენ ღუმელში, რათა გააღვივონ+ ცეცხლი და დაადნონ ისინი,+ მეც შევაგროვებ მათ ჩემი რისხვითა და ჩემი მრისხანებით, შეგიბერავთ და დაგადნობთ. 21  შეგკრებთ, დაგიბერავთ ჩემი მრისხანების+ ცეცხლით და დადნებით იქ.+ 22  როგორც ვერცხლი დნება ღუმელში, თქვენც ისევე დადნებით იქ; გაიგებთ, რომ მე, იეჰოვამ გადმოვღვარე ჩემი რისხვა თქვენზე“».+ 23  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 24  «კაცის ძეო, უთხარი მას: „განუწმენდელი მიწა ხარ, შერისხვის დღეს წვიმით მოურწყველი.+ 25  შეთქმულან იქ მისი წინასწარმეტყველები,+ მსხვერპლის მგლეჯელ მბრდღვინავ ლომს ჰგვანან.+ სულს შთანთქავენ ისინი,+ განძი და ძვირფასეულობა მიაქვთ;+ ქვრივებს ამრავლებენ იქ.+ 26  მისი მღვდლები ჩემს კანონს არღვევენ+ და ჩემს წმინდა ადგილებს ბღალავენ;+ არ ასხვავებენ+ წმინდას ჩვეულებრივისგან,+ ხალხს არ აჩვენებენ სხვაობას უწმინდურსა და წმინდას შორის,+ ჩემს შაბათებს თვალს არიდებენ,+ შებღალული ვარ მათ შორის.+ 27  მისი მთავრები მსხვერპლის მგლეჯელ მგლებს ჰგვანან, სისხლს ღვრიან+ და სულებს სპობენ უსამართლო მოგების მოსახვეჭად.+ 28  მისი წინასწარმეტყველები მათთვის ლესავენ ბათქაშით,+ სიცრუეს ხედავენ+ და სიცრუეს უმკითხავებენ+ მათ, ასე ამბობსო უზენაესი უფალი იეჰოვა, როცა იეჰოვას არაფერი უთქვამს. 29  იმ მიწის ხალხს გამოძალვა აქვს ჩაფიქრებული და ახორციელებს გეგმას,+ ძარცვით გლეჯენ ერთმანეთს,+ დაჩაგრულსა და ღარიბს ცუდად ეპყრობიან,+ ხიზანს სძალავენ და სამართალს ართმევენ“.+ 30  ვეძებდი მათ შორის კაცს, რომელიც შეაკეთებდა ქვის გალავანს+ და შენანგრევში დადგებოდა+ ჩემ წინაშე ამ მიწის დასაცავად, რომ არ მომესპო ის,+ მაგრამ ვერავინ ვიპოვე. 31  ამიტომ, გადმოვღვრი ჩემს რისხვას+ მათზე; ჩემი მრისხანების ცეცხლით შევმუსრავ მათ.+ მათ თავზე მოვაწევ მათივე გზას,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები