ეზეკიელი 23:1—49
23 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:+
2 «კაცის ძეო, იყო ორი ქალი, ერთი დედის შვილი.+
3 ეგვიპტეში დაიწყეს მათ მეძაობა;+ ახალგაზრდობაში მეძაობდნენ.+ იქ დაეჭყლიტათ ძუძუები,+ იქ დაუსრისეს ქალწულობის მკერდი.
4 უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას კი — ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი+ და გააჩინეს ვაჟები და ასულები.+ ოჰოლა ერქვა სამარიას,+ ოჰოლიბა კი — იერუსალიმს.+
5 დაიწყო მეძაობა ოჰოლამ,+ როცა ჯერ კიდევ ჩემი იყო; ვნებით ილტვოდა მათკენ, ვისაც ვნებიანად უყვარდა ის+ — მეზობელი ასურელებისკენ:+
6 ლურჯ ქსოვილში გამოწყობილი გამგებლებისკენ და მმართველებისკენ, ცხენებზე ამხედრებული მიმზიდველი ჭაბუკებისკენ.
7 მეძაობდა ის მათთან, ასურეთის რჩეულ ძეებთან. თავი გაიუწმინდურა მათ ნეხვიან კერპებთან, ყველასთან, ვისკენაც ვნებით ილტვოდა.+
8 არ მიუტოვებია ეგვიპტეში დაწყებული მეძაობა; წვებოდნენ მასთან მის ახალგაზრდობაში, დაუსრისეს ქალწულობის მკერდი, ვნებიანად ეძლეოდნენ გარყვნილებას მასთან.+
9 ამიტომაც ჩავაგდე ის თავისი ვნებიანი საყვარლების ხელში,+ ასურეთის ძეების ხელში, რომლებისკენაც ვნებით ილტვოდა.+
10 მათ გამოუჩინეს სიშიშვლე.+ წაიყვანეს მისი ვაჟები და ასულები,+ თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუტყდა ქალებს შორის, განაჩენი აღასრულეს მასზე.
11 როცა მისმა დამ, ოჰოლიბამ დაინახა ეს,+ მასზე უარესად მიეცა ავხორცობას; მისმა მეძაობამ მისი დის გარყვნილებას გადააჭარბა.+
12 ვნებით ილტვოდა ასურეთის ძეებისკენ:+ მეზობლად მცხოვრები გემოვნებით ჩაცმული გამგებლებისა და მმართველებისკენ, ცხენებზე ამხედრებული მიმზიდველი ჭაბუკებისკენ.+
13 დავინახე, რომ ორივეს ერთი გზა ჰქონდა, რადგან მანაც გაიუწმინდურა თავი.+
14 უმატა მეძაობას, როცა დაინახა კედელზე ამოკვეთილი კაცის გამოსახულებები,+ ამოკვეთილი და ალისფრად შეღებილი+ ქალდეველთა გამოსახულებები;
15 წელზე სარტყლები+ ჰქონდათ შემორტყმული, გრძელი თავსაბურავები ეხურათ, ყველანი მეომრებს ჰგავდნენ, ბაბილონის ძეებს, ქალდეაში დაბადებულებს.
16 თვალი მოჰკრა თუ არა, ვნება აღეძრა მათდამი+ და ქალდეაში მაცნეები გაუგზავნა მათ.+
17 მოდიოდნენ ბაბილონის ძეები მასთან, მის სასიყვარულო სარეცელზე და ბილწავდნენ მას თავიანთი გარყვნილებით.+ წაიბილწა ის მათ გამო და ზიზღით ზურგი აქცია მათ მისმა სულმა.
18 აჩენდა თავის მეძაობას და სიშიშვლეს;+ ამიტომ ზიზღით აქცია მას ზურგი ჩემმა სულმა, როგორც მის დას.+
19 ახალგაზრდობის დღეები+ გაიხსენა, ეგვიპტეში რომ მეძაობდა,+ და უმატა მეძაობას.+
20 მისი ვნებიანი ლტოლვა იმ ხარჭების ლტოლვას ჰგავდა, რომელთა პატრონებსაც ასო მამალი ვირივით აქვთ და რომელთა სასქესო ორგანოც ულაყის სასქესო ორგანოს ჰგავს.+
21 ახალგაზრდობის დროინდელ შენს თავაშვებულობას იხსენებდი, როცა ეგვიპტიდან მოყოლებული მკერდს ასრესინებდი+ შენი სიყმაწვილის ძუძუების გულისთვის.+
22 ამიტომ, ოჰოლიბა, აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ აღვძრავ შენს ვნებიან საყვარლებს,+ რომლებსაც ზიზღით აქცია ზურგი შენმა სულმა, და ყოველი მხრიდან მოგაყენებ მათ:+
23 ბაბილონის ძეებს,+ ყველა ქალდეველს,+ ფეკოდს,+ შოას და კოას, მათთან ერთად ასურეთის ყველა ძეს, მიმზიდველ ჭაბუკებს, გამგებლებსა და მმართველებს, მეომრებსა და რჩეულებს — ცხენებზე ამხედრებულებს.
24 საომარი ეტლებისა და ბორბლების გრუხუნით მოვლენ შენ წინააღმდეგ,+ ხალხთა კრებულით, დიდი თუ პატარა ფარით და მუზარადით. ყოველი მხრიდან შემოგადგებიან, მათ მივცემ გასამართლების უფლებას და თავიანთი სამართლით განგსჯიან.+
25 შენკენ მოვმართავ ჩემს წყრომას+ და რისხვით იმოქმედებენ ისინი შენ წინააღმდეგ.+ მოგჭრიან ცხვირსა და ყურებს, ხოლო რაც დაგრჩება, მახვილით დაეცემა. წაიყვანენ+ შენს ვაჟებსა და ასულებს,+ შენგან დარჩენილს კი ცეცხლი შთანთქავს.+
26 გაგხდიან ტანსაცმელს+ და წაიღებენ შენს ლამაზ ნივთებს.+
27 ბოლოს მოვუღებ შენს თავაშვებულობას+ და ეგვიპტიდან მოყოლებულ შენს მეძაობას.+ აღარ მიაპყრობ თვალებს მათ და აღარ გაიხსენებ ეგვიპტეს“.
28 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩაგაგდებ მათ ხელში, ვინც გძულს, მათ ხელში, ვისაც ზიზღით ზურგი აქცია შენმა სულმა.+
29 სიძულვილით მოგექცევიან, წაგართმევენ მთელი შენი შრომის ნაყოფს და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს.+ გამოჩნდება შენი გარყვნილების სიშიშვლე, შენი თავაშვებულობა და მეძაობა.+
30 ასე მოგექცევიან, რადგან მეძავივით დასდევდი ხალხებს+ და მათი ნეხვიანი კერპებით იუწმინდურებდი თავს.+
31 შენი დის გზით დადიხარ,+ ამიტომაც მის სასმისს მოგცემ ხელში“.+
32 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შესვამ შენი დის სასმისს, ღრმასა და განიერს;+ დასაცინი, მასხრად ასაგდები გახდები, რადგან ტევადია სასმისი;+
33 სიმთვრალითა და მწუხარებით აივსები, გაოგნებისა და გაპარტახების სასმისით, შენი დის — სამარიის სასმისით.
34 დალევ და გამოცლი მას,+ მის თიხის ნატეხებს დახრავ და ძუძუებს დაიგლეჯ,+ რადგან მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა“.
35 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი დამივიწყე+ და ზურგს უკან მომისროლე,+ შენს თავაშვებულობასა და მეძაობას იტვირთებ“».
36 მკითხა იეჰოვამ: «კაცის ძეო, გაასამართლებ+ ოჰოლას და ოჰოლიბას?+ გააგებინებ, რა სისაძაგლეები ჩაიდინეს?+
37 მრუშობენ+ ისინი, სისხლიანი აქვთ ხელები,+ თავიანთ ნეხვიან კერპებთან მრუშობენ.+ თავიანთი ვაჟებიც კი, რომლებიც მე გამიჩინეს, ცეცხლში გაუტარეს მათ საჭმელად.+
38 აი კიდევ რა გამიკეთეს: იმ დღეს წაბილწეს+ ჩემი საწმინდარი+ და შებღალეს ჩემი შაბათები.+
39 როცა თავიანთი ვაჟები დაუკლეს თავიანთ ნეხვიან კერპებს,+ იმავე დღეს ჩემს საწმინდარშიც მოვიდნენ მის შესაბღალავად.+ აი ამას აკეთებენ ჩემს სახლში.+
40 ამასთანავე, დაიბარეს შორიდან მომავალი კაცები, რომლებსაც მაცნე+ გაუგზავნეს, და ისინიც მოვიდნენ,+ ვისი გულისთვისაც დაიბანე,+ თვალები შეიღებე+ და თავი სამკაულებით მოირთე.+
41 დიდებულ ტახტზე დაჯექი,+ რომლის წინაც სუფრა იყო გაშლილი,+ და ჩემი საკმეველი+ და ზეთი დადე მასზე.+
42 უდარდელი ბრბოს ხმა ისმოდა+ იქ, უდაბნოდან მოიყვანეს ლოთები+ უამრავი ხალხიდან მოსულ კაცებთან; ქალებს ხელებზე სამაჯურები გაუკეთეს და ლამაზი გვირგვინები დაადგეს თავზე.+
43 მაშინ ვთქვი მასზე, ვინც მრუშობით+ დაუძლურდა, ახლა კვლავ გააგრძელებს-მეთქი მრუშობას.+
44 ისინი მოდიოდნენ მასთან, როგორც მეძავთან; მოდიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, როგორც თავაშვებულ ქალებთან.+
45 მართალი კაცები+ გაასამართლებენ მას და მრუში+ და სისხლისმღვრელი ქალის განაჩენს გამოუტანენ;+ მრუშები არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.+
46 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოვა კრებული მათ წინააღმდეგ,+ საშინელ შესახედავს გახდის და გაძარცვავს მათ;+
47 კრებული ჩაქოლავს+ მათ და მახვილით დახოცავს; გაწყვეტენ მათ ვაჟებსა და ასულებს+ და ცეცხლს მისცემენ მათ სახლებს.+
48 ბოლოს მოვუღებ თავაშვებულობას+ იმ მიწაზე,+ ჭკუას ისწავლის ყველა ქალი და არც ერთი აღარ მოგბაძავთ თავაშვებულობაში.+
49 თქვენზე მოაწევენ ისინი თქვენს თავაშვებულობას,+ თქვენი ნეხვიანი კერპების ცოდვებს იტვირთებთ, და გაიგებთ რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“».+