ეზეკიელი 26:1—21

26  მეთერთმეტე წელს, თვის პირველ დღეს, იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა:  «კაცის ძეო, რაკი ტვიროსი+ ამბობს იერუსალიმზე,+ ახია! გატყდაო ის+ — ხალხთა კარები!+ შემობრუნდებიანო ჩემკენ, მე ავივსები, ის კი განადგურდაო,+  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, ტვიროსო, და შენ წინააღმდეგ მოვიყვან მრავალ ხალხს ისე,+ როგორც ზღვას მოაქვს ტალღები.+  ისინი დაანგრევენ ტვიროსის გალავანს+ და დააქცევენ მის კოშკებს;+ მტვერს გადავფხეკ მას და პიტალო კლდედ ვაქცევ.  ბადეების გასაშრობ+ ადგილად იქცევა ის ზღვის შუაგულში“.+ „მე ვამბობ ამას, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — ხალხები დაიტაცებენ მას.  მისი მიმდებარე ქალაქები, ველზე რომ დგანან, მახვილით დაეცემიან და გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა“.+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი ჩრდილოეთიდან მოვიყვან ტვიროსის წინააღმდეგ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ მეფეთა მეფეს,+ ცხენებითა+ და საომარი ეტლებით,+ მხედრებითა და ხალხის დიდი კრებულით.+  მახვილით დასცემს შენს მიმდებარე ქალაქებს, ველზე რომ დგანან, ალყად შემოგავლებს კედელს და გააკეთებს მიწაყრილს,+ აღგიმართავს დიდ ფარს;  კედლის სანგრევ იარაღს დაჰკრავს შენს გალავანს და მახვილით დააქცევს შენს კოშკებს. 10  მისი ცხენების სიმრავლის გამო მტვრით დაიფარები.+ შეირყევა შენი გალავანი მხედრების, ბორბლებისა და საომარი ეტლების ხმაზე, როცა შემოვა ის შენი კარიბჭეების გავლით, როგორც ზღუდეგარღვეულ ქალაქში შედიან ხოლმე. 11  თავისი ცხენების ფლოქვებით გაგითელავს ქუჩებს;+ მახვილით დაგიხოცავს ხალხს და მიწაზე დაემხობა შენი ძლიერების სვეტები. 12  გაძარცვავენ შენს სიმდიდრეს+ და დაიტაცებენ შენს ნავაჭრ საქონელს,+ დააქცევენ შენს გალავანს და დაანგრევენ შენს სასურველ სახლებს; შენს ქვებს, ხესა და მტვერს წყალში ჩაყრიან“. 13  „შევწყვეტ შენს სიმღერებს, შენს ხმაურს,+ და მეტად აღარ გაისმება შენი ქნარების ხმა.+ 14  პიტალო კლდედ გაქცევ;+ ბადეების გასაშრობი ადგილი გახდები;+ აღარასდროს აშენდები, რადგან მე, იეჰოვა ვამბობ ამას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ 15  აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა ტვიროსს: „განა არ შეიძვრება+ კუნძულები შენი დაცემის ხმაზე, როცა იკვნესებს სასიკვდილოდ დაჭრილი, როცა ხოცვა-ჟლეტა ატყდება შენში?! 16  თავისი ტახტებიდან+ ჩამოვლენ ზღვის მთავრები+ და გაიხდიან თავიანთ მოსასხამებს, გაიძრობენ თავიანთ მოქარგულ ტანსაცმელს. კანკალით შეიმოსებიან ისინი; მიწაზე დასხდებიან,+ კანკალი აიტანთ+ და გაოგნებულები შემოგხედავენ. 17  სამგლოვიარო სიმღერას იმღერებენ შენზე+ და გეტყვიან: როგორ დაიღუპეო ზღვის ხალხით დასახლებულო,+ ქებულო ქალაქო, ზღვაში გაძლიერებულო,+ შენც და შენი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდით დედამიწის მკვიდრთ! 18  ახლა კი აკანკალდებიანო კუნძულები შენი დაცემის დღეს; ზღვის კუნძულებს შეაშფოთებს შენი გაუჩინარება“.+ 19  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „როცა განადგურებულ ქალაქად გაქცევ, გაუკაცრიელებულ ქალაქებს დაგამსგავსებ, როცა ღრმა წყალს გადაგატარებ და დიდი წყალი დაგფარავს,+ 20  მაშინ ჩაგიყვან ორმოში ჩამსვლელებთან ერთად, ძველი დროის ხალხთან;+ გაცხოვრებ ყველაზე დაბალ მიწაზე+ დიდი ხნის გაპარტახებულ ადგილებთან ერთად და ორმოში ჩამსვლელებთან ერთად,+ რათა აღარ იყო დასახლებული; დავამშვენებ ცოცხალთა ქვეყანას.+ 21  უეცრად დაგცემ შიშის ზარს+ და აღარ იქნები; ძებნას დაგიწყებენ,+ მაგრამ სამარადისოდ ვერ გიპოვიან“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები