ეზეკიელი 3:1—27
3 მითხრა მან: „კაცის ძეო, ჭამე, რასაც შენ წინ ხედავ. შეჭამე ეს გრაგნილი+ და წადი, ელაპარაკე ისრაელის სახლს“.
2 მეც გავაღე პირი და მან მაჭამა ეს გრაგნილი.+
3 მან მითხრა: „კაცის ძეო, გაიძღე მუცელი, რათა გაივსო შიგნეული ამ გრაგნილით, რომელსაც გაძლევ“. მეც დავიწყე ჭამა და თაფლივით მეტკბო პირში.+
4 კვლავ მითხრა მან: „კაცის ძეო, წადი, მიდი ისრაელის სახლთან+ და ჩემი სიტყვებით ელაპარაკე მათ.
5 გაურკვეველ+ და რთულ ენაზე+ მოლაპარაკე ხალხთან კი არ იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან,
6 და არა გაურკვეველ და რთულ ენაზე მოლაპარაკე მრავალ ხალხთან, რომელთა სიტყვებიც არ გესმის.+ მათთან რომ გამეგზავნე, ისინი მოგისმენდნენ.+
7 ისრაელის სახლი კი არ მოისურვებს შენ მოსმენას, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა,+ ყველანი შუბლმაგარნი და გულქვანი+ არიან ისრაელის სახლში.
8 აი, მათი სახესავით გიმაგრებ სახეს+ და მათი შუბლივით გიმაგრებ შუბლს.+
9 ალმასივით, კაჟზე+ უფრო მეტად გიმაგრებ შუბლს. ნუ შეგეშინდება+ მათი და მათი სახეები+ თავზარს ნუ დაგცემს, ეს ხომ ურჩი სახლია“.+
10 კვლავ მითხრა: „კაცის ძეო, გულთან მიიტანე+ და ყურით მოისმინე ყველა ის სიტყვა, რასაც გეუბნები.
11 წადი და მიდი გადასახლებულ+ ხალხთან, შენი ხალხის ძეებთან; ელაპარაკე მათ, გინდ მოგისმინონ, გინდ არა, უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა“.+
12 გამიტაცა სულმა*+ და ზურგს უკან მომესმა ძლიერი შხუილის ხმა:+ „კურთხეული იყოს იეჰოვას დიდება თავისი ადგილიდან“.+
13 ისმოდა ცოცხალი არსებების ფრთების ცემის ხმა,+ ბორბლების ხმა მათ გვერდით+ და ძლიერი შხუილის ხმა.
14 გამიტაცა სულმა+ და წამიღო, გამწარებული გავყევი განრისხებული სულით, ძლიერი იყო იეჰოვას ხელი ჩემზე.+
15 მივედი გადასახლებულ ხალხთან თელ-აბიბში, მდინარე ქებართან+ რომ ცხოვრობდნენ,+ და დავსახლდი იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. შვიდ დღეს ვიცხოვრე მათთან გაოგნებულმა.+
16 მეშვიდე დღის ბოლოს იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა:
17 „კაცის ძეო, ისრაელის სახლის გუშაგად დამიდგენიხარ.+ მოისმინე ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვა და ჩემი სახელით გააფრთხილე ისინი.+
18 როცა ბოროტს ვეტყვი, მოკვდები-მეთქი,+ შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი, რომ გააფრთხილო ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, რათა ცოცხალი დარჩეს,+ ის ბოროტი მოკვდება+ თავისი დანაშაულის გამო, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.+
19 მაგრამ თუ გააფრთხილებ ბოროტს,+ ის კი არ მიატოვებს ბოროტებას და არ მობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან, მოკვდება+ ის თავისი დანაშაულის გამო, შენ კი დაიხსნი შენს სულს.+
20 თუ მართალი მიატოვებს სიმართლეს+ და უსამართლოდ მოიქცევა, და მეც დაბრკოლების ლოდს+ დავუდებ წინ, მოკვდება ის, რადგან შენ არ გაგიფრთხილებია. თავისი ცოდვის გამო მოკვდება+ ის და მისი მართალი საქმეები არ გაიხსენება,+ მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.+
21 თუ მართალს გააფრთხილებ, რომ არ შესცოდოს,+ და ისიც არ შესცოდავს, იცოცხლებს ის, რადგან გაფრთხილებული+ იყო, და შენც დაიხსნი შენს სულს“.+
22 იეჰოვას ხელი იყო იქ ჩემზე და მითხრა მან: „ადექი, გადი ველზე+ და იქ დაგელაპარაკები“.
23 მეც ავდექი, გავედი ველზე და, აი, იეჰოვას დიდება იდგა იქ,+ იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებართან+ ვიხილე, და პირქვე დავემხვე.+
24 სული შემოვიდა ჩემში+ და ფეხზე წამომაყენა.+ მელაპარაკა ის და მითხრა:
„წადი, სახლში ჩაიკეტე.
25 კაცის ძეო, აი, შემოგახვევენ თოკებს და ისე შეგკრავენ, რომ ვერ იარო მათ შორის.+
26 სასაზე მიგიკრავ ენას+ და დადუმდები;+ არ იქნები მათი მამხილებელი,+ რადგან ურჩია+ ეს სახლი.
27 როცა დაგელაპარაკები, ბაგეს გაგიხსნი და ეტყვი მათ,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა. მომსმენმა მოისმინოს,+ ხოლო ვისაც არ უნდა მოსმენა, ნუ მოისმენს, რადგან ურჩია ეს სახლი“.+
სქოლიოები
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.