ეზეკიელი 30:1—26
30 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
2 «კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე და თქვი,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „იღრიალეთ, ვაი იმ დღესო,+
3 რადგან ახლოსაა დღე, ახლოსაა იეჰოვას დღე.+ ეს იქნება ღრუბლების დღე,+ ხალხების გასასამართლებლად დანიშნული დრო.+
4 მახვილი მივა ეგვიპტეში,+ მწვავე ტკივილი დაეწყება ეთიოპიას, როცა დაეცემიან დახოცილები ეგვიპტეში, როცა წაიღებენ მის სიმდიდრეს და დაანგრევენ მის საძირკვლებს.+
5 ეთიოპია,+ ფუტი,+ ლუდი, მთელი ჭრელი ხალხი,+ ქუბი და შეთანხმების ქვეყნის ძეები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით“.+
6 აი რას ამბობს იეჰოვა: „დაეცემიან ეგვიპტის მომხრეებიც და დამდაბლდება მისი საამაყო ძლიერება“.+
მახვილით დაეცემიან იქ მიგდოლიდან+ სევენემდე,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
7 გაპარტახდებიან ისინი გაპარტახებულ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები განადგურებულ ქალაქებს შორის აღმოჩნდება.+
8 გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა ცეცხლს გავაჩაღებ ეგვიპტეში და ყველა მისი მშველელი შეიმუსრება.+
9 იმ დღეს ხომალდებით გამოვლენ ჩემგან მაცნეები, რათა შიშით ააკანკალონ თავდაჯერებული ეთიოპია.+ მწვავე ტკივილი დაეწყება მათ ეგვიპტის უბედურების დღეს, რადგან აი დადგება ის.+
10 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოვსპობ ეგვიპტის ბრბოს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელით.+
11 ის და მისი ხალხი, უსასტიკესნი ხალხთა შორის,+ მიწის მოსასპობად არიან მოყვანილნი; მახვილს იშიშვლებენ ეგვიპტის წინააღმდეგ და დახოცილებით აავსებენ მიწას.+
12 ამოვაშრობ ნილოსის არხებს+ და ბოროტებს ხელში ჩავუგდებ* მიწას,+ უცხოთა ხელით გავაპარტახებ მიწას და მის სისავსეს.+ მე, იეჰოვა, ვამბობ ამას“.+
13 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გავანადგურებ ნეხვიან კერპებს+ და გავაქრობ არაფრის მაქნის ღმერთებს ნოფში,+ აღარ გამოვა თავკაცი ეგვიპტის მიწიდან; შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის მიწას.+
14 გავაპარტახებ ფათროსს,+ ცეცხლს გავაჩაღებ ცოანში+ და განაჩენს აღვასრულებ ნოზე.+
15 გადმოვღვრი ჩემს რისხვას+ სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, და მოვსპობ ნოს+ ბრბოს.
16 ცეცხლს გავაჩაღებ ეგვიპტეში, მწვავე ტკივილი შეიპყრობს სინს, ნოს შენანგრევებიდან დაიპყრობენ, ნოფს კი დღისით ეყოლება მოწინააღმდეგეები!
17 ონისა+ და ფი-ბესეთის ჭაბუკები მახვილით დაეცემიან, ქალაქები ტყვეობაში წავლენ.
18 დღე დაბნელდება თეხაფნეხესში,+ როცა ეგვიპტის უღელს დავამტვრევ იქ.+ გაქრება მასში მისი საამაყო ძლიერება,+ თვითონ მას კი ღრუბლები დაფარავს+ და ტყვეობაში წავლენ მისი მიმდებარე ქალაქები.+
19 განაჩენს აღვასრულებ ეგვიპტეზე;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».
20 მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
21 „კაცის ძეო, მე გადავამტვრევ ფარაონის, ეგვიპტის მეფის მკლავს+ და, აი, არავინ შეუხვევს, რომ მოურჩეს და არავინ დაადებს სახვევს,+ რომ გაუმაგრდეს და მახვილის დაჭერა შეძლოს“.
22 «ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გამოვდივარ ფარაონის, ეგვიპტის მეფის წინააღმდეგ+ და გადავუმტვრევ მკლავებს,+ ძლიერსაც და მოტეხილსაც,+ და გავაგდებინებ ხელიდან მახვილს.+
23 გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და მიმოვფანტავ ქვეყნებში.+
24 გავუმაგრებ მკლავებს ბაბილონის მეფეს+ და ჩემს მახვილს მივცემ ხელში,+ გადავუმტვრევ ფარაონს მკლავებს და მწარედ აკვნესდება ის მის წინაშე სასიკვდილოდ დაჭრილივით.+
25 გავუმაგრებ მკლავებს ბაბილონის მეფეს, ფარაონის მკლავები კი ჩამოიყრება; გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა ჩემს მახვილს მივცემ ბაბილონის მეფეს ხელში და გაიწვდის მას ეგვიპტის მიწის წინააღმდეგ.+
26 გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში+ და მიმოვფანტავ ქვეყნებში; და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მივყიდი.