ეზეკიელი 31:1—18

31  მეთერთმეტე წელს, მესამე თვის პირველ დღეს, კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის ბრბოს:+ „ვის შეედრები შენი სიდიადით?  აი, ასურელი, ლიბანის კედარი,+ ლამაზტოტებიანი,+ მაჩრდილობელი ხშირი ფოთლებით, ტანმაღალი,+ კენწეროთი ღრუბლებს რომ სწვდებოდა.+  წყალმა გაზარდა,+ ღრმა წყალმა გაამაღლა; მისი ნაკადები გარს უვლიდა იმ ადგილს, სადაც ის იყო დარგული; არხები გაუშვა მინდვრის ხეებისკენ.  ამიტომაც მინდვრის ხეებს შორის ყველაზე მეტად ამ ხემ აიყარა ტანი.+ გაუხშირდა და გაეზარდა ტოტები, რადგან წყალუხვი იყო მისი ნაკადები.+  მის ტოტებზე ბუდობდა ცის ყველა ფრინველი,+ მის ტოტებქვეშ ბადებდა მინდვრის ყველა მხეცი თავის ნაშიერს+ და მის ჩრდილში ცხოვრობდა ყველა მრავალრიცხოვანი ერი.  გაალამაზა სიდიადემ+ და შეფოთლილი ტოტების სიგრძემ, რადგან ფესვები დიდ წყლებში ჰქონდა გადგმული.  ვერ ედრებოდნენ მას სხვა კედრები ღვთის ბაღში;+ ღვიის ტოტები არ ჰგავდნენ მისას, ვერც ჭადრები ედრებოდნენ თავიანთი ტოტებით. ღვთის ბაღში ვერც ერთი ხე ვერ უტოლდებოდა მას სილამაზით.+  ფოთოლხშირი ტოტებით დავამშვენე ის;+ ედემში, ჭეშმარიტი ღვთის ბაღში მდგარ ყველა ხეს შურდა მისი“.+ 10  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ისე აიყარა ტანი, რომ მისი კენწერო ღრუბლებს მისწვდა+ და თავისმა სიმაღლემ გაადიდგულა,+ 11  ჩავაგდებ მას ხალხთა თვითმპყრობლის ხელში.+ მის წინააღმდეგ იმოქმედებს ის. მე განვდევნი მას თავისი ბოროტებისთვის.+ 12  უცხოები, უსასტიკესნი ხალხთა შორის, მოჭრიან მას, მიატოვებს მას ხალხი მთებზე. ყველა ველზე ეყრება მისი ფოთლები, მისი ტოტები ჩაილეწება დედამიწის ყველა ხევში.+ გამოვა მისი ჩრდილიდან დედამიწის ყველა ხალხი და მიატოვებს მას.+ 13  ცის ფრინველები დაიბუდებენ მის წაქცეულ ტანზე და მის ტოტებში მინდვრის მხეცები იქნებიან,+ 14  რათა არც ერთმა მორწყულმა ხემ არ აიყაროს ტანი, არ მისწვდეს ღრუბლებს მათი კენწერო, არც ერთი, რომელიც წყლით ირწყვება, არ გაუტოლდეს მათ თავისი სიმაღლით, რადგან ყველანი სიკვდილს გადაეცემიან+ და მიწის სიღრმეში აღმოჩნდებიან,+ ორმოში ჩამსვლელ ადამიანთა ძეებს შორის“. 15  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „სამარეში* მისი ჩასვლის დღეს გლოვას დავაწყებინებ ხალხს;+ მის გამო დავფარავ ღრმა წყალს, რომ შევაკავო მისი ნაკადები და შეწყდეს დიდი წყლების დინება; მის გამო დავაბნელებ ლიბანს და მის გამო დაუძლურდება მინდვრის ყველა ხე; 16  მისი დაცემის ხმაზე შევძრავ ხალხებს, როცა სამარეში ჩავიყვან მას ორმოში+ ჩამსვლელებთან ერთად; ედემის+ ყველა ხე, ლიბანის რჩეული და საუკეთესო ხეები, ყველანი, რომლებიც წყლით ირწყვებიან, მიწის სიღრმეში იქნებიან ნუგეშცემულნი.+ 17  ისინიც მასთან ერთად ჩასულან სამარეში+ მახვილით დახოცილებთან, იქ ჩასულან მისი შთამომავლებიც, რომლებიც მის ჩრდილქვეშ ცხოვრობდნენ ხალხთა შორის“.+ 18  „მაშ, ვის შეედრები დიდებითა+ და სიდიადით ედემის+ ხეებს შორის? მიწის სიღრმეში ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად;+ წინადაუცვეთელებს შორის დაწვები მახვილით დახოცილებთან ერთად. აი, ფარაონი და მთელი მისი ბრბო“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.