ეზეკიელი 32:1—32

32  მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს, იეჰოვას სიტყვა გამომეცხადა:  «კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა იმღერე ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი მას: „დადუმებულხარ, თუმცა ფაფრიანი ლომივით იყავი ხალხებს შორის.+ ზღვის ურჩხულივით იყავი ზღვებში,+ წყალს აღელვებდი შენს მდინარეებში და ფეხით ამღვრევდი წყალს, აბინძურებდი მათ მდინარეებს“.  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემს ბადეს ვასროლინებ+ შენკენ მრავალი ხალხის კრებულს და ჩემი ბადით ამოგათრევენ ისინი.+  მიგატოვებ მიწაზე და მინდვრის პირას დაგაგდებ;+ შენზე დავაბუდებ ცის ყველა ფრინველს და შენით გავაძღებ დედამიწის ყველა მხეცს;+  შენს ხორცს დავყრი მთებზე და შენი ნარჩენებით ავავსებ ველებს;+  შენგან გამოსულ სისხლს დავალევინებ მთებში მიწას+ და შენი სისხლით აივსება ხევები“.  „როცა ჩაქრები, ზეცას დავფარავ და ვარსკვლავებს დავაბნელებ; მზეს ღრუბლებით დავფარავ და მთვარე აღარ გამოანათებს.+  ზეცის მნათობებს დავაბნელებ შენ გამო და სიბნელეს ჩამოვაწვენ შენს მიწაზე“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.  „მრავალ ხალხს შევუშფოთებ გულს, როცა შენგან წამოყვანილ ტყვეებს მივუყვან ხალხებს იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ იცნობ.+ 10  შენით შიშს მოვგვრი მრავალ ხალხს+ და შენი შემხედვარე აკანკალდებიან მათი თავზარდაცემული მეფეები, როცა მახვილს მოვიქნევ მათ თვალწინ;+ განუწყვეტლივ იკანკალებენ შენი დაცემის დღეს თავიანთი სულის დაკარგვის შიშით“.+ 11  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ბაბილონის მეფის მახვილი მოგევლინება.+ 12  შენს ბრბოს დავცემ ძლიერთა მახვილებით, ყველანი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის.+ ისინი გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და მთელი მისი ბრბო გაწყდება.+ 13  მოვსპობ ყველა მის პირუტყვს დიდი წყლის ნაპირებზე;+ აღარც კაცის ფეხი აამღვრევს+ მას და აღარც პირუტყვის ჩლიქი“. 14  „იმ დროს გავასუფთავებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 15  „როცა გავაპარტახებ ეგვიპტის მიწას, როცა გაპარტახდება მიწის სისავსე+ და როცა დავკრავ ყველა მის მკვიდრს, მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 16  ეს სამგლოვიარო სიმღერაა, რომელსაც ხალხი იმღერებს. იმღერებენ მას ხალხთა ასულები, ეგვიპტეზე და მთელ მის ბრბოზე იმღერებენ მას“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». 17  მეთორმეტე წელს, თვის მეთხუთმეტე დღეს, კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 18  «კაცის ძეო, იგლოვე ეგვიპტის ბრბო და დაბლა,+ მიწის სიღრმეში,+ ორმოში+ ჩამსვლელებთან ერთად ჩაიყვანე ეგვიპტე და დიდებულ ხალხთა ასულები. 19  „ვისზე მშვენიერი ხარ?!+ ჩადი დაბლა და იწექი წინადაუცვეთელებთან!“+ 20  „მახვილით დახოცილთა შორის დაეცემიან+ ისინი*. მახვილს გადაეცა ის*. წაათრიეთ ის და მთელი მისი ბრბო! 21  ძლიერთა შორის წარჩინებულნი სამარის* შუაგულიდან დაელაპარაკებიან მას და მის შემწეებს.+ დაბლა ჩავლენ+ ისინი და მახვილით დახოცილი წინადაუცვეთელებივით დაწვებიან. 22  იქ არის ასურეთი და მთელი მისი კრებული;+ მისი საფლავებია მის გარშემო. ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაეცნენ ისინი.+ 23  მისი საფლავები ორმოს სიღრმეებშია+ და მისი კრებული — მისი სამარხის გარშემო; ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაეცნენ ისინი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. 24  იქ არის ელამი+ და მთელი მისი ბრბო მისი სამარხის გარშემო, ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაეცნენ ისინი; მიწის სიღრმეში ჩასულან წინადაუცვეთელნი, ერთ დროს შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. თავიანთ დამცირებას იტვირთებენ ისინი ორმოში+ ჩამსვლელებთან ერთად. 25  დახოცილთა შორის დაუდგეს საწოლი+ და მის გარშემო იყო მთელი მისი ბრბო. მის ირგვლივ მისი საფლავებია. ყველანი წინადაუცვეთელნი და მახვილით+ დახოცილნი არიან, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. თავიანთ დამცირებას იტვირთებენ ისინი ორმოში ჩამსვლელებთან ერთად. დახოცილთა შორის დააწვინეს ის. 26  იქ არიან მეშექი,+ თუბალი+ და მთელი მისი ბრბო. მის ირგვლივ მისი საფლავებია. ყველანი წინადაუცვეთელნი და მახვილით განგმირულნი არიან, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას. 27  განა არ დაწვებიან ისინი წინადაუცვეთელთაგან დაცემულ ძლიერებთან+ ერთად, თავიანთ საომარ იარაღთან ერთად რომ ჩასულან სამარეში?! თავქვეშ ამოუდებენ მათივე მახვილებს, მათ ძვლებზე იქნება მათივე დანაშაული,+ რადგან შიშის ზარს სცემდნენ ძლიერნი ცოცხალთა ქვეყანას.+ 28  შენც წინადაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით დახოცილებთან დაწვები. 29  იქ არიან ედომი+ და მისი მეფეები ყველა მისი თავკაცითურთ. ჯერ კიდევ ძალ-ღონით სავსენი იყვნენ, როცა მახვილით დახოცილთა შორის დააწვინეს,+ და იწვებიან ისინი წინადაუცვეთელებთან+ და ორმოში ჩამსვლელებთან ერთად. 30  იქ არიან ჩრდილოეთის ყველა მთავარი და ყველა სიდონელი,+ რომლებიც დამცირებულნი ჩასულან დაბლა დახოცილებთან ერთად, როცა ჯერ კიდევ შიშის ზარს სცემდა მათი ძლიერება. იწვებიან წინადაუცვეთელნი მახვილით დახოცილთა შორის და თავიანთ დამცირებას იტვირთებენ ორმოში ჩამსვლელებთან ერთად.+ 31  იხილავს მათ ფარაონი და ამით ინუგეშებს თავს მთელი თავისი ბრბოს გამო.+ მახვილით დაიხოცებიან ფარაონი და მთელი მისი ჯარი“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 32  „რადგან შიშის ზარს სცემდა ცოცხალთა ქვეყანას,+ დაწვება ის მახვილით დახოცილ წინადაუცვეთელთა შორის, ფარაონიცა და მთელი მისი ბრბოც“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები

ანუ ეგვიპტელები.
ანუ ეგვიპტე.
იხილეთ 31:15-ის სქოლიო.