ეზეკიელი 35:1—15
35 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
2 «კაცის ძეო, პირი იბრუნე+ სეირის+ მთიანი მხარისკენ და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ.+
3 უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, სეირის+ მთიანო მხარევ, ხელს გავიწვდი შენ წინააღმდეგ,+ გაგაპარტახებ და გაგაუდაბურებ.+
4 გავანადგურებ შენს ქალაქებს და შენც გაპარტახდები;+ გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა,+
5 რადგან გაუთავებლად მტრობდი+ და მახვილს გადასცემდი ისრაელის ძეებს+ მათი უბედურების დროს,+ მათი უკანასკნელი დანაშაულის დროს“.+
6 „ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რადგან სისხლისთვის გამზადებდი, სისხლი დაგედევნება.+ გძულდა სისხლი და სისხლი დაგედევნება.+
7 გავაპარტახებ და გავაუდაბურებ სეირის მთიან მხარეს;+ მოვსპობ იქ გამვლელსა და იქ დაბრუნებულს.+
8 დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილები დაეცემიან შენს გორებზე, ველებზე და მდინარეების კალაპოტებში.+
9 სამარადისოდ გაგაპარტახებ, არ დასახლდება შენი ქალაქები;+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+
10 რაკი ამბობდი, ეს ორი ხალხი და ეს ორი მიწა ჩემი გახდებაო, და ორივე მიწას დავეუფლებითო,+ მაშინ, როცა იეჰოვა იყო იქ,+
11 „ამიტომ, ცოცხალი ვარ, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ მოგექცევი, რასაც სიძულვილის გამო ავლენდი მათ მიმართ;+ თავს გავუმჟღავნებ მათ, როცა შენ გაგასამართლებ.+
12 გაიგებ, რომ მე, იეჰოვას, მესმის ყველა შეურაცხმყოფელი სიტყვა, რაც ისრაელის მთების შესახებ გითქვამს:+ გაპარტახდა, ჩვენ მოგვეცაო შესაჭმელად.+
13 მედიდურობდით ჩემ წინააღმდეგ თქვენი ბაგეებით+ და ბევრს ლაპარაკობთ+ ჩემ წინააღმდეგ. მე მესმის ეს ყველაფერი“.+
14 აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დროს გაგაპარტახებ, როცა მთელი დედამიწა გაიხარებს.
15 რაკი გიხაროდა ისრაელის სახლის მემკვიდრეობის გაპარტახება, შენც იმავეს დაგმართებ.+ გაპარტახდები, სეირის მთიანო მხარევ, გაპარტახდება მთელი ედომი;+ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+