ეზეკიელი 36:1—38

36  «შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე ისრაელის მთების შესახებ და თქვი, ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, ისრაელის მთებო,+  აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მტერი ამბობს თქვენზე, ახიაო!+ ძველი დროის მაღლობებიც+ ჩვენი საკუთრება გახდაო!“+  ამიტომ იწინასწარმეტყველე და თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „რადგან პარტახდებით+ და ყველა მხრიდან პირს გტაცებენ,+ რათა ხალხთაგან დარჩენილების საკუთრებად იქცეთ,+ რადგან სალაპარაკოდ ქცეულხართ+ და ცუდი ხმები დადის ხალხში,+  ამიტომ, ისრაელის მთებო,+ ისმინეთ უზენაესი უფლის იეჰოვას სიტყვა! აი რას ეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა მთებსა და გორებს, მდინარეების კალაპოტებს, ველებს, განადგურებულ, გაპარტახებულ ადგილებსა+ და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც გასაძარცვად და დასაცინად იქცა მეზობელ ხალხთაგან დარჩენილთათვის;+  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: ჩემი მოშურნეობის ცეცხლით ვილაპარაკებ+ ხალხთაგან დარჩენილებისა და მთელი ედომის წინააღმდეგ,+ რომლებმაც ზიზღით სავსე სულითა+ და სიხარულით სავსე გულით მიისაკუთრეს ჩემი მიწა,+ რომ გაეძარცვათ ის და ხელში ჩაეგდოთ მისი საძოვარი“.+  ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწის შესახებ და უთხარი მთებსა და გორებს, მდინარეების კალაპოტებსა და ველებს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „მოშურნეობითა და რისხვით ვილაპარაკებ, რადგან დამცირება იტვირთეთ ხალხთაგან“.+  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ფიცით მაქვს აღმართული ხელი,+ რომ თქვენმა მეზობელმა ხალხებმა თავადვე იტვირთონ თავიანთი დამცირება.+  თქვენ კი, ისრაელის მთებო, გაშლით ტოტებს და გამოიღებთ ნაყოფს ჩემი ხალხისთვის, ისრაელისთვის,+ რადგან ახლოს არიან და სადაცაა მოვლენ.+  კეთილად ვარ თქვენ მიმართ განწყობილი და მოვბრუნდები თქვენკენ,+ დამუშავდებით და დაითესებით.+ 10  გავამრავლებ თქვენზე ხალხს, ისრაელის მთელ სახლს უკლებლივ,+ დასახლდება ქალაქები+ და აშენდება განადგურებული ადგილები.+ 11  გავამრავლებ თქვენზე ხალხსა და ცხოველს,+ გამრავლდებიან და ინაყოფიერებენ ისინი; წინანდებურად დაგასახლებთ,+ პირვანდელზე მეტ სიკეთეს გაგიკეთებთ;+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ 12  თქვენზე ვატარებ ხალხს, ჩემს ხალხს, ისრაელს, ისინი დაგეპატრონებიან;+ თქვენ იქნებით მათი მემკვიდრეობა+ და აღარ წაართმევთ+ მათ შვილებს“». 13  «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი გეუბნებიან, ხალხის შთამნთქმელი ხარო და შენი ხალხებისთვის შვილების წამრთმევი მიწა გახდიო,+ 14  მეტად აღარ შთანთქავ ხალხს+ და აღარ წაართმევ შენს ხალხებს შვილებს,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — 15  მეტად აღარ ვალაპარაკებ ხალხებს შენ დასამცირებლად, აღარ იტვირთებ დამცირებას ხალხთაგან+ და აღარ დააბრკოლებ შენს ხალხებს“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». 16  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: 17  „კაცის ძეო, თავის მიწაზე ცხოვრობდა ისრაელის სახლი, გააუწმინდურეს მათ ის თავიანთი გზითა და საქმეებით.+ მათი გზა ყოველთვიური სისხლდენასავით უწმინდური გახდა ჩემ წინაშე.+ 18  გადმოვღვარე ჩემი რისხვა მათზე იმ სისხლის გამო, რომელიც დაღვარეს თავიანთი ნეხვიანი კერპებით+ გაუწმინდურებულ მიწაზე.+ 19  გავფანტე ისინი ხალხებში, მიმოიფანტნენ ქვეყნებში;+ მათი გზისამებრ და მათი საქმეებისამებრ გავასამართლე ისინი.+ 20  მივიდნენ იმ ხალხებში, რომლებთანაც მივიდნენ, და შებღალა ხალხმა ჩემი წმინდა სახელი,+ როცა მათზე ამბობდნენ: ეს იეჰოვას ხალხია, მისი მიწიდან გამოვიდნენო ისინი.+ 21  მე შევიბრალებ ჩემს წმინდა სახელს, ისრაელის სახლმა რომ შებღალა ხალხებში, რომლებთანაც მივიდნენ“.+ 22  «ამიტომ, უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „თქვენი გულისთვის კი არ ვაკეთებ ამას, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმინდა სახელის გულისთვის, თქვენ რომ შებღალეთ ხალხებში, რომლებთანაც მიხვედით.+ 23  განვწმენდ ხალხებში შებღალულ ჩემს დიდებულ სახელს,+ რომელიც შებღალეთ მათ შორის; გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — როცა განვიწმინდები თქვენ შორის მათ თვალწინ.+ 24  გამოგიყვანთ ხალხებიდან, შეგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.+ 25  გასხურებთ სუფთა წყალს და განიწმინდებით;+ მთელი თქვენი უწმინდურებისგან+ და ყველა თქვენი ნეხვიანი კერპისგან განგწმენდთ.+ 26  ახალ გულს+ მოგცემთ და ახალ სულს ჩაგიდგამთ;+ ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდებთ.+ 27  ჩემს სულს ჩაგიდგამთ+ და ჩემი წესებით გატარებთ,+ დაიცავთ ჩემს სამართალს და აღასრულებთ მას.+ 28  იცხოვრებთ იმ მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი;+ თქვენ ჩემი ხალხი იქნებით და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები“.+ 29  „გიხსნით მთელი თქვენი უწმინდურებისგან,+ მოვუხმობ მარცვლეულს და გავამრავლებ მას, არ გაშიმშილებთ.+ 30  გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რათა მეტად აღარ შეურაცხგყონ ხალხებმა შიმშილობის გამო.+ 31  გაიხსენებთ თქვენს ბოროტ გზასა და ცუდ საქმეებს,+ საკუთარი თავი შეგეზიზღებათ თქვენი დანაშაულისა და სისაძაგლეების გამო.+ 32  იცოდეთ, რომ თქვენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — გრცხვენოდეს და დამცირებულად იგრძენი თავი შენი გზის გამო, ისრაელის სახლო!“+ 33  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს, როცა განგწმენდთ ყველა თქვენი დანაშაულისგან, დავასახლებ ქალაქებს+ და კვლავ აშენდება განადგურებული ადგილები.+ 34  დამუშავდება გაპარტახებული მიწა, თუმცა გაპარტახებული იყო ყველა გამვლელის თვალწინ.+ 35  იტყვის ხალხი: აი, ედემის ბაღს+ დაემსგავსა ეს გაპარტახებული მიწა; გამაგრებულა გაუკაცრიელებული, გაპარტახებული და დანგრეული ქალაქები; დასახლებულაო ისინი.+ 36  გაიგებენ თქვენ გარშემო დარჩენილი ხალხები, რომ მე, იეჰოვა ვაშენებ დანგრეულს,+ გავაშენებ გაუდაბურებულს. მე, იეჰოვა, ვამბობ ამას და ვასრულებ კიდეც“.+ 37  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ნებას მივცემ ისრაელის სახლს, რომ მთხოვოს,+ ფარასავით გავუმრავლო ხალხი.+ 38  როგორც წმინდებისგან შემდგარი ფარა, როგორც იერუსალიმის ფარა მის დღესასწაულებზე,+ ისე აივსება გაუდაბურებული ქალაქები ხალხთა ფარით;+ გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა“».

სქოლიოები