ეზეკიელი 38:1—23

38  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «კაცის ძეო,+ პირი იბრუნე გოგისკენ, რომელიც მაგოგის+ მიწიდანაა — მეშექისა+ და თუბალის+ მთავარი თავკაცისკენ, და იწინასწარმეტყველე მის საუბედუროდ,  უთხარი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ, მეშექისა და თუბალის მთავარო თავკაცო!  მოგატრიალებ, კავებს ამოგდებ ყბებში+ და გამოგიყვანთ შენ და მთელ შენს ჯარს+ ცხენებითა და გემოვნებით ჩაცმული მხედრებითურთ,+ მრავალრიცხოვან კრებულს, დიდი ფარებითა და მრგვალი ფარებით, ყველას — მახვილის დამჭერს;+  გამოვიყვან სპარსეთსა+ და ეთიოპიას+ და მათთან ერთად ფუტს+ ფარებითა და მუზარადებით;  გამოვიყვან გომერსა+ და მის რაზმებს, ჩრდილოეთის კიდეებში მცხოვრებ თოგარმას+ სახლსა და მის რაზმებს — მრავალ ხალხს შენთან ერთად.+  მოემზადე და მზად იყავი მთელ შენს კრებულთან ერთად,+ შენ გვერდით რომ შეკრებილა, და გუშაგად დაუდექი მათ.  მრავალი დღის შემდეგ შემოწმდები. უკანასკნელ წლებში მიხვალ მრავალი ხალხიდან გამოკრებილი,+ მახვილს გადარჩენილი ხალხის მიწაზე,+ ისრაელის მთებზე, რომლებიც სულ აოხრებული იყო, მიწაზე, რომლის მკვიდრნი სხვა ხალხთაგან არიან გამოსული, და სადაც ყველანი უსაფრთხოდ ცხოვრობენ.+  გამოხვალ, ქარიშხალივით მოხვალ.+ ღრუბლებივით დაფარავთ მიწას შენ,+ შენი რაზმები და შენთან ერთად მყოფი მრავალი ხალხი“. 10  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „იმ დღეს რაღაცას გაივლებ გულში,+ ბოროტებას განიზრახავ+ 11  და იტყვი: გამოვალო უგალავნო, გაშლილი დაბის წინააღმდეგ;+ თავს დავესხმებიო უშფოთველად და უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხს, უგალავნოდ რომ ცხოვრობს,+ რომელსაც არც ურდულები აქვსო და არც კარები. 12  დიდძალი ნაძარცვის+ წამოსაღებად და ბევრის დასატაცებლად წახვალ, რათა ხელი აღმართო ერთ დროს განადგურებულ და კვლავ დასახლებულ ადგილებზე+ და ხალხებიდან გამოკრებილ ხალხზე,+ რომელნიც სიმდიდრესა და ქონებას+ აგროვებენ და დედამიწის შუაგულში+ ცხოვრობენ. 13  შება,+ დედანი,+ თარშიშის+ ვაჭრები და მისი ფაფრიანი ლომები+ გკითხავენ: დიდძალი ნაძარცვის წამოსაღებად მოდიხარო? ბევრის დასატაცებლად შეკრიბეო შენი კრებული, ოქრო-ვერცხლის გამოსატანად, სიმდიდრის, ქონების წამოსაღებად და დიდძალი ნაძარცვის ხელში ჩასაგდებადო?“ 14  ამიტომ იწინასწარმეტყველე, კაცის ძეო, და უთხარი გოგს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „განა არ გეცოდინება, ჩემი ხალხი, ისრაელი, უსაფრთხოდ რომ იცხოვრებს იმ დღეს?!+ 15  გამოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან,+ ცხენებზე ამხედრებულ მრავალ ხალხთან ერთად — დიდ კრებულთან, დიდძალ ჯართან ერთად.+ 16  ღრუბელივით გამოხვალ ჩემი ხალხის, ისრაელის წინააღმდეგ, რათა დაფარო მიწა.+ უკანასკნელ დღეებში მოხდება ეს, გამოგიყვან ჩემი მიწის წინააღმდეგ,+ რათა გამიცნონ ხალხებმა, როცა, გოგ, შენით განვიწმინდები მათ თვალწინ“.+ 17  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ ის არა ხარ,+ ვისზეც ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა პირით ვლაპარაკობდი ძველ დროში, იმ დღეებში, იმ წლებში, როცა ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ მათ წინააღმდეგ გამოგიყვანდი?!“+ 18  იმ დღეს, როცა გოგი მივა ისრაელის მიწაზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რისხვა აღიგზნება ჩემს ნესტოებში.+ 19  რისხვითა+ და მრისხანების ცეცხლით ვილაპარაკებ.+ იმ დღეს შეზანზარდება ისრაელის მიწა.+ 20  აკანკალდებიან ჩემ წინაშე ზღვის თევზები, ცის ფრინველები, მინდვრის მხეცები, ქვეწარმავლები და მიწის ყველა მკვიდრი;+ დაემხობა მთები,+ ჩამოიქცევა ციცაბო ფერდობები და მიწასთან გასწორდება ყველა კედელი. 21  მახვილს მოვუხმობ მის წინააღმდეგ მთელ ჩემს მთიან მხარეში, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ — ყველა თავისი ძმის წინააღმდეგ მიმართავს მახვილს.+ 22  განვსჯი+ მას ჭირითა+ და სისხლით;+ თავსხმას, სეტყვას,+ ცეცხლსა+ და გოგირდს ვაწვიმებ მას, მის რაზმებსა და მასთან მყოფ მრავალ ხალხს.+ 23  განვდიდდები და განვიწმინდები+ მრავალი ხალხის თვალწინ, თავს გავუმჟღავნებ მათ და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა».+

სქოლიოები