ეზეკიელი 39:1—29

39  «შენ კი, კაცის ძეო, იწინასწარმეტყველე გოგზე+ და თქვი, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ, მეშექისა+ და თუბალის+ მთავარო თავკაცო.  მოგატრიალებ და წამოგიყვან,+ გამოგიყვან ჩრდილოეთის+ კიდეებიდან და მიგიყვან ისრაელის მთებზე.  გაგაგდებინებ მშვილდს მარცხენა ხელიდან და დაგაყრევინებ ისრებს მარჯვენა ხელიდან.  ისრაელის მთებზე დაეცემი+ შენს რაზმებთან და იმ ხალხებთან ერთად, შენთან რომ იქნებიან. მტაცებელ ფრინველებს, ყველანაირ ფრთოსანს, და მინდვრის მხეცებს მივცემ შენს თავს საჭმელად“.+  „მინდვრის პირზე დაეცემი,+ რადგან მე ვამბობ ამას“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.  „ცეცხლს გავუგზავნი მაგოგსა+ და კუნძულებზე უსაფრთხოდ მცხოვრებთ;+ გაიგებს ხალხი, რომ მე ვარ იეჰოვა.  გავაცხადებ ჩემს წმინდა სახელს ჩემს ხალხში, ისრაელში, და მეტად აღარავის შევაბღალვინებ ჩემს წმინდა სახელს;+ გაიგებენ ხალხები, რომ მე ვარ იეჰოვა,+ რომ წმინდა ვარ ისრაელში“.+  „აი, მოხდება ეს ყველაფერი, შესრულდება,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. — ესაა ის დღე, რომელზეც ვამბობ.+  ისრაელის ქალაქების მკვიდრნი წავლენ და ცეცხლს გააჩაღებენ საომარი საჭურვლით, მრგვალი ფარებითა და დიდი ფარებით, მშვილდებითა და ისრებით, ხელშუბებითა და შუბებით, და შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის გასაჩაღებლად.+ 10  არ მოიტანენ მინდვრიდან ფიჩხს, არც შეშას მოაგროვებენ ტყეში, რადგან იარაღით გააჩაღებენ ცეცხლს“. „ნადავლს წამოიღებენ იმათგან, ვისაც მათგან მიჰქონდა ნადავლი+ და გაძარცვავენ იმათ, ვინც მათ ძარცვავდა“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 11  „იმ დღეს იქ ადგილს მივცემ გოგს,+ დასამარხ ადგილს ისრაელში ზღვის აღმოსავლეთით, გამვლელთა ველს, რომელიც გზას გადაუღობავს გამვლელებს. იქ დამარხავენ გოგსა და მთელ მის ბრბოს, და იმ ადგილს გოგის ბრბოს ველს უწოდებენ.+ 12  ისრაელის სახლი შვიდ თვეს დამარხავს მათ, რომ გაიწმინდოს მიწა.+ 13  იმ მიწის მთელი ხალხი დამარხავს მათ, და სასახელო იქნება ეს მათთვის იმ დღეს, როცა განვიდიდებ თავს“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. 14  „დანიშნავენ კაცებს, რომლებიც გამუდმებით ივლიან იმ მიწაზე და გამვლელებთან ერთად დამარხავენ მიწის პირზე დარჩენილებს, რათა განწმინდონ ის; მთელ შვიდ თვეს გააგრძელებენ ძებნას. 15  გამვლელები ივლიან მიწაზე და როცა ადამიანის ძვალს დაინახავენ, დადგამენ მის გვერდით ნიშანს, ვიდრე დამარხავენ მას დამმარხველნი გოგის ბრბოს ველზე.+ 16  ქალაქის სახელიც ჰამონა* იქნება. მათ უნდა გაწმინდონ მიწა“.+ 17  შენ კი, კაცის ძეო, აი რას გეუბნება უზენაესი უფალი იეჰოვა, ასე უთხარი ყოველგვარ ფრთოსანსა და მინდვრის ყველა მხეცს:+ „შეიკრიბეთ და მოდით! შეიკრიბეთ ჩემი მსხვერპლის ირგვლივ, თქვენთვის რომ ვწირავ ისრაელის მთებზე,+ დიდ მსხვერპლთან. შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს.+ 18  ძლიერთა ხორცს შეჭამთ+ და დედამიწის თავკაცების სისხლს შესვამთ — ვერძების, ბატკნების,+ ვაცებისა და მოზვრების+ — ბაშანის ნასუქი პირუტყვების.+ 19  გაძღომამდე+ შეჭამთ ქონს და დათრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც თქვენთვის ვწირავ“. 20  „გაძღებით ჩემს სუფრასთან ცხენებითა და მეეტლეებით, ძლიერებითა და ყველანაირი მებრძოლით“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა.+ 21  „გამოვაჩენ ჩემს დიდებას ხალხებში და ყველა ხალხი იხილავს ჩემს აღსრულებულ განაჩენს+ და ჩემი ხელის ძლიერებას, მათ წინააღმდეგ მიმართულს.+ 22  და გაიგებენ ისრაელის სახლში, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, იმ დღიდან და მას მერეც.+ 23  გაიგებენ ხალხები, რომ თავისი დანაშაულის გამო გადაასახლეს ისრაელის სახლი,+ რაკი ორგულად მექცეოდა; ამიტომაც დავუმალე მათ ჩემი სახე,+ მტრებს ჩავუგდე ისინი ხელში და მახვილით დაეცნენ ყველანი.+ 24  მათი უწმინდურებისა და ცოდვებისამებრ მოვექეცი,+ სახეს ვუმალავდი მათ“. 25  აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ახლა დავაბრუნებ იაკობის ტყვეებს+ და შევიწყალებ ისრაელის მთელ სახლს;+ განსაკუთრებულ ერთგულებას გამოვავლენ ჩემი წმინდა სახელისადმი.+ 26  უკვე ნატვირთი ექნებათ თავიანთი დამცირება+ და თავიანთი ორგულობა, რომელსაც ჩემდამი ავლენდნენ,+ როცა უსაფრთხოდ იცხოვრებენ თავიანთ მიწაზე+ და არავინ დააფრთხობს მათ.+ 27  როცა დავაბრუნებ მათ ხალხებიდან და შევკრებ მტრების ქვეყნებიდან,+ განვიწმინდები მათ შორის მრავალი ხალხის თვალწინ“.+ 28  „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, როცა გადავასახლებ მათ ხალხებში, მერე კი შევკრებ მათ თავიანთ მიწაზე,+ არც ერთს აღარ დავტოვებ იქ.+ 29  მეტად აღარ დავუმალავ მათ ჩემს სახეს,+ რადგან გადმოვღვრი ჩემს სულს ისრაელის სახლზე“,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები

ნიშნავს ბრბოს.