ეზეკიელი 4:1—17

4  „შენ კი, კაცის ძეო, აიღე აგური, წინ დაიდე და ამოკვეთე მასზე ქალაქი, იერუსალიმი.+  ალყა შემოარტყი მას,+ ააშენე კედელი+ და გააკეთე მიწაყრილი მის წინააღმდეგ,+ განალაგე ბანაკები და გარშემო კედლის სანგრევი იარაღები დააყენე.+  აიღე რკინის კეცი და რკინის კედლად დადგი შენსა და ქალაქს შორის, მისკენ იბრუნე პირი, ალყაში მოექცევა ის და იერიში მიიტანე მასზე. ეს იქნება ნიშანი ისრაელის სახლისთვის.+  დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდე მასზე ისრაელის სახლის დანაშაული.+ რამდენი დღეც იწვები მასზე, იმდენ ხანს იტვირთებ მათ დანაშაულს.  სამას ოთხმოცდაათ+ დღედ გიდგენ მათი დანაშაულის+ წლებს და შენ იტვირთებ ისრაელის სახლის დანაშაულს.  შენ გაასრულებ მათ. მეორედ მარჯვენა გვერდზე დაწექი და ორმოცი დღე იტვირთე იუდას სახლის დანაშაული.+ წელიწადზე დღეს, თითო წელიწადზე თითო დღეს გიდგენ.+  იერუსალიმის ალყისკენ იბრუნე პირი,+ მკლავი გაიშიშვლე და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ.  აი, თოკებით+ შეგკრავ, რომ ერთი გვერდიდან მეორეზე არ გადაბრუნდე, სანამ არ გაასრულებ შენი ალყის დღეებს.  აიღე ხორბალი,+ ქერი, ცერცვი,+ ოსპი,+ ფეტვი და ასლი;+ ერთ ჭურჭელში ჩაყარე ისინი და მოიმზადე მათგან პური მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა გვერდზე იწვები; სამას ოთხმოცდაათ დღეს შეჭამ მას.+ 10  შენი დღიური საჭმელი წონით ოცი შეკელი იქნება.+ დროგამოშვებით შეჭამ მას. 11  წყალსაც აწყვით დალევ — ჰინის მეექვსედს. დროგამოშვებით დალევ მას. 12  ქერის კვერს+ შეჭამ; ადამიანის გამომშრალ განავალზე+ გამოაცხობ მას მათ თვალწინ“. 13  კვლავ თქვა იეჰოვამ: „ასევე შეჭამენ ისრაელის ძეები თავიანთ უწმინდურ პურს+ იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ მათ“.+ 14  ვთქვი: „ო, უზენაესო უფალო იეჰოვა! აი, ჩემი სული არ წაბილწულა;+ ახალგაზრდობიდან მოყოლებული დღემდე არ მიჭამია არც ლეში, არც დაგლეჯილი ცხოველი,+ არ გაჰკარებია ჩემს პირს უწმინდური ხორცი“.+ 15  მან მითხრა: „კარგი, საქონლის ნაკელს გაძლევ ადამიანის გამომშრალი განავლის ნაცვლად, მასზე მოიმზადე პური“. 16  კვლავ მითხრა: „კაცის ძეო, აი ვამტვრევ იერუსალიმში პურის საკიდელ ჯოხებს;+ წონით და სიმწრით შეჭამენ პურს+ და აწყვით და შიშის ზარით დალევენ წყალს,+ 17  რათა მოაკლდეთ პური და წყალი, გაოგნებულებმა შეხედონ ერთმანეთს და დალპნენ თავიანთ დანაშაულში“.+

სქოლიოები