ეზეკიელი 42:1—20

42  მან გარეთა ეზოში ჩრდილოეთის+ გზით გამომიყვანა,+ შემიყვანა იმ შენობაში, სადაც სასადილო ოთახები+ იყო, ჩრდილოეთით, განცალკევებული+ ადგილისა და შენობის წინ.  შენობის კედლის სიგრძე ჩრდილოეთი შესასვლელიდან მოყოლებული ასი წყრთა იყო, სიგანე კი — ორმოცდაათი წყრთა.  შიდა ეზოს+ ოცწყრთიანი ადგილის წინ და გარეთა ეზოს ქვაფენილის+ წინ ერთმანეთის პირისპირ განლაგებული სამსართულიანი დერეფნები+ იყო.  სასადილო ოთახების წინ იყო შიგნით შესასვლელი,+ სიგანით ათი წყრთა, და ერთწყრთიანი გზა; შესასვლელები მათ ჩრდილოეთიდან ჰქონდა.  ზედა სასადილო ოთახები შუა და ქვედა სასადილო ოთახებზე პატარა იყო, რადგან დერეფნები იკავებდა ადგილს შენობაში.  ისინი სამ სართულად+ იყო განლაგებული, იქ არ იყო ისეთი სვეტები, როგორიც ეზოებში, და ამიტომ, ზედა სართულის იატაკს უფრო ნაკლები ადგილი ჰქონდა დათმობილი, ვიდრე ქვედა და შუა სართულების იატაკს.  გარეთა ქვის კედელი გარეთა ეზოს მხარეს მდებარე სასადილო ოთახებთან და სხვა სასადილო ოთახების წინ იყო, მისი სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო.  გარეთა ეზოს მხარეს მდებარე სასადილო ოთახების სიგრძე ორმოცდაათი წყრთა იყო, ტაძრის წინ მათი სიგრძე — ასი წყრთა.  სასადილო ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთიდან იყო შესასვლელი. მისი გავლით შედიოდნენ გარეთა ეზოდან სასადილო ოთახებში. 10  ეზოს მხარეს, აღმოსავლეთის ქვის კედლის სიგანეზე, განცალკევებული ადგილისა+ და შენობის წინ, სასადილო ოთახები იყო განლაგებული.+ 11  მათ წინ იყო ისეთივე გზა, როგორიც ჩრდილოეთის სასადილო ოთახების წინ;+ იგივე იყო მათი სიგრძეცა და სიგანეც; ერთნაირი იყო მათი გასასვლელები, მათი განლაგება და შესასვლელები. 12  სამხრეთის სასადილო ოთახების შესასვლელების მსგავსი შესასვლელი იყო გზის თავში; ეს გზა აღმოსავლეთის ქვის კედლის მოპირდაპირე კედლის წინ იყო მათში შესასვლელად.+ 13  მითხრა მან: „განცალკევებული ადგილის წინ მდებარე ჩრდილოეთის სასადილო ოთახები+ და სამხრეთის სასადილო ოთახები წმინდა სასადილო ოთახებია, სადაც მღვდლები, რომლებიც იეჰოვას უახლოვდებიან,+ უწმინდეს შესაწირავს ჭამენ.+ იქ დებენ უწმინდეს შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავს, ცოდვის შესაწირავსა და დანაშაულის შესაწირავს, რადგან წმინდაა ეს ადგილი.+ 14  წმინდა ადგილზე შესული მღვდლები არ გავლენ გარეთა ეზოში, ვიდრე იქ არ დააწყობენ თავიანთ ტანსაცმელს, რომელიც მსახურების დროს აცვიათ,+ რადგან წმინდაა ის. სხვა ტანსაცმელს+ ჩაიცვამენ და ამის შემდეგ მიუახლოვდებიან იმ ადგილს, სადაც ხალხია“. 15  მან დაასრულა შიდა სახლის გაზომვა და გამიყვანა იმ კარიბჭის გავლით, რომლის წინა მხარეც აღმოსავლეთს გაჰყურებდა,+ და ყოველი მხრიდან გაზომა ის ადგილი. 16  მან საზომი ლერწმით გაზომა აღმოსავლეთი მხარე; მთლიანად ხუთასი ლერწამი გამოვიდა+ საზომი ლერწმით. 17  გაზომა ჩრდილოეთი მხარე — მთლიანად ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით. 18  გაზომა სამხრეთი მხარე — ხუთასი ლერწამი საზომი ლერწმით. 19  ის წავიდა დასავლეთ მხარეს და ხუთასი ლერწამი გადაზომა საზომი ლერწმით. 20  ოთხივე მხრიდან გაზომა ის. ამ ადგილს გარშემო კედელი ჰქონდა+ შემოვლებული, რომლის სიგრძეცა და სიგანეც ხუთასი ლერწამი+ იყო, და რომელიც წმინდას უწმინდურისგან ყოფდა.+

სქოლიოები